მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეცამეტე | ))
19:11
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეცამეტე | ))
– გიორგის მოახლოვებულ სუნთქვას უკვე მთელი სხეულით ვგრძნობდი, გული რამის საგულედან ამომვარდა, თვალებში ვუყურებდი და ძველებურად მიზიდავდნენ მისი უკუდეგანო თვალები, რომლებში ჩახედვისაც ალბათ მეშინოდა კიდეც.
გიორგის ერთი ხელი წელზე მქონდა შემოხვეული მეორეთი კი ცრემლს მწმენდდა, რომელიც უნებურად ჩამომიგორდა სახეზე. ერთს კი მეორე მოჰყვებოდა.
კიდევ უფრო მომიახლოვდა და იმ ლოყაზე მაკოცა, სადაც ცრემლი ნელ ნელა ტუჩებისკენ მიგორავდა...
- დეე !!!! დეე !!!! წყალი მინდაა !
შიშველი ნიკოლოზი გამოვარდა ოთახიდან და წყალს მთხოვდა, გიორგიმ ცივად გამიშვა ხელი და ორივე ხელი ნერვიულად საფეთქლებზე მიიჭირა.
- მოდი დეე..
ბავშვი ხელში ავიყვანე და წყალს ისე დაეწაფა თითქოს პირველად სვამდაო.
ნიკოლოზმა გიორგის გადახედა და ჩემს თმაში ჩარგი თავი და მაკოცა. . .
გიორგი ნიკოლოზს მიშტერებოდა და სიამაყის გრძნობით შესცქეროდა მას, ალბათ გულში ფიქრობდა რა ვაჟკაცი მეზრდებაო !
ნიკუშას ეტყობოდა ძილი დაჰკლებოდა და თუ არ დავაძინებდ მერე მთელი დღე არ მომასვენებდა.
- ბავშვი უნდა დავაძინო.
- კარგი ირმა.
გიორგი წამოდგა, მე კი საძინებლისკენ წავედი, რატომღაც მეგონა, რომ გიორგი წავიდა .
თურმე ვცდებოდი.
ნიკოლოზმა ხელი მომკიდა მაჯაზე და ისე დაიძინა, როდესაც ესე იძინებდა ყოველთვის ვიცოდი, რომ ფხიზლად ეძინა და მაკონტროლებდა, მასთან ერთად ვიყავი თუ არა, ორჯერ ვცადე ხელი გამეშვებინებინა და გამოვპარულიყავი რათა სახლის საქმეები მომეგვარებინა და რამოდენიმე საბუთიც გადამემოწმებინა, მაგრამ ამაოდ ორივეჯერ გაიღვიძა და მითხრა არ წახვიდეო.
ნიკუშას დაძინებაში ჩემს ფიქრებში გავერთე და მეც დამეძინა ზევიდანვე.
მოსაღამოვებულს ფეხის ხმამ გამომაღვიძა შეშინებული წამოვვარდი, კარებისკენ გავიხედე, გიორგი იყო.
ავდექი, კედლის სარკეს გავხედე და საკუთარ თავზე გამეცინა, თმა საშინლად მქონდა, სახე კი ნამძინარევი.
- რა ლამაზი ხარ..
- რა ლამაზი ვერ ხედავი
- მე ვხედავ ქალს, რომელმაც შვილი დააძინა.
- მერე მაგასი რას ხედავ ?
- მე ვხედავ ჩემს ცოლს, და ვხედავ ქალს, რომელმაც ჩემი შვილი დააძინა.
- მორჩი მაიმუნობას და კარები გაიხურე შხაპს მივიღებ და გამოვალ.
- კარგი ირმა, თუ გინდა წავალ,
- ძალიან კარგი.
გიორგი გავაცილე და შხალის მისაღებად მივდიოდი როდესაც შევნიშნე რაღაც გასაღები ეგდო სავარძელსი, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე ნიკუშამ როგორც ყოველთვის რაღაცეები აქეთ-იქეთ მიმოფანტა თქო და იმდღევანდელ ამბებთან დაკავშირებული ფიქრებით შევედი აბაზანაში.
როგორც ყოველთვის აბაზანაში ვმღეროდი წყლის ხმა და ჩემი სიმღერა არ მომცემდა იმის საშუალებას, რომ ბავშვის ტირილი ან ვინმეს შემოსვლა გამეგო.
აბაზანიდან ტილოშემოხვეული გამოვედი გავიარე სასტუმრო ოთახი, ერთი კი სევამჩნიე ის გასაღები იქ არ იყო, მაგრამ რატომღაც არც ამას მივაქციე ყურადღება. საძინებელსი თმის შრობის პროცესში შევედი, გამოვაღე კარადა , გამოვიღე სუფტა საცვლები, ნიკუშას ეძინა, ამაყად დავაპირე ტილის მოხსნა, ორი თითით მეკავა, როდესაც შეშინებულმა სარკეს გავხედე, რომელსიც გიორგი დავინახე.
ერთი კი წამოვიყვირე, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ?
- აქ რას აკეთებ !
- ნუ ყვირი ძლივს დავაძინე.
- ვინ დააძინე, დაბნეულმა ვიკითხე.
- ვინ და ნიკა.
- გაიღვიძა ?
- აბა ისე როგორ დავაძინებდი თუ ეძინა ?
- აქ რას აკეთებ, გამოდი მეორე ოთახში.
- კარგი...
თმა კარგად გამშრალებული არ მქონდა ჯერ ისევ წურწურით ჩამომდიოდა წყალი...
ცხელოდა ძალიან ცხელოდა, მაგრამ მე ხელები მაინც გამეყინა გიორგის დანახვაზე.
- აქ რას აკეთები
- გასაღები დამრჩა სახლის, როდესაც დავაკაკუნე არ გამიერ შემდეგ კი ფანჯრიდან გადმოვძვერი.
- მოკლედ ფანჯრიდან გადაძრომა გადმოძრომაში მაგარი ხარ რა..
- ბავშვს რომ ძინავს მაშინ რატომ შედიხარ აბაზანაში?
- აბა როდის შევიდე როცა სახლში აქეტ-იქეთ დაბორიალობსი ერთხელ რამის სახლი გადაწვა ამ ბავშვმა.
- . . . (გაეცინა)
- რა გაცინებსი!
- არაფერი.
- და მაინცი
- ისევ ისეთივე ბავშვური და საყვარელი ხარ როგორიც მაშინ……
გიორგიმ ერთი თავისებურად ალმაცერად გამომხედა და მე ზველებური სიყვარული წამომაწვა კეფაში, ერთი მძიმედ ამოვისუნთქე და ჩემი წითელი ტილოც ჩამძვრა…
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 679 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]