მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 14 » - ღამის აჩრდილები ნელ-ნელა ეპარებოდნენ დღის სინათლეს ))
17:55
- ღამის აჩრდილები ნელ-ნელა ეპარებოდნენ დღის სინათლეს ))
ღამის აჩრდილები ნელ-ნელა ეპარებოდნენ დღის სინათლეს.ჰორიზონტის ხაზზე წყვდიადი ჩამოწვა,სიჩუმეში გულის გამაწვრილებლად კიოდა ბუ,ქარი ამაზრზენი მკვლელივით ზუზუნებდა,ხეები განაჩენგამოტანილი პატიმრებივით ჩამწკრივებულიყვნენ და მის აღსასრულს ელოდნენ.მელნისფრე ცაზე აქა-იქ გაიელვებდა მოწყვეტილი ვარსკვლავის კვალი.

ძალაგამოცლილი ქალი ძლივსღა მიფორთხავდა ცივ მიწაზე და ყოველ წამს ელოდა მათ შხებას.ტკივილი,რომელსაც მისი სხეული დატყვევებინდა არ აძლევდა განძრევის საშუალება.მთელი ძალით ჩეჭიდა მიწას და წამოდგომა სცადა,მაგრამ მუხლები მოეკვეთა და ძირს დავარდა.აღარ აპირებდა ბრძოლას,ეს უბრალოდ უაზროდ მოეჩვენა.გულაღმა დაწვა და ვარსკვლავებს დაუწყო ცქერა,მთელმა ბავშვობამ თვალწინ გაურბინა.გაახსენდა როგორ იჯდა საათობით აივანზე და უნებურად ითვლიდა ვარსკვლავებს,რომლებიც სულაც არ ეჩვენებოდა ბევრი.

შიშმა ისევ აიტანა და აკანკალდა.

მათი საუბრის და ფეხის ხმა მთელ ტყეში ისმოდა.იცოდა,რომე ვერ გადარჩებოდა,მაგრამ გადარჩენის ინსტიქტს ვერსად გაექცა,

ხესთან მიჩოჩდა და მას ამოეფარა.სხეული უთრთოლავდა,თვალებიდან ცრემლები ცვიოდა.

ერთ-ერთმა მათგანმა თმებით ასწია და პირდაპირ ჩახედა თვალებში.ქალს ხელებიდან წვეთ-წვეთად სდიოდა სისხლი.ახლა ის ვეღარაფერს გრძნობდა,გარდა სიძულვილისა.

არავითაი ხმა.

არავითარი ჩურჩული.

ბასრმა იარაღმა სწრაფად გადასერა ყელი.ქალმა ბოლოჯერ გაიბრძოლა და შემდეგ დამშვიდდა.მისი სიცოცხლე ღამემ შთანთქა.ტყეში ყველაფერი მიწყნარდა.

მიზანი,მიღწეული იყო.

მსხვერპლი,მაინც გაება.

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 758 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]