მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 27 » – FuCkiNG LiFe ))
20:49
– FuCkiNG LiFe ))
სიკვდილი მინდა. მეშინია. საკუთარი თავის მეშინია. სულ მარტო დავრჩი და იმის მეშინია, რომ რაიმე სისულელე არ ჩავიდინო, მაგრამ ფიქრი თავისთვის მოდის, იმედია მხოლოდ ფიქრად დარჩება. სიცოცხლე მწყურია, მაგრამ ამავდროულად სიკვდილი მინდა. რისთვის ვიცხოვრო? დავიღალე ამ იდიოტობაში ცხოვრებით, დავიღალე ტანჯვით, წამებით, გვემით... შენთან მინდა, მაგრამ შორს ხარ. მიყვარხარ, მაგრამ ამის უფლებაც არ მაქვს. არ მინდა მიყვარდე, მინდა მძულდე, არა ეგეც გრძნობაა, მინდა არაფერს ვგრძნობდე შენს მიმართ, მინდა მეკიდო. როგორ არ მინდა მიყვარდე შენ ვერც კი წარმოიდგენ. ღმერთო თუ არსებობ რატომ არ მიგყავარ? ხალხს სიკვდილი არ უნდა და კვდებიან, მე კი მინდა და აქ ვაგდივარ, იმის ძალაც არ მაქვს რომ თავი მოვიკლა და ამით ყველაფერს დავუსვა წერტილი. პირველ რიგში სიყვარულს და ტანჯვას.
   მცივა, შინაგანად მცივა...როდემდე გაგრძელდება? ნეტა არ გახსენდები? არ გენატრები? ალბათ არა, ეგრე რომ იყოს შემეხმიანებოდი და არ წამშლიდი შენი  ცხოვრებიდან. მეც მინდა წაგშალო, მაგრამ არაფერი გამომდის. უძლური იდიოტი ვარ. რატომ ვარ ეგეთი სუსტი? ყველაფერი დავკარგე შენთან ერთად, რწმენა, ხალისი, სიცოცხლის ხალისი, ბედნიერება. რაც შევიძინე ეს არის მხოლოდ ტანჯვა, ურწმუნოება, უიმედო და უბედური სიყვარული და მარტოობა....
  იცი? ვგიჟდები...მართლა, უკვე გავგიჟდი, მაგრამ ამით არ გავჩერებულვარ უფრო და უფრო მემატება...გამოვალ კი ამ მდგომარეობიდან? არ ვიცი, იმედი არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა. მინდა ისევ ბედნიერი ვიყო, მინდა მიხაროდეს, სულს უხაროდეს. არ მინდა მხოლოდ გარეგნულად ვიცინოდე. და მაინც შენთან მინდა....
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 646 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]