მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » – იციი....მე გიპოვნი შენ ! ))
22:19
– იციი....მე გიპოვნი შენ ! ))

იცი..
მე გიპოვნი შენ..
რაც არ უნდა შორს იყო.. მოგძებნი და ჩემთან წამოგიყვან..
უსასრულობაში ჩემთვის იქნები ერთადერთი წერტილი რომელიც უზომოდ მეყვარება..
სიბნელეში იმედი.. მწუხარებაში ნუგეში..
არასდროს დაგტოვებ მეც მარტოს..
ჩემთვის ცისარტყელა იქნები, მიმზიდველი, ლამაზი, უსასრულო, ამოუცნობელი..
მეყვარები როგორც მერცხალი გაზაფხულის მახარობელი.. როგორც ია, სიცოცხლის განმაახლებელი... როგორც სანთელი ჩემი ვედრების მანათობელი..
შეგიყვარებ ერთადერთ მაცოცხლებელ ძალად, როგორც მალამოს სნეული შეიყვარებდა..
იცი.. მე აუცილებლად გიპოვნი და მეყვარები მარად..
გავა დიდი დრო.. ეს წაბლისფერი თმა გაჭაღარავდება, ლამზი სახის კანი დაჭკნება, აღარც მიმზიდველი ღიმილი მექნება და ალბად ეს ნაჩვრეტებიც ლოყებზე გამიქრება ასე რომ მოსწონს ყველას..
მაგრამ მაინც მეყვარები..
შენც სიყვარულით სავსე თვალებით ჩამკიდებ ხელს.. და წლების მერე მიმაცილებ სიცოცხლის ბოლო დღემდე..
მე კი იქ, სხვა სამყაროში, სადაც ნათელი სა სიკეთის სხივებია, დაგელოდები
იმიტომ რომ სიცოცხლეზე მეტად მეყვარები მუდამ..
გპირდები საყვარელო..
გპირდები რომ.. აუცილებლად გიპოვნი..
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 699 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]