მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი პირველი | ))
12:10
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი პირველი | ))
ყოველთვის წყნარი ან ძალიან წყნარი ვიყავი ჩემთვის გართობისთვის დრო თითქმის საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ზაფხულობით ქალაქიდან ყოველ წელიწადს გავდიოდი დ აიმ წელსაც ბათუმში წავედი, მაშინდელი ბათუმი დღევანდელ ბათუმთან შედარებით ბევრად მოსაწყენი იყო, მაგრამ თუ გული გულობდა გასართობი ძალიან ბევრი იყო.
-ირმა წამოდი რა სანაპიროზე უკვე ნორმალური პერიოდია გავიდეთ გთხოვ , თორემ, შენსავით წიგნის ჭია მაინც ვერ ვხდები და მოწყენილობისგან ვკვდები.
-ნათია, რამდენჯერ უნდა გითხრა, ეხლა გასვლა არ შეიძლება, მზე დაგწვამს და მერე სანანებელი გაგიხდება.
-კარგი რა შენ რომ გიყურო ღამის თორმეტ საათამდე სულ მზე იქნება შენი თქმით.
-კარგი! კარგი! მოვდივარ ოღონდ ერთი პირობით, გუშინდელივით ცანცარს არ დაიწყებ, მითუმეტეს იმ ვიღაც გიორგისთან, ზღვის ღმერთი რომ ჰგონია.
-კარგი რა გუშინ ყველაფერი შენი ბრალი იყო ერთი ის გითხრა , რობოტივით დაცურავო.
-მორჩი ცინიზმს და გავიდეთ.
-მე უკვე მზად ვარ .
-კარგი ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით, მეც გამოვიცვლი ორ წუთში და გავიდეთ.
-ცეცხლი დაქალი მყავხარ რა…
-მიდი მიდიი?…
-გარეთ გელოდები, სწრაფად.
გოგონები ორ წუთში უკვე ტილოებს ქვებზე ვაფენდით, როდესაც გვერდიდან ახალგაზრდების ხმა შემოგვესმა აქ არ გაჩერდეთო.
მიუხედავად იმისა, რომ ნათიას გული მოუვიდა ხმა მაინც არ ამოუღია, რადგან მე უკვე ვსაუბრობდი.
-უკაცრავად, უკაცრავად თქვენს ტერიტორიაზე რომ შემოვიჭერი, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩემიცაა, აქედან გამომდინარე სადაც მინდა იქ გავჩერდები.
-ეს რობოტუნა ნახე რამდენს ლაპარაკობს.
-უკაცრავად ზღვის მბრძანებელო თქვენს დაუკითხავად რომ გადმოვლახე ზღვრები.
-მოდით გოგოებო, ხალხი ისედაც გვჭირდება, ახალი თამაში გვაქვს და იმედია ჩხუბს არ დაგვიწყებთ.
ასე თუ ისე მე და ნატია ინტრიგამ მიგვიზიდა და ახალგაზრდებს შევუერთდით.
თამაში კი ესეთი უნდა ყოფილიყო, ის ვინც პირველად კარტით წააგებდა ხვდებოდა მეორე ჯგუფის წაგებულს, ამ ორი წაგებულიდან კი ერთი მოგებული სხვა მოთამაშეს ხვდებოდა ხოლო საბოლოოდ წაგებული მოთამაშეს ბოთლს უტრიალებდნენ, ბოთლის დატრიალებამდე კი ის ვისაც ყველაზე მაღალი ქულა ჰქონდა ამბობდა გოგოს ან ბიჭს, ანუ ის ვინც წააგებდა და ბოთლს დაატრიალებდა ბიჭისთვის ან გოგოსთვის უნდა ეკოცნა. ეს კოცნა კი სულაც არ იყო ჩვეულებრივ ლოყაზე...
Oრ გუნდად გავიყავით, გული მიგრძნობდა რომ წავაგებდი, რადგან კარტის თამაში არასდროს მიყვარდა, მაგრამ შევცდი, პირველ ჯერზე ქულებით მეორე ადგილზე გავედი, წაგებულებმა კი ათ წუთიანი ბრძოლის შემდეგ ყველაზე სუსტი გამოავლინეს და ბოთლიც დატრიალდა, ანამ ვიღაცა რუს გოგოს აკოცა, რომელსაც არც არაფერი უთქვამს, პირიქით სურვილიც გამოთქვა მათამაშეთო.
ნათქვამია ყოველტვის ვერ გაგიმართლებსო, მეორე ჯერზე ორ სუსტს შორის ერთ-ერთი კანდიდატი მე ვიყავი, ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც წავაგე.
-მოკლედ ირმა, ეხლა შენი ჯერია
-ნათია მოგკლავ იცოდე , ბიჭი არ თქვა, გთხოვ. გადავუჩურჩულე მოგებულ ნათიას.
-აა მომკლავ ? ხოდა მაშინ ბი ჭი !!!
ბოთლი დამიტრიალეს, დრო გაიწელა კარგახანი ტრიალებდა, ბოლოს გაჩერდა.
-აი ზურგით რომ ბიჭი დგას იმას უნდა აკოცო.
-კარგი რა, არ ვაკოცებ! Gამორიცხულია.
-არა არა! ესე არ შეიძლება. შესძახა ერთხმად ყველამ.
ზურგით შავ შორტებიანი მაღალი გამხდარი მაგრამ მხრებიანი ბიჭი იდგა, რომელიც ერთი ხელით სიგარეტს აბოლებდა, მეორე ხელით კი ვიღაცას რაღაცას ანიშნებდა. Vიდექი და განზრევას ვერ ვახერხებდი, თავბედს ვიღყევლიდი ეს რა გავაკეთე მეთქი, მაგრამ რად გინდა, არაფერს ეშველებოდა, უკნიდან მოთამაშეების ხმა მესმოდა რომელნიც დაჟინებით ითხოვდნენ კოცნას.
-კოცნა! კოცნა! კოცნა!
ხმაურზე ის შემობრუნდა და ერთადერთ ფეხზე მდგარს შემომხედა და ჩემი დაბნეულობით მალევე მიხვდა საქმის არსს, ვიდექი და თვალცრემლიანი ვუყურებდი, რადგან სინანული უკვე ყელში მაწვებოდა. ჩემს წინაშე დაახლოებით ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭი იდგა, რომელზეც ნებისმიერი გოგო დაკარგავდა ჭკუას, მაგრამ მე არა! რადგანმე ესე მინდოდა!
-ხალხი კოცნას ითხოვს!

ჩემი დაბნეული სახე გაოცებამ შეცვალა, რადგან მომიახლოვდა და თვალებში გაღიმებული სახით დამიწყო ზემოდან ყურება, მე კი თექვსმეტი წლის გოგო საცოდავად შევცქეროდი.
სკულპტურასავით ვიდექი და ნელ-ნელა ვცდილობდი უკან დავხეულიყავი, მაგრამ სეძახილები არ მასვენებდნენ. ჭამიერად ვაკოცე და ბოდიში მოვუხადე…
თამაშის წესები უფრო ვნებიან კოცნას ითხოვდა, მოთამაშეებმა ეს კოცნა არ ჩამითვალეს.
ყველაფერი განმეორებით და როგორც თამაშის წესი ისე უნდა გამეკეთებინა…
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 677 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]