მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 31 » გულწრფელი “გიჟის” ფიქრები
13:38
გულწრფელი “გიჟის” ფიქრები

რატომ ვარ აქ? რატომ მეძახის ყველა გიჟს? სიგიჟეს თუ იმას ეძახიან, რომ გრძნობების მათზე უკეთ გადმოცემა შემიძლია, ძალიანაც ცდებიან. მერე რა, რომ ჩემ თავს ველაპარაკები?! მათთან ლაპარაკს და მათი თვალთმაქცობის ყურებას, მირჩევნია ისევ ჩემს თავს ველაპარაკო. მე ხომ ვიცი, რომ შინაგანად სუფთა ვარ.

სწორედ ისაა მათი ნაკლი, რომ თავიანთ თავებს არ ელაპარაკებიან, ან თუ ელაპარაკებიან, მათაც კი ატყუებენ და თვალთმაქცურად არწმუნებენ, რომ ისინი უნაკლოები არიან. ყველას ვინც განსხვავებულია, გიჟს ეძახიან, არადა გიჟი სულ სხვა რამეს ნიშნავს, უბრალოდ ჩემი სინქტომების სახელი ეშლებათ-ამას სიგიჟე კი არა, გულწრფელობა ჰქვია. თუმცა რა გასაკვირია, თითქმის არავინაა გულწრფელი… რომ ვუკვირდები, აქ სულ ჩემნაირი გულწრფელი ხალხი ბინადრობს, თუ არ ჩავთვლით ექიმებს, რომლებიც ყოველთვის ცუდად გვექცევიან.

იცი რა?! აქ ყოფნა ჯობს! აქ უფრო მეტი გულწრფელი ადამიანია, ვიდრე დედამიწაზე.

კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 777 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]