მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 20 » — დღესაც ძველებურად გამებუტეე ((
16:52
— დღესაც ძველებურად გამებუტეე ((
დღესაც ძველებურად გამებუტე...
ალბათ, შენ მე უნდა გამაგიჟო!
მოდი, უსაშველოდ ვიტანჯები,
აბა, სხვამ ვინ უნდა დამამშვიდოს?

რისთვის და რატომ ვერ გაგიგია,
რომ სიცოცხლესავით შემიყვარდი!
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ,
გთხოვ, რომ მაპატიო, ჩემი ხათრით!

რა ვქნა, ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები,
რა ვქნა, პირველ რიგში ქალი მქვია,
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია!

ნუ, ნუ დაუჯერებ ამ ჩემს თვალებს,
მხოლოდ მატყუარა ჭინკებია!
გული რას ჩურჩულებს, მას შენ გეტყვი...
ჩუმად, თორემ სხვებიც მიხვდებიან!
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 677 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]