მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 30 » ისე შეუყვარდა არც იცნობდა[2]
22:41
ისე შეუყვარდა არც იცნობდა[2]
image
-მარ დროზე თორე მასწთან დაგვაგვიანდება და დიდხანს დაგვტოვებს ისედაც 10ზე მოვდივართ იქედან.
-წავედით.
-ვაუ საყვარელო რა კარგად გამოიყურები ბიჭი რო ვიყო შენ ფეხებთან ვეგდებოდი.-გაოცებისგან გაკვირვებული უყურებდა ნინი.
-ნი ეხლა თამაშის დრო არ არის ჩვეულებრივარ გამოვიყურები.ისევ ისე მაცვია როგორც ადრე.
-არა მართლა ძალიან საყვარლად გამოიყურები.-ნინი მარისთან მივიდა გადაეხვია და აკოცა.
-მადლობ ნი.-ძალიან ესიამოვნა ნინის სიტყვები და მანაც აკოცა.
მაგრამ მარი თავისთავს ყველაზე კრიტიკულად აფასებდა. 
-შენ არ იძახდი გვაგვიანდებაო წამო დროზე ტორე მობინდდა უკვე.
-მოვდივარ დაჩის ვწერ.
-სულ ტელეზე ჩამოკიდებული როგორ უნდა იყო.-გულიანად გაიცინა მარიმ.
-დავინახავ შენ როგორ იქნები.
მასწავლებლის სახლს მიუახლოვდნენ.სადარბაზოსთან ახლოს ორი ბიჭი იდგა და რაგაცაზე საუბრობდნენ.გოგოების თანდათან უახლოვდებოდნენ და ბიჭების ხმა უპრო ისმოდა."ღმერთო ეს ხმა.ოგონდ აქ და ახლა არა".-აღარ იცოდა მარის სად წასულიყო.გული სულ უფრო ეჭიმებოდა.
-კი მაგრამ ამათ აქ რა უნდათ.-ხმამაღლა გაიფიქრა.
-ვის?-გაოცებული იყურებოდა ნინი
-ვის და ნიკას და გიორგის. 
-ალბათ აქ ახლოს ცხოვრობენ.-ბიჭებმა შეამჩნიეს ნინი და მარი.ყრუდ გადაულაპარაკეს ერთმანეთს რაგაცა. 
-ვაა.. თქვენ აქ რა გინდათ?.-გიორგიმ იკითხა ამასობაში კი ნიკამ ნინი გადაკოცნა ნინიმ კი გიორგი.მარიმ და გიორგიმაც გადაკოცნეს ერთმანეთი,მაგრამ მარის და ნიკას ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ.
-მასავლებელთან დავდივართ ამ კორპუში. და თქვენ რას აკეთებთ აქ?-ეშმაკური ღიმილით კითხა ნინიმ.მარის ტელეზე sms მოუვიდა და კითხულობდა
-ჩვენ ძმაკაცს ველოდებით.-ნიკამ უპასუხა და მარისკენ გააპარა თვალი.ამ დროს მარი მართლაც რომ ძალიან საყვარელი იყო კითხვისას კი ღიმილი დათამაშებდა სახეზე.
-კარგი წავედით ჭორაობის დრო არ არის.კარგად გიო.ნიკას კი ცინიკურად შეღიმა მარიმ.
-კარგი.ნახვამდის.
სადარბაზოში შესვლისას მარი თავისთვის მაგრამ ოდნამ ხმამაღლა ჩაილაპარაკა „იდიოტი" .
-ვინ?ტელეფონს შეეშვა ნინი და მარის მიაშტერდა.
-არავინ.
-შეგეშვები თორე ვატყობ ტორნადო გადამივლის.
-მაპატიე უხეშად გამომივიდა ნათქვამი 
-არა უშავს.კარგი დღე ნაღდად არ გქონია. 
მასწავლებლიდან წამოსვლისას სულ ამ შეხვედრაზე პიქრობდა გულში იდიოტს ყვიროდა.
დღე-დღეს მიყვებოდა.ნიკა და მარი ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ
ნინი კი ორ ცეცხლ შუაში იდგა.
ერთ საღამოს ნინი მარისთან დარჩა.ბევრი იმხიარულეს.დაწოლისას კი მარი ნინის გამოუტყდა რო მართაც ძალინ შეუყვარდა ნიკა.
-მაგას მე უკვე დიდიხანია მივხვდი.მართლა ძალიან გიყვარს?
-კი.როგორ აგიხსნა?ისე რო გულში აგარ მეტევა ეს სიყვარული მაგრამ ვერ ვყვირი.სადაც არ უნდა გავიხედო მეჩვენება მისი სახე,თვალებს რომ ვხუჭავ წარმომიდგება თითქოს მიდის ბრუნდება და მიღიმის იცი გიმილი როგორ უხდება?-და ჩაეღიმა მარის.-აი ეხლაც რო ვხუჩავ თვალს ეხლაც კი ვხედავ.
-აუუ რა მაგარია,მაგრამ ცოტა მაშინებ.-და გადაიხარხარა.
-ჩუ რა გაცინებს გააღვიძებ ჩემებს.
-კარგი კარგი ჩუმად ვარ.
უცნაური რამ ხდებოდა ნიკა მარისთან სახლში მოვიდა.
-პირველივე დღიდან ვიცოდი რო გიყვარდი.
-შენ როგორ გაიგე პირველივე დღეს როცა მე თვითონ ცოტახნის წინ მივხდი მაგას.
-მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს.იცი მეც მიყვარხარ?
-და მერე რა?
-რა რა?-გაოგნებული უყურებდა მარის.
-მეც მიყვარხარ მაგრამ არ მინდა შენთან ურთიერთობა,არანაირი სურვილი არ მაქვს.-მარი იმ ყველა ცივი მზერისთვის უხდიდა სამაგიეროს მიუხედავად იმისა როთვითონ გული თკიოდა,ნიკას სახეზე კი ტანჯვას ხედავდა.
-მარი გაიღვიძე ჩაგვეძინა და სკოლაში ვაგვიანებთ.
-ოო ღმერთო არა სიზმარი ყოფილა.
-რა მოხდა არაფერი სიზმარი ვნახე და სიმართლე მეგონა.კიდევ 5 წუთი გავაგრძელებ ძილს რაა.
-არა რა 5წუთი დედაშენი საუზმეს გვიმზადებს ადე თორე დავაგვიანებთ.
-აუ შენ ხო კაცს სიცოცხლეს არ დააცდი რაა.
გოგოებმა სწრაფად მიირთვეს სადილი და სკოლაში გაიქცნენ.საკლასო ოთახში შესვლისას ნიკა იქ დახდათ პირველად მოხდა პირველივე გაკვეთილზე დაუგვიანებლად რო მოვიდა.
-გამაჯობათ- ერთხმად თქვეს გოგოებმა.
ნინი როგორც ყოველთვის ნიკასთან მივიდა ჭუკჭუკებდნენ მარი კი ანასთან და თეონასთან.ნიკა ხანდახან თვალს აპარებდა მარისკენ.ის კი ვერ ხვდებოდა რატომ.
საღამოს ლიზიმ მარის დაურეკა ცოტა ელაქლაქა თავის ახალ ლოვეზე.მერე კი უთხრა.
-მარი ნინიმ მითხრა რო დღეს ნიკას შეხვდა პარქში შემთხვევით და ილაპარაკეს.შენზე უთხრა რო რო გიყვარს,ისიც უთხრა როგორ ხედავ მას როცა თვალებს ხუჭავ.და იცი მან რა უპასუხა?-ამ დროს ნინი კარებში შემოვიდა.
-რაა?-ძლივს უთხრა
-დედამიწაზე მარტო მარი რომ დარჩეს არ შემოგხედავ,ისეთი მახინჯიაო.
ტელეფონო გაუვარდა მარის და ჩაიკეცა შოკში იყო და არ იცოდა რა ეთქვა.
-რა მოხდა მარი?
-მე მეკითხები რა მოხდა?-ცინიკურად ჩაიღიმა-გეყოფა.მითხარი სად იყავი დღეს?
-მასწავლებელი რო მქონდა დაგავიწყდა?
-ნიკას რატო შეხვდი?
-არ შევხედრილვარ.შემთხვევით მივდიოდი და შევხვდი,მერე დამელაპარაკა.
-რატომ უთხარი ჩემზე.
-მე არ მითქვამს არაფერი თვითონ მითხრა რომ ყველაფერი იცოდა და დამალვას რა აზრი ქონდა კაი,ის რაგაზე უთხარი რო ვხედავ სულ გააფრინე შეენ.
-ლიზიმ გითხრა ხო?
-ხო და კიდე მითხრა მისი სიტყვები -დედამიწაზე მარტო მარი რომ დარჩეს არ შემოგხედავ,ისეთი მახინჯიაო.
-ეგრე გითხრა-ნინის გაეცინა - რატო გამჭრა ყელი ლიზიმ.
-მარტო მინდა ყოფნა გთხოვ წადი
ნინი ოთახიდან გამოვიდა მარი კი მარტო დარჩა და მწარედ ატირდა სულ ნიკას ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა თავში.არადა მარი მართლაც რომ ლამაზი იყო.ოდნავ მსუქანი,თუმცა მსუქანიც არ ითქმის.თავისითავი არასდროს მოწონდა.ყოველთვის ფიქრობდა რო ნინი მას ჯობდა.აი ეხლაც იგივეს ფიქრობდა.
რა ძნელია შეყვარებული ადამიანის ხვედრი.ოხ ეხლა როგორ მინდა ვიტირო გულიდან ეს დარდიჩამოვიხსნა მაგრამ ვერ ვტირი.სულ ვიძახდი რო სისულეიყო ბიჭის გამო ტირი და სულელებად ვთვლიდი მათ ვინც ტიროდა ბიჭის გამო.ხოდა ეხლა ჩემი სიამაყე არ მაძლევს უფლებას ცრემლით დავინამო სახე.შინაგანად ვტირი მაგრამ გარეგნულად არ მეტყობა.ოხ როგორ მეძნელება ეხლა სკოლაში წასვლა.შეიძლება თავი ვერ შევიკავო და რამე ვუთხრა.
-მარი გაიგვიძე სკოლაში წასვლის დროა.
-დედა მღვიძავს უკვე და გამოვალ მალე.
სწრაფად წამოვხტი ლოგინიდან ჩავიცვი და გარეთ გავარდი.
-ისაუზმე ისე ნუ მიდიხაარ
-არ მინდა დე..წავედი
გარეთ გასვლისას დედას ვაკოცე და სკოლის გზას დავადექი.სკოლაში მისვლისას შევნიშნე რო სკოლის გარეთ იდგნენ ნიკა,გიო და რამდენიმე ბიჭი ყურადღება არც მიმიქცევია.ისე შევარდი სკოლაში.
-გამარჯობა მარ.-მომესმა ნინის ხმა 
-გაგიმარჯოს ნინი-და ჩემს ადგილზე დავჯექი.მალე კი ისინიც შემოვიდნენ.
ზიზგნარევი სახე ვესროლე ნიკას და თითქოს შემამჩნია.გაკვეთილებზე ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და ბრაზი უფრო მემატებოდა.
-მარი რა გჭირს-ანის ხმა მომესმა
-მერე გეტყვი კარგი?
-არა პრობლემა-და ლოყაზე მაკოცა რათქმა უნდა მეეც მართლა ძალიან საყვარელი და თბილი ავშვები იყვნენ ეგეც და თეონაც.ორევეს ჩემს მეგობრებად ვთვლიდი და შეიძლება დაქალობაშიც გადაზრდილიყო.ამ სამ თვეში ძალიან დავუახლოვდი ამ კლასის სამ გოგოს.მესამე თამთა იყო.მართლაც რომ განსხვავდებოდნენ სხვა ბავშვებისგან ამ კლასში.ბიჭებთანაც არ მქონია ცუდი ურთიერთობა პირიქით მაგრამ მაინც არ ვიყავი ახალ კლასთან ისეთი როგორც სინამდვილეში ვარ.ნიკას თითქოს არ სიამოვნებდა რო სხვა ბიჭებთან კარგი ურთიერთობა.რამდენჯერმე შევამჩნიე როგორ მიყურებდა დაბღვერილი თვალებით და მეც იგივე მზერა ვესროლე და სახე მიაბრუნა და ნინის დაუწყო ლაპარაკი და სიცილი ატეხეს.ოხ როგორ მინდოდა მიმეხრჩო.ჩემი სკოლაში ყოფნა მშვიდობიანა დამთავრდა.გზაში ანის ყველაფერი მოვუყევი.ის კი მარწმუნებდა რო ნიკა მაგას არ იტყოდა კარგად ვიცნობ მეხუთე კლასიდან ერთად ვსწავლობთ და არ იტყოდაო.მე არ მჯეროდა,მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მინდოდა მართალი ყოფილიყო ანა.
ნინის არ „გავებუტე" პატარა ხომ არ ვიყავი მაგრამ ხვდებოდა რო მწყინდა ის რაც გააკეთა უბრალოსდ ერთმანეთს ოდნავ დავშორდით ჩემთან აღარ ამიდიოდა.მასწავლებლებსაც აცდენდა ხანდახან.ბევჯერ მითქვამს რომ არ დავკარგავდი დაქალს ბიჭის გულისთვის,ნინისთვისაც მქონდა ეს ნათქვამი და არ ვაპირებდი მეგობრის დაკარგვას ნიკას გულისთვის მაგრამ ნინი თვითონ ჩამომშორდა და აღარც მე მითქვამს მისთვის რამე.
ამ დროს კი მეგონა რომ ნიკა ყველაზე მეტად მძულდა,მაგრამ თან ყველაზე მეტად მიიყვარდა.პირველი სემესტრიც დამთავრდა.საახალწლო არდადეგები იყო და მიხაროდა რო არ ვნახავდი იქნებ უფრო დამევიწყებინა და ჩემს თავს ვარწმუნებდი რომ მძულდა ნიკა.
უკვე დარწმენებული ვიყავი რო მძულდა.საახალწლო არდადეგებიც დამთავრდა.სკლაში წასვლის ჯერიც დადგა მართლაც რო ძალიან მომენატრნენ.დილით ადრე ავდექი და გავეში სკოლისკენ.ნინის ათაში ერთხდელ თუ შევხვდებოდი და ჩვეულებრივად ვხვდებოდი,არაფერს არ ვეუბნებოდი ნიკასთღან დაკავშირებით.
სკოლასთან თხუთმეთ წუთში აგმოვჩნდი.კლასში შევედი და დიდიხნის მონატრებული ბავშვები დავკოცნე.ნიკა კლასში არ იყო.მეორე გაკვეთილზე მოვიდა როგორც ადრე.ქართულის გაკვეთილი გვქონდა.შემოვიდა და ზედაც არ შემიხედავს მაგრამ ვიგრძენი რო მაინც არ მძულდა და ჩემს თავზე საშინლად გავბრაზდი.მტელი დღე ისე გავიდა რო ერთმანეთს არც კი მივსალმებივართ.ეს სემესტრი იმით იყო კარგი რო აღარ ვიყავი ისეთი მორცხვად როგორც აქამდე და ბავშვებს უკვირდათ ესეთი მხირულკი რომ ვიყავი ამით ყველას მოწონება დავიმსახურე.თითქოს მმოწონდათ ჩემი ნამდვილი სახე.მე კი ფეხებზე მკიდა ხანდახან ნიკას კლასში ყოფნა და სულ არ ვერიდებოდა მის თვალწინ სიგიჯეების კეთებას ვხალისობდი და მეკიდა თუ რას იტყოდა ჩემზე მაგრამ მაინც ჩემ გულში იჯდა და გამოსვლას არ აპირებდა.
ნინისთან ისევ კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა,მაგრამ ნიკაზე არ ლაპარაკობდი თვითონ კი სულ მასზე მელაპარაკებოდა თითქოს უნდოდა დაედგინა მართა აღარ მქონდა გრძნობა ნიკას მიმართ თუ ვიტყუებოდი.
დილით სკოლაში ერთად მოვდიოდით.სკოლას ვუახლოვდებოდით ზარი რომ დაირეკა ჩვენმა კლსელმა ნინომ გადაგვასწრო და გაკვეთილზე შევიდა.ჩვენც უკან მივყევით მე და ნინი სხვადასხვა ადგილებზე დავჯექით სადაც ადგილი ვნახეთ.თამთამ მითხრა რომ როდესაც ნინო შემოვიდა მასწავლებელს უთხრა რო ნინი და მარი მოდიან და არ დაუწეროთ არაო.
-მერე?-მაინტერესებდა რას მეტყოდა
-მერე ის რონ ნიკა იკითხა მარი ვინ არისო ნინომ კი დიდისამბით აუხსნა გეგონება მართლა არ იცადა ვინ იყავი.ოხ ამ წუთას ბრაზისაგან ალბათ ჭარხალივით წითელი ვიყავი.თან ჩემს გვერთ მაგიდაზე იჯდა.
-ამ ჩანთით თავს რო გავუხეთქავ მერე ხომ ვეცოდინები.-ეს ვთქვი და ბრაზ მოკიდებულმა შევხედე იმანაც შემომხედა მაგრამ მალე თვალი ამაცილა.
მეორე დილით მე და თამთა სკოლაში ადრე მივედით და კლასში ვიჯექით თან ვჭორაობდით.ამ დროს კარი გაიღო და ნიკა შემოვიდა 
-გამარჯობა-თქვა ნიკამ მაგრამ ვიცოდი რომ ჩემთვის არ უთქვამს და ხმაც არ ამომიგია თამთამ კი უთხრა გამარჯობა.თან ისტორიის წიგნი მეკავა და ვკითხულობდი.მერე მე და თამთამ სხვა რაღაცაზე დავიწყეთ ლაპარაკი.მობრუნდა აშკარად მე მიყურებდა.
-ისტორიაში რა გვაქვს გაკვეთილი?-ეს კითხვაც ჩემი მიმართულებით იყო დასმული მაგრამ ხმა არ ამომიღია თამთამ უპასუხა.
-წიგნი მათხოვეთ.-ამ დროსაც მე შემომხედა არც მიმიქცევია ყურადგება ვითომ ვერც ვამჩნევდი.
-აიგე-თამთამ წიგნი გამომართვა და მისცა.
-მადლობა.-ცოტა ხანი იკითხა,ყოველშემთხვევაში უიყურა წიგნში.
წიგნი მოგვაწოდა წამოდგა და გარეთ გავიდა და სიცილს ძლივს ვიკავებდი და გავიდა თუარა ეგრევე ავტეხეტ ხარხარი.სიცილისგან მუცელი ამტკივდა მაგრამ მე მომეწონა ზედმეტად რომ იგრძნო თავი.იმ დგეს კარგ ხასიათზე ვიყავი და ძალიან კმაყოფილი ჩემი თავით.
აღდგომის დასვენებამაც ჩაიარა.სკოლის დამთავრება ახლოვდებოდა და სულ უფრო ვნერვიულობდი გამოცდებზე.ყოველ დგე რაღაც უნდა მომხდარიყო.კლასელს დაბადების დღე ქონდა და მთელი კლასი დაგვპატიჟა.რათქმა უნდა წავედი არადა სულ არ მინდოდა ანამ წამათრია ძალით.
-წამოდი ნიკაც იქ იქნება
-ხოდა მითუმეტეს ეგ იდიოტი სადაც არის იქ მე არ მინდა.
-კარგი ნუ ბავშვობ პირიქით სულ თვალწინ უნდა იტრიალო თან ყურადგება არც უნდა მიაქციო.
-ვერ გადაგაფიქრებინებხო?მაინც წამათრევ კაი წამო სახლში ამომყევი გაკვეთილების მერე გამოვიცვლი და წავიდეთ.
-მიყვარხარ მაარ.ვიცოდი რო დაგითანხმებდი.
გაკვეთილზე ნიკას ხმა მომესმა;
-მოდიხაარ?
ყურადგება არ მიმიქცევია.არ მეგონა მე თუ მეკითხებოდა.
-მოდიხაარ?-და ამ დროს ანამ ხელი მკრა
-რა გინდა ანა?
-რო გეკითხებიან პასუხი გაეცი-თვალი ჩამიკრა ანამ.
-ვის ვუპასუხო?
-მოდიხაარ?
-სად?
-დაბადების დღეში?
-არ ვიცი.ვნახოთ.-არ მითქვამს რომ მივდიოდი არადა უკვე გადაწყვეტილი მქონდა წასვლა.ეს იყო ჩვენი პირველი საუბარი.:D
მე და ანა ჩემთან ავედით სახლში უცებ გამოვიცვალე ფული ავიგე და წამოვედით.წამოსვლისას დედამ შემახსენა რომ მალე მოვსულიყავი.
რომ დამინახა დაბადების დღეზე რო მივდიოდი გოცებული მიყურებდა. 
სუფრაზე ჩემს გვერდით ზურა იჯდა და თელი სუფრის განმავლობაში მელლაპარაკებოდა.აშკარად არ სიამოვნებდა და დაბღვერილი მიყურებდა.მცდილობდი მაგარ ხასიათზე ვყოფილიყავი ნიკას ჯინაზე.
თერთმეტამდე ვიყავით მე და ანა და წამოსვლის წინ გიომ გამოგვაცილა ცოტაზე.
სახლში მოვედი ლოგინზე დავეგდე და ავტირდი აქ ხომ აღარავისთვის მჭირდებოდა თავის მოჩვენება.აღარ მჭირდებოდა მაგარი გოგოს როლის თამაში.
ნინი სულ მსაყვედურობდა რო მასთან არ მივდიოდი რადგან შაბათი იყო წავედი.მე და ნინის ისევ კარგი ურთიერთობა გვქონდა.
-მაარ მაპატიე გთხოვ არ უნდა მეთქვა არაფერი ნიკასთვის.
-კარგი რაც იყო იყო.აზრი აღარ აქვს უკვე იცის.
-მე მეგონა რომ გაიგებდა რო გიყვარდა ყურადგემას მოგაგცევდედა და ერთად იქნებოდით.ძალიან მინდოდა რომ ერთად ყოფილიყავით.მაარ იცი რა მიტხრა როცა შენზე ვუთხარი ყველაფერი თუ როგორ გიყვარს,როგორ შეგიძლიან წარმოიდგინო ყველაფერი ვუთხარი თავი ჩაღუნა და მითხრა „აუ მაგ გოგოს რა მაგარი სიყვარული შეძლებია"
-კარგი ნი ვიცი კარგი გინდოდა მოდი დავივიწყოთ ეგ ყველაფერი.კარგი?
-კარგი.-და ერთმანეთ ჩავეხუტეთ.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 713 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
დაამატა :
ALLLOVE.TK  


უპასუხე
auu sul esaa ? kiidevv dadeett gagrdzelebba ra :X

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]