მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 6 » ისე, რაა სიცოცხლე?
13:30
ისე, რაა სიცოცხლე?
ფოტოკრებული
ისე, რაა სიცოცხლე? საუკუნო სატანჯველი ადამიანებისთვის, რომლის ერთადერთი დასასრული სიკვდილია. და რაა სიკვდილი? ესეც ერთი მარადიული კითხვა. რა იქნებოდა სიცოცხლე სიკვდილის გარეშე? უბრალოდ იგივე, რაც კალამი – მელნის, სიმართლე – სიცრუის, ეკლესია – ხატების და წიგნი – ფურცლების გარეშე. უკვე თითქმის აღარაფრის მეშინია. რაღა უნდა მომიიდეს?! იმდენი ისტორია მაქვს, ძალიან ბევრი. თქვენ არ იცით რად მიჯდება ერთი გაღიმება, რამხელა ძალისხმევა სჭირდება. ხანდახან არც შემიძლია, მაგრამ აუცილებელია.

ამბობენ ადამიანის თვალები ყველაფერს ამბობენო, გიყვებისნ მისი ცხოვრების მტკივნეულ ადგილებზეო. ამის უკვე აღარ მჯერა. ალბათ კარგი მსახიობი ვარ, რადგან ვერ ამჩნევენ რა ხდება ჩემს გულში. გული ხანდახან იმდენად მიცემს, იმდენად მძიმეა, ისეთი სწრაფია, რომ მინდება მკერდიდან ამოვიგლიჯო და სადმე მოვისროლოლ, მაგრამ როდესაც ვფიქრობ, რომ მე შეიძლება კარგი რამ მელოდებოდეს მომავალში, ვჩერდები. მე რომ არ ვყოფილიყავი დედამიწაც ხომ უფრო ადვილად იტრიალებდა, შეიძლება ბევრი უფრო ბედნიერიც ყოფილიყო, მაგრამ როცა იცი, რომ ერთი სიცოცხლე უფრო ადვილი იყო, თუნდაცერთი ადამიანისთვის, იმიტომ, რომ შენ იცოცხლე, აი, ამას ჰქვია წარმატება. არაა მთავარი, რომ შენი სახელი იცოდნენ, მთავარია შენი საქმე იცოდნენ.



მიჭირს, ძალიან მიჭირს… ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, ძალიან ბევრს… ადამიანიც ხომ ერთი შემთხვევის, ეთი შეცდომის ნაყოფია… მინდა, რომ ჩემნაირი „თინეიჯერობის" ასაკი არავის არ ჰქონდეს. მინდა, რომ ყველა გახარებული იყოს და არავინ არ ტიროდეს ჩუმად. ერთი გადაწყვეტილება მივიღე –  მნიშვნელოვანი და შევეცდები ყველანაირად დავიცვა: როგორც მომექცევისნ, ისე მოვექცევი მათ – როგორც იქნა გადავწყვიტე.

მინდა, რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ, რომ ვფიქრობ ვხვდები, რომ ამისთვის არაფერსარ ვაკეთებ. მოქმედებას ყოველთვის არ მოავს ბედნიერება, მაგრამ მე არ მინახავს ბედნიერება მოქმედების გარეშე.

სიცოცხლე დიდია, დრო კი ცოტა გვაქვს, ძალიან ცოტა. დრო ცოტაა – საქმე კი დროსთან შეფარდებით ძალიან ბევრი. ადამიანი ცხოვრებაში რაღაც კონკრეტულისთვის იბრძვის. მიაღწევს და ვერაფერს გრძნობს, დაკარგავს და… წუხს. ყველაფერს ჩვენ თვითონ ვქმნით. მომავალი ცვალებადია. იცვლება ადამიანის გადაწყვეტილება და იცვლება მომავალიც. შეიძლება მე დიდი ადამიანი ვიყო და ყველა მიცნობდეს, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ ნუთუ ეს გვიღირს თავისუფლრბისა და მეგობრების დაკარგვად?!



მინდა, რომ ზოგიერთივით მეც შემეძლოს სულ სიცილი, არაფერზე ფიქრი , ტირილიც ხომ აღარ მომინდებოდა. ირგვლივ ბევრი ამ ხდება. ამ წამს ახალი სიცოცხლე ჩნდება, ჩნდება ახალი კითხვებიდა ზოგ კითხვას პასუხი ეცემა, ზოგი ტირის, ზოგი იცინის, ზოგი ფიქრობს და ზოგიც ნებივრობს. აი მე კი ვზივარ და ამ პატარა რაღაცას ვწერ, ვფიქრობ, რომამ ნაწერით ერთ ადამიანს მაინც შევუმსუბუქებ სიცოცხლეს. ხანდახან მინდება, რომ ავიდე ხიდზე და გადავხტე. რა კარგი იქნებოდა ფრთები რომ მქონდეს. გავარკვიე როგორ ხტებიან ადამიანები ხიდიდან.ამისთვის დიდი მომზადებაა საჭირო.. მე უარი მითხრეს : „არასრულწლოვანი ხარო!" მაგრამ რა კარგი იქნებოდა ეს, რომ სიკვდილს ჩახედავ თვალებში და ხვდები, რა კარგია, რომ ცოცხლობ. ამბობენ სიცოცხლე მარტო დედამიწაზეაო. არადა რა კარგი იქნებოდა სხვაგანაც რომ იყოს სიცოცხლე. წარმოიდგინეთ, რომ ამბობთ ინგლისში მივდივარო და უცებ გადაიფიქრებ – მოდი, მარსზე ან პლუტონზე წავიდეთო.
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 613 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  
დაამატა : WuRo
ALLLOVE.TK  


უპასუხე
surati gaaswore

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]