მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეათე | ))
12:57
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეათე | ))
არანაირად არ მოველოდი უცხო ქვეყანაში ვინმე ნაცნობს, მიუხედავად იმისა, რომ სახელიც კი აღარ მახსოვდა მისკენ გავემართე და გადავეხვიე. დამტვრეული ქართულით, მაგრამ მაინც მესაუბრებოდა.
- როგორ ხარ ?
- მადლობ კარგად თავად ?
- მეც კარგათ, აქაურობას რა გინდა ?
- ვმუშაობ ბავშვს ვუვლი.
- საიდან ცხოვრობი
- სად ვცხოვრობი
- დიახთ.
- აქვე მეზობლად, პატარა პარკი რომაა იქვე.
- უი მართლაი Mეც მაქვენ ვცხოვრობ, სად მიდიხარ, დახმარებაი ტუ გინდოდენ ცემი იმედი გქონდენ.
- დიდი მადლობა, ნამდვილად გამიხარდა თქვენი ნახვა.
- ეს ბაღანა აქოური ვერ იქნებაი!
- არა ჩემი შვილია, პატარა ნიკოლოზი.
- განა რამდენი წლისაი ხარ ?
- 18 თითქმის თავად ?
- 30 ის ამხანობას ვხდები.
- როდის ?
- 14 სექტემბერს.
- არც ისე შორსაა.
იქაურად რამაზნა და ჩვენებურად დავითი, ძალიან სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა, თავისი დამტვრეული ქართულით მუდამ მახალისებდა, ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით, გავიგე, რომ აეროპორტში მუშაობდა გამცილებლად თუმცა მის მშობლებს ეს არასდროს მოსწონდათ, რადგან არ უჭირდათ არ უნდოდათ შვილი ჰაერში ყოფილიყო.
16 აგვისტოს მე და დავითი შევხვდით , რადგან შაბათი იყო შედარებით ადრე მოვიდნენ ბავშვის მშობლები და გავნთავისუფლდი. Aქედან გამომდინარე ერთადერთ ‘ სულით ნათესავ’ პიროვნებას პარკში შევხვდი.
- გამარჯობა დავით, როგორ ხარ ?
- კარგად შენ როგორ ხარ ? ბავშვი რაგვერაა, სწრაფვენ იზდებიენ .
- იზრდება და ცოტახანში აღუსაც იტყვის.
- აღუ ? ირმა რას იტყვი ხვალ რომ მეწვიო სახლსი ჩემი მშობლებიც მოვლინ და შენაც თუ ამოხველ...
- არა დავით, ხვალ ჩემი დაბადების დღეა თან ვისვენებ, მირჩევნია წყნარად მშვიდად ვიყო.
რომ გაიგო დაბადების დღე მქონდა სულ გადაირია, მითხრა მაშინ სადმე წავიდეთო, დავთანხმდი, მეორე დღეს ბავშვთან ერთად ერთ ერთ ძალიან კარგ რესტორანში ვიყავით, სადაც ძალიან ბევრი ქართველი იყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ყურს მონატრებული ჰქონდა ქართული საუბარი.
ვიჯექი დავითის წინაშე და ვფიქრობდი გიორგიზე, 17 აგვისტო ხომ ჩმი და გიორგის ჯვრისწერის დღე იყო. ცრემლები მომაწვა და საპირფარეშოში შევედი, სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და მინდოდა გავძლიერებულიყავი მაგრამ ჩემი წითელი და ამოღამებული თვალები მეუბნებოდნენ, რომ დავიღალე , რომ მჭირდებოდა დახმარება.
საპირფარეშო დავტოვე და დავინახე როგორ ეფერებოდა დავითი ნიკოლოზს, ეთამაშებოდა, ბავშვი კი უღიმოდა, რას არ დავთმობდი იმ წამს რომ დავითის მაგივრად გიორგი დამენახა.
მაგიდას მივუჯექი და ჰოი საოცრებავ მოგვიტანეს ხინკალი , ხაჭაპური და საცივი, ასევე თურქული კერძებიც, მაგრამ ხინკალის დანახვაზე სახე გამინათდა.
უკვე უნდა დავშორებიყავით, ნკოლოზს ეძინა, მე დაღლილი ემოციურად მივუყვებოდი გზას და ლაზი ქართველის ისტორიას ვუსმენდი, როდესაც უეცრად ხელი ვიგრძენი ბეჭზე და დავითი წინ გადამიდგა.
ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და მიუღებელი იყო ის რაც მასინ დავითმა შემომთავაზა, არ მოვლოდი ყოველგვარი სიყვარულის ახსნის ან მინიშნების გარეშე პირდაპირ ცოლობას თუ მთხოვდა, პირში ენა ჩამივარდა და გაღიმებულ დავიტს ისე გადავხედე აშკარად მიხვდა , რომ ყველაფერი გააფუჭა, ბოდიში მომიხადა არ მინდოდა შენი წყენინებაო, მაგრამ ამაოდ, ცემს გაბრაზებას იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ არც კი დავმშვიდობებივარ ისე შევედი უზარმაზარი სახლის ეზოში.
დრო გადიოდა და გადიოდა, მე კი უფრო და უფრო ვიფიტებოდი, ერთადერთ ძალას ნიკოლოზი მაძლევდა, როდესაც მას შევხედავდი მაშინვე ძალა მემატებოდა, მაგრამ შემოდგომის ბოლოს უკვე გაუსაძლისი გახდა, ძალიან გამიჭირდა ერთდროულად სამი რამის კეთება, საკუთარი შვილის მოვლა, სხვისი ბავშვის მოვლა და ღამით დამატებითი საათებით მუშაობა. Mიუხედავად იმისა, რომ ძიძა ვიყავი ისევე ვექცეოდი ჩემს ‘ნაშვილარს’ როგორც დედა მოექცევა შვილს, ჩემი უფროსების ოჯახში ბავშვი და დიდედა მცემდა პატივს, ხოლო დანარცემი ყველა ცხვირაბზუებულები მიყურებდნენ.
დავითს ნამდვილად გულით სევუყვარდიტ მეც და ცემი პატარაც, ეს მაშინ მივხვდი დაზუსტებით, როდესაც ნიკოლოზი ავად გამიხდა, ყველანაირად მხარში ამომიდგა და დამეხმარა, ეს ყველაფერი კი უანგაროდ გააკეთა არაფერი უთქვამს.
ნათიას ხშირად ვესაუბრებოდი ერთ დღესაც დამირეკა და მაცნობა, რომ . . .
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 691 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]