მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეცხრე | ))
12:44
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეცხრე | ))
დილით ადრე ფანჯრის მიჯახუნების ხმამ გამომაღვიძა, რაზეც ბავშვმაც ტირილი დაიწყო, თავიდან ვერც შევამჩნიე მაგრამ როდესაც ნორმალურად აზრზე მოვედი მივხვდი, რომ გიორგი ოთახში აღარ იყო.
ფანჯარას ვეცი, იმედი მქონდა გარეთ მაინც დავინახავდი, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი რაც დამიტოვა ეს იყო წერილი, რომელიც ქარს გადაეფრიალებინა და საწოლის გვერდით ეგდო.

?’ ირმა ჩემო სიცოცხლე, ნეტავ იცოდე როგორ მიმძიმს ამის თქმა, რომ დამივიწყო, ძალიან დიდ შარში ვარ გახვეული და არ მინდა ჩემს გამო თქვენ რამე დაგემართოთ. ვიცი ჩემზე საშინლად გაბრაზდები, გულსაც აიყრი, მაგრამ დამიჯერე ვიცი ესე აჯობებს დღეს ესე ჯობს, ხვალ ისიც არ ვიცი სად და როგორ ვიქნები, ტყუილად ნუ მომძებნი, საქართველოდან დღეს გავდივარ. ბავშვს მედალიონი ჩამოვკიდე ეს მედალიონი ჩემს წინაპრებს ეკუთვნის, თაობიდან თაობას გადაეცემა, გთხოვ მოიქეცი ისე, როგორც გული გიკარნახებს, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე, ერთადერთი რამ რაც ამ ცხოვრებასი ცემთვის მნიშვნელოვანია ეს ჩემი ოჯახია. მიყვარხარ !!!’’
წერილს უკან პატარა ნახატი იყო, რომელიც აკანკალებული ხელით უნდა ყოფილიყო დახატული...
საშინლად გავმწარდი, ბავშვი ტიროდა, წითელ ფარდას კი დრამატულად აქანავებდა აქეთ-იქით ქარი.
ბავშვს ვერ ვაწყნარებდი, თითქოს ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ ხდებოდა, ნელ-ნელა იღრუბლებოდა და ქუხილიც უფრო ხშირდებოდა, მალე კოკისპირული წვიმაც წამოვიდა, მიწას მიწის სუნი აუვიდა, ფანჯრიდან ვხედავდი როგორ ღელავდა ზღვა....

ნამდვილი დეპრესია დამეწყო, ყველაფერი უკან-უკან წამივიდა, ნერვიულობისგან მკერდში რძე აღარ მიდგებოდა და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე, მე კი ჩემდა საუბედუროდ მოწევა დავიწყე, არ ვიცი რას ვხედავდი მოწევაში მაგრამ ნერვულ სისტემას თითქოს ცოტახნით მაგრამ მაინც მიჩერებდა, მე კი ეს მსიამოვნებდა.
ერთ ერთმა მეზობელმა, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და ბიზნესი ჰქონდა აწყობილი შემომთავაზა ძიძად მუშაობა თან ბავშვსაც წავიყვანდი. დავთანხმდი, ვინაიდან ტურქეთში უვიზოდ ხდებოდა გადასვლა პასპორტიც არ მჭირდებოდა ამაშიც გამიმართლა.
ივლისის დასაწყისში მიწევდა წასვლა, ჩემს მამიდაშვილებს მამიდას, ნათესავებს გამოვემშვიდობე და ერთხმად გადავწყვიტე, რომ უკან მანამ არ ჩამოვიდოდი სანამ ბინის ფულს მაინც არ მოვაგროვებდი.
ნათიას დედაჩემისთვის უთქვამს, რომ ტურქეთში ვაპირებდი წასვლას მან კი ქობულეთში ჩამომაკითხა, რამაც ძალიან გამაკვირვა და გამახარა.
- ირმა როგორ ხარ ?
- კარგად დე მოდი, შემოდი ეს ჩემი პატარა ოთახია.
- შვილო გული მტკივა იმაზე რასაც შენ აკეთებ, დაბრუნდი სახლში.
- რას ამბობ ? გამორიცხულია, რომ იცოდე შენმა ქმარმა ჩემს შვილს რა დაუპირა, მაგას არც კი შემომთავაზებდი.
- კარგი შვილო, მაგრამ როგორ მიხედავ თავს, ადვილი კიარ იქნება...
- არა არა და არა ! გადავწყვიტე და მორჩა ნუ შემეწინააღმდეგები.
- კარგი შვილო, ბავშვი სადაა ?
- გოგოებმა გაიყვანეს და მოვლენ მალე.
- მომენატრა ძალიან მას შემდეგ არ მინახავს , რაც საავადმყოფოში ვნახე.
- წამოდი გარეთ და განახებ, ზღვასთან იქნებიან.
გარეთ გავედით, ბავშვები დავინახეთ, მივუახლოვდით და ვერ აღვწერ როგორი სიყვარულით ჩაიხუტა დედაჩემმა ბავშვი.
თურქეთში 12 ივლისს ჩავედი....

ანკარაში ერთ ერთ მდიდარ ოჯახში ბავშვს ვუვლიდი, ბავშვიანი რომ მნახეს არ ესიამოვნათ, მაგრამროდესაც მათი ბიჭნა ჩემს ნიკოლოზთან კარგად ერთობოდა თიტქოს მიმიღეს. ერთადერთი თავისუფალი დღეკვირა მქონდა
აგვისტოს პირველი კვირა იქნებოდა ნიკოლოზთან ერთად ტანსაცმლის საყიდლად ვიყავი გასული, როდესაც ნაცნობი სახე დავინახე..... მანაც შემამჩნია და ჩემკენ წამოვიდა...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 652 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]