მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » - დრო არ კურნავს, ის უბრალოდ გვასწავლის ჩვენს ტკივილებთან ერთად ცხოვრებას... ((
19:01
- დრო არ კურნავს, ის უბრალოდ გვასწავლის ჩვენს ტკივილებთან ერთად ცხოვრებას... ((

"სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალისი

"სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი

"სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

"სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

"სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო

"სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი

"სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი

"სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი

"სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი

"სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ” – ნეტარი ავგუსტინე

"სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს” – ვოლტერი

"სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს” – ალფრედკამიუ

"სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა” - მეტერლინკი

"რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს” – გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე

"სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია” - ლაროშფუკო

"სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს” – ქოლალომთათიძე

"სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი

"სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ” – მოციქული პავლე

"სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება” - ლობერგერი

"სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს”

"სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი” – უილიამშექ სპირი

"სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა” – ვაჟა-ფშაველა

"სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს” – მ.გორკი

"სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა

ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა” – ფრ.ჰალმი

"სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს” – რუსული ანდაზა

"სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს” - არისტოტელე

"სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს” - სენეკა

"სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია” - ტეკერეი

"სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ” – ბალზაკი

"სიყვარული – ცეცხლია: თუ არ კვებავ – ქრება” – მიხეილ ლერმონტოვი

"სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის” – ჩარლზ დიკენსი

"სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში” – შექსპირი

"სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა” – გიდემოპასანი

"სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება” – ალექსანდე ბლოკი

"სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის” – გალაქტიონი

"სიყვარულს ბაღივით მოვლ – პატრონობა სჭირდება” – ვლადიმერ თორდუა

"სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ” – ვერგილიუსი

"სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც” – ფრანგული ანდაზა

"სიყვარულია შიშზე ძლიერი” – ვოტორიო ალფიერი

"სიყვარული გრძნობათა სარდალია”

"რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს” – ნაპოლეონი

"სიყვარული არის თავის დავიწყება” – გრიგოლ ორბელიანი

კატეგორია: ♥ სტატუსები ♥ | ნანახია: 933 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]