მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 15 » კოცნა რომელმაც ყველაფერი შეცვალა [1]
09:48
კოცნა რომელმაც ყველაფერი შეცვალა [1]
ადამიანები ვიცვლებით..
cოტა რამ ჩემს შესახებ: ვარ 16 წლის. მიყვარს მუსიკა, საკმაოდ თავისუფალი და მხიარული ადამიანი ვარ, მყავს 2 საუკეთესო დაქალი და უფრო მეტი ძმაკაცი, რადგან ვთვლი რომ ბიჭები უკეთესი მეგობრები არიან. და ყოველთვის მხარში ამოგიდგებიან... ვარ ძალიან ჯიუტი და პირდაპირი, რის გამოც ხშირად მექმნება პრობლემები...
ჩემი საუკეთესო ძმაკაცი იოანე(ჩემთვის იო) არის ადამიანი რომელიც ყოველთვის იქ ჩნდება სადაც მე ვარ, ისიც რა მინდა და როგორ ვარ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს... სწორედ იმ დღეს დამირეკა იომ და მთხოვა მასთან ავსულიყავი...
- ტუსოვკაა ნუცი... ამოდი გელოდებით..
- კაი მოვდივარ..
ჩემებურად ავედი წვენები და ჩიფსები ავიტანე... კარი გავაღე თუ არა უამრავი უცხო ადამიანი შემეჩეხა... ნუ ჩემთვის ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა იყო რადგან იო ყველას უყვარდა და ყველა ცდილობდა მასთან დაახლოებას... იო დავინახე და მეც მისკენ გავიქეცი მივვარდი და ჩავეხუტე... ამ დროს უცემ იოს ყვირილმა გამომაფხიზლა...
- ბავშვებო ეს არის ნუცი, ჩემი ჩემი ყველაფერი.. მიიღეთ ისე როგორც მე მიმიღეთ და არავინ აწყენინოს თორე ოოო... 
ნუ ეს ყველასთვის გასაგები იყო, უკვე გვიანი იყო ამიტომ იომ ჩემებთან დარეკა და უთხრა რომ დღეს მასთან დავრჩებოდი. პრეტენზიაც არავის გამოუთქვამს რადგან მე და იო უკვე 10 წელიააა განუყრელ და-ძმად მოვიხსენიებით... მთელ ზაფხულს ერთად ვატარებთ და იმდენი გვაქვს ერთად გადატანილი რომ მაგარ ძმაკაცებს შეშურდებათ...
როგორც იქნა სახლი დავალაგეთ, ნუ რა თქმა უნდა მონაწილეობას იოც იღებდა, სწორედ ეს მიყვარდა მისი რომ, მნიშვნელობ აარ ჰქონდა ქალის საქმე იყო თუ კაცის, ყველაფერში მორჩილად მეხმარებოდა... დილით რა თქმა უნდა მე პირველმა გავიღვიძე და გადავწყვიტე ცოტა მემაიმუნა... ოთახში შევუვარდი და თავზე დავახტი... როგორც იქნა გამოფხიზლდა მძინარე პრინცი... იკადრა და ჩაცმა დაიწყო ... ქვემოთ ჩავედით და ჩემებური ხალისით დავიწყე გუშინდელი ამბების ფრქვევა... 
- აუ ნუცა თავი მტკივა და გაჩუმდი ცოტა ხანს...
- კარგი ხმას არ ვიღებ...
- ან საერთოდ რა გინდა რაა... წადი სახლში და ხვალ გნახავ...
შემოვბრუნდი და კარისკენ წავედი ისე რომ ხმაც არ ამომიღიაა... გულში კი ყველანაირად ვაგინებდი... უცებ გამოიქცა მომაბრუნა და ჩამეხუტა 
- გეხუმრე სულელო დაიჯერე აუ რა სულელი ხარ ჩემი სულელი 
ხელში ამიყვანა... დივანზე დამსვა და თვითონაც მომიჯდა. 
- ჩემო პრინცესა, მივდივარ იცი?
- რა? საად შე დეგენერატო და მე ამას ეხლა მეუბნებიი?
- შენ თუ მთხოვ დავრჩები... აი მართლა რაა... მიდი მთხოვე და...
- მე რა ნინიმ მთხოვოს რომ მითხრა კიდევ მესმის... (ნინი იოს შეყვარებული)
- ნინის გუშინ დავშორდი... 
- რააა? და მე ამას ეხლა მეუბნებიი??
- აბა სხვა დროს ვერ მოვახერხეე... გინდა რომ წავიდე?
- არა არ მინდა არ წახვიდე გთხოვ...
- ვაიმე ხალხო სასწაული, ნუციმ თქვა გთხოვო... ჰმმმ... აბა გაიმეორე როგორო??
- იო გეყოს რააა...
- კაი ლამაზოო... მოდი გაკოცო...
და სწორედ ამ დროს......
იომ მაკოცა ხალხო გესმით... ამას ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი... მაშინვე ფეხზე წამოვხტი და კარსკენ გავიქეცი... მთელი გზა ვტიროდი. არა რააა ღმერთო, ნუთუ შეიძლება ეს მე დამემართოს... ძმას ვეძახდი და თურმე ვინ ყოფილა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი ვინმე ასე უბრალოდ თუ მაკოცებდა და თან ვინ ჩემი იოოოო... ახლა სახლში ვერ მივიდოდი ამიტომ დაქალებს დავურეკე
- ნინი მიშველეე შენთან ამოვალ და მიდი ნათკას დაურეკე... 5 წუთში შენთან ვარ...
მივედი და ორივე მე მელოდებოდაა... გოგოებოო ......... მთეელი ჩემი ოცნებები დაიმსხვრა გესმით.... ისეთი რაღაც მოხდა ვერ წარმოიდგენდით...
- ნუც თქვი რა მოხდა რააა უკვე ვნერვიულობთ...
- იომ მაკოცაა...
- რაა?? (ნინი & ნათკა)
- ხო ასე მოვიდა და მაკოცა გესმით ეს რას ნიშნავს
- მოიცა ეგ როგორ არც მიყვარხარ უთქვამს არც რაიმე მსგავსი??? ასე ვირულად გეცა და გაკოცა
- არაფერი უთქვამს, უბრალოდ მაკოცა მაგრამ ვირულად არა...
- მაგ ბიჭმა სულ გაუბერა ხო?? 
- კაით რა არ დაიწყოთ ეხლა იოს ლანძღვა
- კარგი ხო... მოგვიყევი რა იგრძენი? მოგეწონა
- აუ ისე მეკითხებით ვითონ კოცნა არ იცით რა არის რააა...
- კი ვიცით მაგრამ საუკეთესო ძმაკაცი რომ გკოცნის და თან ტრუსიკის მაგ შემთხვევაში არ ვიცით...
აღარ მინდოდა მათი მოსმენა და წამოვეედი.. სახლში მივედი და მთელი 2 დღე გარეთ აღარ გამოვსულვარ. არც იოს შევხმიანებივარ... ყოველდღე მირეკავდა მაგრამ არ ვპასუხობდი. სახლში ყველა გავაფრთხილე რომ იო თუ მოვიდოდა არ ვიყავი. ეს რა თქმა უნდა ყველას გაუკვირდა მაგრამ იფიქრეს თვიტონ მოაგვარებენო ეტყობა რამზე იჩხუბესო და თავი დამანებეს...
რა თქმა უნდა ასე არ გაგრძელდებოდა და სკოლაში წასვალც მომიწევდა.... დილით უხალისოდ წამოვიზლაზნე მოვწესრიგდი და კიბეებს ჩავუყევი.. სადარბაზოსთან კი იო დამხვდა...
- ვიცოდი ოდესმე გამოხვიდოდი.
- მერე შენ რა
- ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ
- არ მინახავს თუ რეკავდი..
- ნუც გეყოს რაა... მაპატიე, ვიცი ცუდად მოვიქეცი. კაი რაა რა დაგემართა... დაგავიწყდა ჩვენი ერთად გატარებული დრო
- რომ მახსოვს ძმას როგორ გეძახდი იმიტომ ვერ გპატიობ...
- კარგი , გასაგებია... მოდი მაშინ მითხარი რომ წავიდე და საერთოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან და ვაფშედა საქართველოდანაც წავალ... ოღონდ იცოდე კარგად დაფიქრდი... 
მიჭირდა პასუხის გაცემა ვიცოდი თუ ვეტყოდი წაითქო მართლა წავიდოდა თანაც სამუდამოდ... მაგრამ ყველაფერი ჩემი სიჯიუტის და ამ სულელური თავმოყვარეობის ბრალია....
- წადი იო ასე ჯობს... ნახვამდის...
მიბრუნდა და წავიდა ისე რომ 1 სიტყვაც არ უთქვამს...
ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში... ამ დღეს არა მარტო მეგობარი არამედ ძმაც დავკარგე... მთელი დღეები ოთახში ვიჯექი და ვვტიროდი... ოთახიდან თუ გამოვიდოდი მაშინვე ძაღლივით ვიღრინებოდი... სწორედ ამის გამო მომივიდა დედაჩემთანაც ჩხუბი და ცხოვრებაში პირველად დამარტყა... ეს ვერ ავიტანე რათქმაუნდა და ჩემს ოთხაიშ გავიქეცი.. დავიწყე ჩემი ნივთების ჩალაგება მაგრამ სად მივდიოდი მეც არ ვიცოდი... უკვე საღამო იყო გარეთ რომ გამოვედი, აქეთ იქით დავბოდიალობდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ან სად წავსულიყავი... ნინის დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, ვიფიქრე ალბათ არ ესმის თქო და მასთან ავედი სახლში, კარებთან რომ მივედი ყვირილის ხმა შემომესმა როგორც ჩანს ისევ მისი მშობლები ჩხუბობდნენ... ნათკა კი ისედაც პატარა ბინაში ცხოვრობდა და შემრცხვა მისი კიდევ უფრო შევიწროვება... წასასვლელი კი არსად მქონდა. გადავწყვიტე ის ღამე ქუჩაში გამეტარებინდა და მეორე დღეს რამე მომეფიქრებინა... იქვე სკამი დავინახე მივედი და დავჯექი... დაახლოებით 1 საათი ვიჯექი, შემდეგ კი ვიღაც მომიჯდა გვერდით, ხმა არც მას ამოუღია და არც მე... ბოლოს სიწყნარე დაარღვია და მკითხა. 
- შენ ნუცი არ ხარ?
- კი, მერე რა
- რამე ხომ არ გიჭირს
- შენი აზრით რომ არ მიჭირდეს აქ ვიჯდებოდიი
- რა იყო სახლიდან გამოგაგდეს
- არა წამოვედი...
- და არ გგონია რომ ასეთი ლამაზი გოგონასთვის ღამე მარტო ჯდომა საშიშია
- მე არ მეშინია და საერთოდ რააა თავი დამანებე არც კი გიცნობ...
ადგა და ტელეფონ ამოიღო ჯიბიდან... 
- გიგა ვარ... ნუცა პარკშია, მარტო ზის და არ მელაპარაკება. 
ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე ღადაობსთქო მაგრამ სულ რაღაც 5 წუთში, ჩემთვის კარგად ნაცნობი მანქანა გაჩერდა ჩემს წინ... კარი გაიღო და ......
ჩემს წინ კარი გაიღო და მანქანიდან იო გადმოვიდა...
- შენებთან დავრეკე და მითხრეს არ ვიცით სად წავიდაო, ვეძებთ რამდენი ხანიაო და მეც შენი ძებნა დავიწყე... ნუც რა გემართება
- აუ ეგ შენი პრობლემა აღარ არის რააა... ეხლა რაგინდა გვერძე უნდა მომიჯდე და ერთად ვიტიროთი თუ კოცნით დამამშვიდებ
- კიდევ რამდენჯერ უნდა შემახსენო ადექი ჩემთან მივდივართ...
- მივდივართ არა, შენ მიდიხარ პატარავ... და ნაგლი მზერა შევაჩერე მის სახეზე...
- გეყოს რა ბავშვობა, კარაგდ გიცნობ და ვიცი გინდა ეხლა ჩემთან ერთად წამოსვლა, მაგრამ ისევ ეს თავმოყვარეობა ხო გეყოს ადექი მივდივართ....
მე რა თქმა უნდა ვითომ თავის დაფასება გავაგრძელე... იო მომიახლოვდა, ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წავიდა, მეც გავჩუმდი ვიცოდი აზრი მაინც არ ქონდა თან ისედაც იოს გარდა სხვაგან ვერ წავიდოდი... სახლში რომ მივედი მისაღებში იოს ჩემოდნები დავინახე, მივხვდი რომ წასასვლელად ემზადებოდა... არც შემიხედავს ისე ვკითხე:
- მიდიხარ?
- აბა რა აზრი აქვს ჩემს დარჩენას
- როდის
- დღეს ვაპირებდი მაგრამ რადგან შენ აქ ხარ დავრჩები რამდენიმე დღე და მერე შეგიძლია შენ აქ მარტომ იცხოვრო...
- მადლობთ...... დიდი ხნით არ ვაპირებ შენს გვერდით ყოფნას...
- ნუ ნერვიულობ ნუც საერთოდ ვერ იგრძნობ რომ ამ სახლში მეც ვარსებობ. არც კი დაგენახვები... შენ თუ სამზარეულოში შემოხვალ მე ჩემს ოთახში ვიქნები, შენ თუ მისაღებში იქნები მე სამზარეულოში... მოკლედ შენი სახლია და მარტო ხარ აქ...
აქ დავამთავრეთ და იო ავიდა საძინებელში... იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა, ერთმანეთი აღარ გვინახავს... მთელი დილა სამზარეულოში გავატარე, კარგი კულინარივით და სუნზე იო ჩამოვარდა...
- რას წვავ მშია........
- შენ ახლა საძინებელში უნდა იყო მგონი ხო
- კაარგი მაშინ მისაღებში ვარ და არ შემაწუხო რაა....
მთელი დღის დიალოგი ასეთი გვქონდა... 
შინაგანად ვიყავი განადგურებული, ვგრძნობდი როგორ არ მინდოდა იოს სადმე გაშვება. ვიცოდი ამ ყველაფერს მალე დავივიწყებდი მაგრამ , თავმოყვარეობა არ მაძლევვდა უფლებას ძველი ნუცი გავმხდარიყავი. ასე გრძელდებოდა 1 კვირა... 
იმ დღეს სახლში არ ვყოფლვარ როცა დავბრუნდი, მაგიდაზე წერილი დამხვდა და ზედ ეწერა: 
ოთახში ვარ და არ შემაწუხო, მარტო არ ვარ... უბრალოდ იოანე.... 
მისაღებში მიმოვიხედე და ქალის ჩანთა დავინახე, მაშინვე მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა... უხმოდ გავიხურე კარები და წავედი. იმ დღეს სახლში არ მივსულვარ, ჩემს დეიდაშვილთან დავრჩი არც დამირეკავს. იო მთელი ღამე მირეკავდა მაგრამ გადავწყვიტე ტელეფონი გამეთიშა, ასეც მოვიქეცი... არც მეორე დღეს მინახავს... ნუკის ვუთხარი ბარში წავიდეთთქო და ასეც მოვიქეცი... ასე ცხოვრებაში არ დავმთვრალვარ... უკვე ყველაფერი "მეკიდა"... როგორც იქნა სახლში მივბარბაცდი და პირველი რაც დავინახე ეს იყო იო ტელეფონით ხელში და შეშლილი სახით...
- ნუუუუცაააააააა,,,, ცოცხალი ხარი როგორ ვინერვიულეეე შენ არ იცი.. ასე აღარასოდეს მოიქცე გაიგე?
- მე უკვე დიდი ვარ და როგორ მოვიქცევი ჩემი საქმეა... ასე რომ ჩუ რა თავი მტკივა...
- მომისმინე ეხლა კარგად შენ სანამ ჩემს სახლში ცხოვრობ ვალდებული ხარ მითხრა სად და რას აკეთებ გასაგებიაი და შენ ხვალ დაგელაპარაკები....
- შენ არ დამიწერე არ შემაწუხოვო?? თუ სახლში დავრჩენილიყავი და შენი და ვიღაც ბოზის სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები მესმინა
- იეჭვიანე არაა?
- აუუუ ჩუუუ რააა... თავვს მატკიებ...
მერე არ მახსოვს რა მოხდა უბრალოდ გავითიშე... დილით თავი საშინლად მტკიოდა ძლივს ავდექი... სამზარეულოში ჩავფორთხდი რასაც ქვია და მაგიდაზე ბორჯომი დავინახე...
- ვიცოდი რომ ცუდად იქნებოდი და ამოგიტანე მაღაზიიდან.
- მადლობა...
- ნუც...
- ბატონოოოო
- არ მოგბეზრდა ამ ნაგლი გოგოს როლის თამაში?
- არ ვთამაშობ, ესეთი ვარ...
- არ შეგიძლია ერთი რაღაც მაპატიო მთელი ცხოვრება შეიძლება ერთ კოცნაზე მელაპარაკო მაპატიე გთხოვ. მეტი რა გავაკეთოი რამდენი ხანია ვითმენ შენს ასეთ საქციელს, ნუთუ ვერ ხვდები რომ არ მინდა გაწყენინო და ხმას არ ვიღებ. ვცდილობ ყველაფერი დაგითმო, არ აგყვე სიტყვებზე და საერთოდ არ დაგენახო... კარგი რა ნუცი... ჩემი პრინცესა აღარ გინდა იყო უკვე რამდენი ხანი გავიდა ერთხელაც არ ჩაგხუტებივარ და ერთხელ არ შეგხებივარ... შენ არ მოგენატრე არ გახსოვს ადრე როგორ ვიყავით ხოლმე
- მახსოვს ( ეს ვთქვი და ხმა აღარ ამომიღია)
_ მოდი ჩაგეხუტო ჩემო პატაარავ...
მოვიდა და ჩამეხუტა, თითქოს გული გამითბა ისევ ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც მედგა და შემეძლო მისი იმედი მქონოდა... ტირილი დავიწყე და უფრო მაგრად ჩავეხუტე... როგორც იტყვიან შევრიგდით... მაგრამ ვგრძნობდი ჩვენი ურთიერთობა ისეთი აღარ იყო. ადრე არ მერიდებოდა იოს ოთახსი შესვლა არც ჩახუტება არც კოცნაა. ახლა კი თითქოს შევიბოჭე, თავს იმას ვუმეორებდი გამუდმებით რომ ახლა თუ ჩავეხუტები სხვანაირად გაიგებსთქო....
ასე გავიდა 2 თვე წვალება წვალებაში რასაც ქვია.. თითქოს მე და იო ისევ დავახლოვდით, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს არ გამოპარვიათ ჩემი ასეთი ცვლილება. კითხვაზე რა გჭირს კი პასუხი მხოლოდ ერთი მქონდა "არაფერი"... 
მშენიერი დილა იყო რომ იტყვიან მხოლოდ ერთი მიფუჭებდა სკოლა.... ოხ როგორ ვერ ვიტანდი დილით ადრე ადგომას, თუმცა ყოველთვის კარგი ნიშნები მქონდა, უბრალოდ ფიზიკას ვერ ვიტანდი და რასაც ქვია თავს ვაკლავდი, რადგან მონიტორინგები გვეწყებოდა 2 კვირაში... ამ ხნის მანძილზე იო მანებივრებდა ყველანაირად, არაფერს მაკლებდა და მეც გადავწყვიტე იოსთვის მადლობა რამით გადამეხადა და ჩვენებური "ტუსოვკა" დავგეგმე, რომელიც უცებ უნდა მოგვარებულიყო... ყველა დავპატიჟე ვისაც ვიცნობდი იოს მეგობარს მოკლედ, დღე მშვენივრად მიდიოდა არაფერ გვეკლდა. უცებ ვიღაცამ ჩვენი მუსიკა ჩართო ეს ვინ იქნებოდაი რა თქმა უნდა იო... მუსიკა რომელიც ერთ დროს მე და იომ აღმოვაჩინეთ და ჩვენი "სულის ჰარმონია" შევარქვით...ეს იყო soundtrack ფლმიდან august rush...
როგორ მიყვარდა ეს სიმღერა, ვგიჟდებოდი... იომაც არ დააყოვნა და საცეკვაოდ გამიწვია... დამავიწყდა მეთქვა რომ მე და იო 3 წელი ერთად დავდიოდით ლათინო ამერიკულ ცეკვებზე ასე რომ კარგად ვცეკვავდით... ჩვენთვის საცეკვაო ადგილი მალე განთავისუფლდა და ჩვენც ჩვენებურად "შევუბერეთ"... არასდროს მიტყდებოდა იოს შეხება ამიტომ დადმული გვქონდა ცეკვა რომელშიც მთელი სული და გული ჩავაქსოვედ ერთ დროს... უცებ იომ მითხრა...
ნუც ჩვენი ცეკვა... 
მეც ძველებური ხალისით გავიწიე მისკენ და ცეკვა დავიწყეთ... მგონი ასე მთელი გრძნობით არასოდე გვიცეკვია... მაშინ მივხვდი რომ ეს უბრალო მეგობრობა აღარ იყო... და ცეკვის ბოლოს როდესაც იო ჩემთან ძალიან ახლოს იყო ვაკოცე... (ეს მე თავად მე გამოვიჩინე ინიციატივაიოსთვის იმიტომ არ მიკოცნია რომ შემიყვარდა ან რაიმე მსგავსი, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვგრძნობდი იოს ვკარგავდი, ჩვენი ურთიერთობა ისეთი აღარასდორს იქნებოდა, როგორც ადრე მე მას როგორც ძმას ისე ვეღარასოდეს შევხედავდი და ვერც ის შემომხედავდა ისე როგორც ადრე... 
იო გაოცებული მიყურებდა ვერ ხვდებოდა ეს რატომ გავაკეთე, ვერც მე გავაცნობიერე ის რომ ჩვენს ირგვლივ ხალხი იყო, უცებ ყველამ ერთხმად დაიწყო ყვირილი... 
- გილოცაავთ...
- აუ არ უნდა გეთქვათ შეყვარებულები რომ იყავით
- ამას ვერ წარმოვიდგენდი...
- ნუუც შენ და იო ვააა არ ველოდი...
ამ ყველაფრისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ოთახში შევედი, რამდენიმე წუთში იოც შემოვიდა და დაიწყო
- ნუცი შენი დაკარგავა არ მინდა გესმის ჩემი?
- ვიცი იო, არც მე მინდა და სწორედ (აღარ დამამათავრებინა)
- ამიტომ მაკოცე ხო ვიცი რომ როგორც ბიჭი ისე არ ხარ ჩემით დაინტერესებული. არაუშავს ნუც, ეს კოცნა უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, იმისთვის რომ ვცადოთ ურთიერთობა... კარგად იცი როგორც მიყვარხარ და ეს ასე რომ არ იყოს ხვალლვე წავიდოდი საქართველოდან, ერთადერთი ხარ ვის გამოც აქ ვრჩები...
- რაღაცას მიმალავ და არ ვიცი მე ხო
- ხოო..
- რა ხდება მითხარი, რატომ გინდა წასვლა
- ფული მჭირდება, ძალიან ბევრი ფული სულ დედაჩემი მიგზავნის მაგრამ ეს აღარ არის საკმარისი უფრო ბევრი მჭირდება...
- რაში გჭირდებაი ადრე ეს არასოდეს გითქვამს, ფული ხომ არასოდეს გაინტერესებდა იო რა შეიცვალა მითხარი...
- არ მინდა ეს დღე გაგიფუჭო, მოდი ჩავიდეთ დაბლა ასე ჯობს...
- იოო....
- ბატონო.....
- აქ დღეს დავამთავრეთ საუბარი მაგრამ ამ თემას დავუბრუნდებით...
- ვიცი ნუცი ვიცი რომ ასე არ დამანებებ თავს, კარად გიცნობ პრინცეს...
მოვიდა და ჩამეხუტა მეც ხმა აღარ ამომიღია, უფრო მაგრად შემოვხვიე ხელები... ისევ სტუმრებთან ჩავედით, ჩვენს გამოჩენას დიდი ოვაცია მოყვა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა თუმცა ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა, ყველა კითხვას უპასუხოდ ვტოვებდი, თავში მხოლოდ ერთი მიტრიალებდა. ფული რომელიც იოს ჭირდებოდა, მაგრამ რაში არ ვიცოდი... როგორც იქნა ყველა წავიდა და მარტო დავრჩი, მთელი ღამე არ მიძინია ჩემს თავს ათას კითხვას ვუსვამდი, თუმცა პასუხს ვერ ვპოულობდი, კარგი არაფერი მიფიქრია ჯერ მეგონა თავანი ჰქონდა, თუმცა გამახსენდა რომ ერთხელ იომ დამიფიცა არასოდეს ვითამაშებ რამეს ფულზეო, მერე ვიფიქრე ნარკოტიკს ხომ არ იკეთებსთქო, თუმცა ესეც მალე გადავიფიქრე, რადგან იო არასოდეს მინახავს მსგავს მდგომარეობაში, ბოლოს კი ნიკუშა გამახსენდა, ჩვენი ნიკუშა... (ნიკუშა იოს ძმაკაცის შვილი იყო, რომელიც ძალიან ცუდად იყო...)
მივხვდი რაშიც ჭირდებოდა იოს ფული, ნიკუშა ხომ მისთვის ყველაფერი იყო არამარტო ნათლული, იოს იგი შვილივით უყვარდა... მაშინვე გავიქეცი ოთახის კარი შევაღე და იოს მაგრად ჩავეხუტე, გაოცებული იდგა და მიყურებდა... 
- ნუც რა იყო
- ვიცი ფული რაშიც გჭირდება
- ხოოი საიდან
- მივხვდი
- ესეიგი იმასაც მიხვდებოდი რომ ძალიან ბევრი ფული გვჭირდება...
მე და იო ერთმანეთს შევპირდით რომ ყველაფერს გავაკეთებდით რათა ნიკუშა გადარჩენილიყო... ის ღამე მე და იომ ერთად გავატარეთ, წუთითაც არ გვძინებია, ვსაუბრობდით დაუსრულებლად და ყველაფერზე... იმაზე თუ რატომ შევუყვარდი, რატომ აქამდე არ მითხრა და სხვა... იოს პასუხი კი ჩემს კითხვებზე მხოლოდ ერთი იყო
- შენ ერთადერთი ხარ, ვინც ყოველთვის მიგებდა, ჩემსავით გიჟი და სულელი ხარ. რამდენი გოგო არ მყოლია მაგრამ ის რაც შენში დავინახე სხვისთვის არასოდეს შემიმჩნევია...
მოკლედ მეორე დღესვე მე და იომ ფულის შოვნაზე დავიწყეთ ფიქრი... სწორედ მაშინ დავურეკე ჩემებს პირველად და ფული ვთხოვე, იომაც იშოვა რაღაც თანხა და იმ დღესვე გიორგის მივუტანეთ (გიორგი- ნიკუშას მამა)...
დრო ასე გადიოდა და იოს დაბადების დღეც მოახლოვდა... გადავწყვიტეთ წვეულება მოგვეწყო ოღონდ მხოლოდ ახლო მეგობრების წრეში, ასეც მოვიქეცით მაგრამ, რატომღაც სტუმართა სიაში ისეთი გოგონები მოხვდნენ რომლებიც მე არასდროს მომწონდა, არაფერი მითქვამს, რადგან ეს დღე იოსი იყო, თუმცა დღეს მშვიდად არ ჩაუვლია... ჩვენს საყვარელ მუსიკაზე ნინი (იოს ყოფილი) იოსთან მოვიდა და საცეკვაოდ წაიყვანა... იოც ბედნიერი სახით გაყვა... იმ წუთებში არ ვიც რა ვიგრძენი ალბათ ეს ეჭვიანობა იყო, მაშინ მივხვდი რომ იოს დაკარგვის მართლა შემეშნდა, რადგან მას გოგოები მოსვენებას არ აძლევდნენ... ცინიკური მზერა მოვიშორე სახიდან და გარეთ გავედი, ისე რომ არავინ გამიფრთხილებია, ქუჩას ნელა ჩავუყევი, თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი...
გავაცნობიერე რომ იო მართლა შემიყვარდა ალბათ გაუხარდებოდა კიდეც მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა, რაც გულს მიკლავდა მაგრამ ჩემი ბრალი იყო მისთვის არ მითქვამს რომ მიყვარდა, თუმცა არც მას ვამართლებდი, რადგან სიყვარული მაშინ არის ძლიერი როცა, რთულად მისაღწევია...


კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 900 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]