მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 12 » – ძალიან მიყვარხაარ <33 ))
14:05
– ძალიან მიყვარხაარ <33 ))
უსიტყვოდ, მინდა გითრა მიყვარხარ,
ხელშეუხებლად მინდა გეფერო.
მინდა ვისწავლო ბულბულის ენა,
რომ დღე და ღამე შენთვის ვიმღერო.
მე მინდა ვიყო წყარო ანკარა,
მაღალი მთიდან გადმომდინარე.
რომ ჩემთან დაჯდე, თუნდაც ცოტა ხნით,
და დაღლილს გზისგან, წყურვილს გიკლავდე.
მე მინდა ვიყო მუხა ძლიერი,
მქონდეს ტოტები აწვდილი ცამდე.
და ამ ტოტების ნაქარგავ ჩრდილში,
მზის სიმხურვალეს ემალებოდე.
მე მინდა ვიყო ზღვა უნაპირო,
მის შუაგულში შენ რომ ცურავდე.
როცა ცრემლები თვალს მოგადგებგება,
უმალვე ჩემი ტალღებით გბანდე.
უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ,
ხელშეუხებლად მინდა გეფერო,
და თითო წამი ჩემი ცხოვრების,
მინდა რომ მხოლოდ შენ შემოგწირო
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 668 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]