მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » ძნელია როცა გიყვარს და იცი - ეს სიყვარული აკრძალულია...!
18:28
ძნელია როცა გიყვარს და იცი - ეს სიყვარული აკრძალულია...!

წვიმა... როგორ გვიყვარდა წიმა... რამდენ რამეს გვახსენებდა... პირველ დღეს, როცა შეყვარებულები არ გვერქვა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს გრძნობებს საგულდაგულოდ ვიკლავდით გულებში, იმ პირველ დღესაც წვიმდა... შენ უნიში გამომაკითხე, მერე იცი სადაც დავსხედით, ბევრი ვისაუბრეთ, ძირითადად ჩემს ძველ სიყვარულზე, ვიჩხუბეთ კიდეც იმ დღეს, იმიტომ, რომ არ გესიამოვნა და ძალიან გაგაღიზიანა მისმა ხსენებამ... მაშინ არც კი მიფიქრია რომ ამან აგანერვიულა :)
მერე ერთმანეთს ჩავეხუტეთ... რატოო? არ ვიცოდით მაშინ... თურმე გვიყვარდა, ძალინ გვიყვარდა ერთმანეთი... წვიმას აპირებდა და მალე წამოვედით, მაგრამ კიბეზე, გასასვლელთან გაწვიმდა... კიდე ჩამეხუტე, დავიცადოთ გადაიგოსო, ვიდექით ჩახუტებულები... არ გადაიღო წვიმამ და მაინც გავედით, როგორი მხიარულები ვიყავით მაშინ, როგორი საყვარლები... გახსოვს რას ვამბობდით? ხალხს უეჭველი შეყვარებულები ვეგონებითო... ეს იყო ჩემთვის პირველი დაფიქრება გრძნობაზე... იმ დღეს, წვიმაში ვიწუწავეთ :) როგორი საყვარელი თვალებით გვიყურებდა ხალხი, როგორ სიამოვნებდათ ჩვენი ყურება, თითქოს შურდათ კიდეც ჩვენი, რომ ასეთი კარგები, ასეთი მხიარულები და ასეთი ”შეყვარებულები” ვიყავით... მერე კი სიყვარული მართლა მოვიდა... დიდი და ძლიერი სიყვარული, რომელმაც ორივე მთლიანად, მთელი არსებით დაგვიმორჩილა... მიყვარდი თავდავიწყებამდე, მაგრამ ახლა, ახლა უფრო მიყვარხარ ;( მიყვარხარ სიგიჯემდე ;(
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 840 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]