მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » – კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა ((
16:31
– კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა ((
კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა...
პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
მომაბეზრა თავი ტკივილმა...
საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?...
ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...
მერე...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...
შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავლის დღესასწაული!..
სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს...
ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის...
ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ...
ახლა მარტო ვარ...
დარდი მივსებს ცარიელ დღეებს...
ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს...
კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული...
და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით...
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 795 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
დაამატა : CqNaFa))
ALLLOVE.TK  


უპასუხე
- ნწ :P :**:** tongue

დაამატა : WuRo
ALLLOVE.TK  
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]