მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » გატკინე! ღმერთო მე მას ვატკინე![2]
21:49
გატკინე! ღმერთო მე მას ვატკინე![2]
გატკინე! ღმერთო მე მას ვატკინე![4]
4 დეკემბერი 12:00.სმს-ი მომივიდა, ახალი დაძინებული ვიყავი, ამიტომ ხმამ ადვილად გამაღვიძა, მაგრამ მეზარებოდა და არ ავდექი. ისევ მოვიდა მეორე სმს-ი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ვეღარ მოვითმინე ავდექი და გავხსენი სმს-ები ”გილოცავ დაბადების დღეს მარ” ;”დაგასწარი მოლოცვაა”; ”გძინავს?” გიორგისგან იყო ..ასევე ქეთიმ და ნიკამ მომილოცეს..გეტყვით რომ გიორგი ჩემი მეგობარია, მაგრამ მას ვუყვარვარ, ეს კი ცოტა პრობლემებს გვიქმნის. მასაც 5 დეკემბერს აქვს დაბადების დღე..მეც მივწერე ”მეც გილოცავ გიო.ბედნიერებას გისურვებ” მანაც მომწერა ”შენთან ერთად” ამის მერე მას აღარ მივწერე. ქეთის და ნიკას კი მადლობა გადავუხადე მოლოცვისთვის.
4:15 წუთია ისმის ბრახუნი.არ მინდოდა ადგომა, მაგრამ არ წყდებოდა ხმაური და იძულებული გავხდი ავმდგარიყავი. თან ვბუძღუნებდი
-რაა რა, ძილსაც არ გაცლიან..
უნდა გავსულიყავი ოთახიდან როცა ოთახში ჩემი ძმა შემოვარდა თან happy birthday to you-ს მღეროდა.
მომვარდა და გადამეხვია. და მითხრა:
-გილოცავ ბუზღუუუ
-მადლობა საძაგელოო
-გავიქცე ხო?და კარისკენ წავიდა
-მოდი ბიჭო აქ! და ისევ გადავეხვიეთ ერთმანეთს.მიყვარს ეს საძაგელი
-არა ახლა რომ არ გაგეღვიძებიე ისე რა მოხდებოდა. ხვალ ვერ მომილოცავდი?
-არ იცი?
-რა?
-ხვალ პარიზში მივფრინავ, ცეკვით.დედას ვუთხარი ეთქვა მაგრამ ეტყობა დაავიწყდა..იმდენი საქმე ქონდა..
-რ რრრაააა?
-...
-აუ უშენოდ რა ვქნა მასხარა?და საწყალი თვალებით გავხედე.
-კარგი რა..მოიცა ერთი. ღამე მივდივართ. 11 საათზე.
-11 ზე რატო?
-ასეა საჭირო.
აღარაფერი მითქვას..წავიდა და მეც დავწექი და დავიძინე.
მეორე დღეს:
ადრე გავიღვიძე.მშვენიერ ხასიათზე ვიყავი.. მობილურზე ისევ დამხვდა სმს -ები მაგრამ ახლა ვერ წავიკითხავდი უნდა მოვმაზებულიყავი სკოლაში წასასვლელად.ჩავიცვი, თმები მაღლა ავიწიე. სადად თვალები ჩავიხატე..ისე რომ დიდად ყურადრება მისაქცევი არ ყოფილიყო და გავედი ოთახიდან..გიომ ისევ და დედამაც მომილოცეს...ჩემმა ძმამ სკოლამდე მიმაცილა და თავის საქმეზე წავიდა.
კლასში დაგვიანებული შევედი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმაში რომ ბავშვებს მოელოცათ. რომ წამოიჭრენ მერხებიდან და მომვარდნენ კიდევ კარგი არ გადამატრიალეს.ყველა მილოცავდა, მეხვეოდა და მკოცნიდა.
მერე დალაგდნენ მასწავლებელმა რომ იყვირა. როცა ბავშვები დაწყნარდნენ და მერხებს დაუბრუნდნენ მასწმაც მომილოცა.მეც დავჯექი ჩემს ადგილად..სკოლის შემდეგ ბავშვები კლუბში წავიყვანე და იქ გადავიხადე დაბ.დღე.
Never Forget You და ანა იძახდნენ სურპრიზი უნდა გაგიკეთოთო და გავიდნენ კლუბიდან..5 წუთში დაბრუნდნენ და ისე მეყურებნენ რომ მეგონა ისეთი რამ ჩაიდინეს რის გამოც მოვკლავდი, ასეც აღმოჩნდა. დათო ხომ გახსოვთ? გახსოვთ აბა რა, მე რომ მომწონს. აი ზუსტად მას უთხრეს ჩვენს დაქალს დაბადების დღე აქვს და მიულოცეო.მე მითხრეს ისიც ვუთხარით რომ მოგწონსო, კიდევ კარგი ეს არ ქონდათ ნათქვამი.იმას კი ის უთრეს უბრალოდ ბიჭმა გვინდა მიულოცოს ვინმემ და შენ ამოგარჩიეთო..მოკლედ იმ დრეს არ მოულოცია დათოს, ცოტა კი დამწყდა გული.მაგრამ რას ვიზამდი.
კლუბიდან სახლში გაგრძელდა ქეიფი..და მოკლედ ნასიამოვნებმა და ძალა გამოცლილმა ღამის 4 ის ნახევარზე დავიძინე.
აი მეორე დღეს კი ნამდვილად ის ამბავი მოხდა რამაც გულის ჭია გამიღვიძა და მაფიქრებიარომ”ხომ შეიძლება გამოგვივიდეს,იქნებ მოვწონვარ?!ღმერთო როგორ მომწონს თუ მიყვარს?არა სიყვარულით არ მიყვარს მაგრამ საშინლად მომწონს, ვხვდები როცა მას ვუახლოვდები გული გამალებით იწყებს ცემას, ცემს და გული ამოვარდნას ლამობს...როცა მისი ბოხი ხმა ჩამეს, მისი მამაკაცური ხმა..როგორ მომწონს მისი მზერა.ის როცა დილით ცივა, და საყვარლად ”იკუნტება”.”
მეორე დღეს სკოლაში მივედი, ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა სანამ ერთ-ერთ დასვენებაზე დათო არ ჩამოვიდა მესამეზე. მისი კლასი მეოთხე სართულზეა..დათო პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს წინ გაჩერდა, ხელები უკან ქონდა წაღებული.რაღაცას მალავდა თითქოს, ცოტა ხანს მიყურა, მე ვერ გავუძელი და თავი დავხარე ოდნავ შემდეგ კი მკითხა:
-შენ გქონდა არა დაბადების დღე გუშინ?
-მე მხოლოდ თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად.
ცოტა ხანს ისევ გაჩუმდა, მისი ეს ქცევა ნერვებს მიშლიდა, ჯერ ისედაც მიცემდა გამალებით გული და ახლა უფრო ავნერვიულდი უკვე ვატყობდი რომ ”ვცქმუტავდი” ვეღარ ვჩერდებოდი. ”ცოტაც და ვუყვირებდი რა გინდა-თქო რას მიხეთქავ ამ გულს-თქო”რომ ისევ გააგრძელა
-გილოცავ, გუშინ უნდა მომელოცა მაგრამ არ ვიცი რატომ არ მოგილოცე, იცი მთელი ღამე ვიფიქრე ამაზე და ჩემს თავს გავუბრაზდი, ერთი უბრალო მოლოცვა რას დამიშავებდა. თუ არა ის რომ გაგახარებდი და მოკლედ მინდა დანასაული გამოვისყიდო და აი ეს პატარა საჩუქარი ჩემგან შენ.ხელები წინ წამოიღო და გავშრი, პირი დავაღე და ვუყურებდი მის საჩუქარს, ეს ზუსტად ის დათუნია იყო რომელიც მე და Never Forget Youმ ვნახეთ. თან ორივე იყო გოგოც და ბიჩიც..მერე ისევ გააგრძელა
-მოგწოონს?
-კი, საყვარელი დათუნიებია დათო მაგრამ ვერ გამოგართმევ.
-რას ნიშნავს ვერ გამომათმევ, შენია, ეგ გოგო დათუნია შენ ხარ .. ეს ბიჩი კი მე..და გაიცინა..მის სიცილზე ვდნებოდი, ვაიმე ვლოცულობდი მალე მიეღო სერიოზული სახე თორე მართლა დავდნებოდი.როცა სიცილს მორჩა ისევ გააგრძელა:
-მოკლედ დღს საღამოს სადღაც მინდა დაგპატიჟო და გაფრთხილებ უარს არ მივიღებ, რომ დამჭირდეს ძალით წაგიყვან!
-ვნახავთ.
-ანუ არა ხო?
-არა
-კარგი...
დამავლო ხელი გადამიკიდა მხარზე და მივყავდი,სად? ნეტა თვითონ მაინც თუ იცოდა. ვფართხალებდი მაგრამ რად გინდა.. არ მიშვებდა ხელს, ისე ვყავდი თითქონს დიდი განძი ვიყავი რომ არ წაერთმის ვინმეს ეს რომ გავიფიქრე გამეცანა.
-რა გაცინებს?
-შენზე მეცინება.
-კაიც, მე შენ განახებ მაცადე.მანქანაში ჩამსვა და სადღაც წამიყვანა. სადღაც არა მის სახლში.როცა ეზოში გააჩერა მანქანა გადმოვიდა გამიღო ჩაკეტილი კაები და ისევ ხელში მიაყვანა და გამაქანა ბინაში.ახლა უკვე პირზე ხელიც აფარებული ქონდა.შემიყვანა სახლში და მდივანზე ფრთხილად დამსვა, და დაიწო საუბარი:
-მოკლედ პრინცეს, მე გითხარი გაგაფრთხილე და არ გაიგონე,ასე რომ ახლა ჩემი ხარ.
ცოტა არ იყოს შემეშინდა მიუხედავად იმისა რომ მასზე ჩკუა მეკეტებოდა. 
-კაროჩე საღამომდე აქ იქნები და საღამოს იმ ადგილას წავალთ.
-სად?
-ერთ კარგ ადგილას.ნახავ, აუცილებლად მოგეწონება.
-...არაფერი ვუპასუხე. ესე ვიჯექი 515 წუთი, მერე ვერ გაუძლო მოვიდა და გვერძე მომიჯდა 
-გინდა ფილმს ვუყუროთ?
-...ისევ სიჩუმე
-კარგი..
გავიდა და 5 წუთში დაბრუნდა უკნიდან მომეპარა და ერთი ვედრო წყალი დამასხა, როგორ ვიკივლე უნდა გენახათ.ვწიოდი რასაც ქვია..ის კიდე იცინოდა ძლივს გადარჩა ცოცხალი..მერე ოთახში შემიყვანა, მის ოთახში და გადმოიღო საროჩკა, 
-აჰა, ეს ჩაიცვი. ჩემი სულ სველი იყო ტანსაცმელი
-კარგი, რამე ჯინსიც მომე.
-რაო?
-შარვალი მომე. აბა კაბა გაქ?
-არა..
-ხოდა მომე რამე
-არა გაჩერდი თორე მაგასაც არ მოგცემ.
-დამპალო
-მეც მიყვარხარ
-ვერ გიტან!
-მეც მეც მეც ყველაზე მეტად მიყვარხარ.
-ჰაჰაჰ. გული მიფანცქალებდა ისე რო არ ვიცი, მეგონა გამისკდებოდა გული.
ჩავიცვი ეს საროჩკა, მაგრამ ძაან მოკლე იყო. რომ გავედი ისე ამათვალიერ ჩამათვალიერა უკან გავბრუნდი შესვლას ვაპირებდი ოთახში რომ მითხრა:
-სად მიდიხარ?
-ოთახში
-რატომ?
-მოკლეა ძალიან და მაგიტო, ისევ ჩემი სველი ტანსაცელების ჩაცმა ჯობია.
-შენ ხო არ გაგიჯდი?
-არა გამოიქცა ხელში ამიყვანა და მეორე ოთახში ჩამკეტა.აქ ვეძებე ტანსაცმელი მაგრამ სულ პატარა ბავშვის იყო არაფერი მომერგებოდა.მერე შევხედე კარებს და წერილი დავინახე შემოცურებული.გავხსენი და წავიკითხე”მად ოთახში უჯრაში ყუთია, იმ ყუთში რაც დევს ის ჩაიცვი და მაშინ გაგიღებ კარებს”
მოვძებნე ყუთი გავხსენი ულამზესი კაბა იყო შიგნით 10 წუთში გავძახე ჩავიცვითქო, 2 წუთში ისევ წერილი შემომიცურა.
”ნუ მატყუებ, არ ჩაგიცვამს”
ე რა იცის რო არ ჩამიცვამს? ეს გავიფიქრე და ნერვები მომეშალა.
სხვა გზა არ მქონდა ჩავიცვი.
მომივიდა ისევ ფოსტა
”ახლა თმები გაიკეთე და მაკიაჟი”
კიდე რა გინდა? ცოლადაც ხო არ გამოგყვე ა? ისე კი გამოგყვებოდი.და ამაზე გადავიკისკისე.
ყველაფერი გავიკეთე და უკვე მზად ვიყავი კარები გამიღო და როცა დამინახა გაშეშდა და პირი ღია ქონდა..
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 869 | დაამატა: mari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]