მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ერთი ტკივილი არ კმარა თურმე
16:06
ერთი ტკივილი არ კმარა თურმე
ერთი ტკივილი არ კმარა თურმე,
უნდა წარსულთან დუელში მოკვდე,
მხრებზე დაჭრილი ფრთებით სიარულს 
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს.
იქნებ არ ღირდეს ამდენ წვალებად,
მაინც არა ჰყავს ამ ლექსს მკითხველი,
იქნება სჯობდეს გარდაცვალება...
იქნებ სიკვდილში ვიყო პირველი.
მაინ ჯიუტად ვტკეპნი სტრიქონებს,
ბოლო ბილიკი მაინც ჩემია,
თუკი ქალღმერთის არ მაქვს იერი,
სული ხომ ბავშვის შემომრჩენია.
კვლავ თავდახრილი დავალ თქვენს შორის,
თქვენ ისევ ვერ ცნობთ ცისფერ გენიას,
მე სხვა სივრცეებს ვეპოტინები,
თქვენ კი ჯიუტად მარქმევთ თქვენიანს.
ეს სინანული არ კმარა თურმე,
უნდა ლექსებთან დუელში მოკვდე,
დაკოდილ ფრთებით უფსკრულზე ფრენას
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს.
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 772 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
კარგია..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]