მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 20 » გახსოვს? მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა..
19:07
გახსოვს? მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა..
 
გახსოვს? მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა..

გახსოვს? მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მაგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი.. არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას..
შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს..
ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ ისინი..
პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს, მას სჭირდება საყრდენი რომ არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, შენით ავიდგი ფეხი, თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ..
გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ, და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის, შემდეგ შეხვედრამდე..
გახსოვს ჩვენი ჩხუბი?.. მართალი ხარ, არც მე არ მახსოვს.. ჩვენ არ ვჩხუბობდით, ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე !
გახსოვს ღამის ცა, მთვარე, და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა, მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რომ დავლაპარაკებოდი..
ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ჩვენნაირად მხოლოდ გამორჩეულები მღერიან..
შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან..
ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას..
შენი სული მათთბობდა ხოლმე, სულგაყინუულს..
ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა, ერთმანეთისგან დაშორების უფლებას.. იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, გათხელდა და ახლა გაწყვეტტას ლამობს.. არ მინდა დავიჯერო რომ გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდევ დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი !
ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი.. რომელსაც არაფერი ესმის ამ ცხოვრების !..
მე ხომ პატარა ვარ, გული მტკივა, და მჭირდები შენ,, შენნ !..
იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში.. დამავიწყებს შიშს, დამიბრუნებს ფრენის უნარს, და ვისაც ვეყვარები შენნაირად..
მახსოვს მთელი დედამიწა, დაგვიპირისპირდა, ჩვენ ორს, და მაინც..
შენ ჩემთან იყავი..
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 673 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]