მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მესამე | ))
12:19
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მესამე | ))
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, პირში ენა აღარ მედო, იმხელა გამარტყა მამაჩემმა თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმოვყარე.
ჯერ ბათუმში ჩავედით სადაც ნათიასაც მოხვდა დედამისისგან, ჩემებმა მხოლოდ ის იცოდნენ, რომ გავიპარეთ, მაგრამ სად რატომ, ვისთან ერთად არსცოდნიათ, რომ გაეგოთ ალბათ იქვე მომკლავდნენ. Aრ ვიცი რა ვუწოდო მათ მშობლები თუ ჩემი მტრები, დედაჩემს გაჭრილი ვაშლივით რომ არ ვგავდე ვიფიქრებდი ნაშვილები ვარ მეთქი. ცემი ცხოვრება მაშინ აი იქ დამთავრდა სადაც ჩემმა თვალებმა ჩემები დაინახეს, ჩემს მეუღლეს მომაშორეს.
-ეხლავე გაემზადეთ, ორივე შენც და ნათიაც! თბილიში მივდივართ, მე არ დავუშვებ თქვენ დაუსჯელები დარჩეთ.
-. . .
-რას დგეხართ, გაეთრიეთ ეხლავე და ბარგი ჩაალაგეთ !!
მე და ნათია ერთმანეთს ვუყურებდით და ხმას ვერ ვიღებდით. მამაჩემის ღრიალმა გამოგვაფხიზლა და ბარგი ჩავალაგეთ. ჩემი ტელეფონი იქ დარჩა, თითქოს ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ ხდებოდა.
ნახევარ საათში ჩვენ უკვე მანქანაში ვიჯექით, მამაჩემი კი ბიძაჩემს, ელაპარაკებოდა. გზაში არცერტს ხმა არ ამოგვიღია, უბრალოდ ვიჯექით და ვტიროდით, მარჯვენა ხელზე ჯვარდაწერილ ბეჭედთან ერთად ოქროს ძველებურ ბეჭედს ვაკვირდებოდი, რომელიც გიორგის ბებიამისმა მისცა მან კი მე მაჩუქა. ბეჭდები მამაჩემმა ვერ შეამჩნია, სასწრაფოდ მოვიხსენი და კისერზე ოქროს ცეპზე ჩამოვიკიდე, ჯვართან ერთად. Gორს ვუახლოვდებოდით, როდესაც მამაჩემმა მითხრა, რომ მის ძმასთან, რომანთან საფრანგეთში გამიშვებდა და ამ ჩირქს რომელიც ოჯახს მე და ნათიამ ვცხეთ კარგა დიდი ხნის განმავლობაში გამოვისყიდიდით. Oრივემ ტირილი დავიწყეთ, მაგრამ ვერაფერს ვუშველიდით.
მამაჩემი არ ხუმრობდა, ჩავედით თუ არა თბილისში მაშინვე დაიწყო საბუთების მომზადება, სამსახურეობრივმა გავლენამ გამოგზავნილმა მოწვევამ და რამოდენიმე ათასმა ევრომ, ყველაფერი მამაჩემის სასარგებლოდ სემოაბრუნა და ერთ კვირაში უკვე უნდა გავმგზავრებულიყავი.
გიორგისგან არაფერი გამოგია, ან როგორ გავიგებდი ? მისგან ერთადერთი რაც დამრჩა ეს ორი ბეჭედი იყო, რომელიც კისერზე მეკიდა, სახლში ტელეფონები გათიშული იყო, მთელი ერთი კვირა გამოკეტილები ვიყავით და მამაჩემის და ატირებული და განერვიულებული დედაჩემის ისტერიკებს ვისმენდით.
29 აგვისტოს ჩვენი რეისი მიფრინავდა, ჩვენ კი სახლში ვიყავით გამოკეთილები, სიტყვას ვერ ვიღებდით.
- ირმა, მოდი როგორმე გავიპაროთ, ხვალ მარიამობაა, როგორც ყოველთვის რესტორანში წავლენ.
- შენ ყველაფერი ესე ადვილი გგონია ? ერთი მითხარი მეხუტე სრთულიდან სად უნდა გაიპაროი
- ჭკვიანი ჩვენშორის შენ ხარ.
- ეჰ. ღმერტო ნეტავ გამაგებინა გიორგიმ რა იფიქრა იან ეტყოდა თუ არა ბებიამისი იმას რაც სინამდვილეში მოხდაი
- მ სკლეროზიან ქალს რა ემახსოვრებოდა, ალბათ ჰგონია, რომ ჩვენი ნებით წავედით.
ოცდარვა აგვისტო გათენდა როგორც ყოველთვის ჩემები დილით ადრე გავიდნენ.
ჩემი ერთი ნაცნობი ჩემს გვერდით ფანჯარასთან დავინახე, ვთხოვე ტელეფონი ეთხოვებინა.
როგორც იქნა ტელეფონი ხელში ჩავიგდე. Mაგრამ ნეტავ არც გამომერთვა.
აკანკალებული ხელებით ნომერი ავკრიფე და ზარიც გავიდა.
-ალო გისმენთ..
-უკაცრავად გიორგის სთხოვეთი
-რომელი ხარ შვილოი
-…
ტელეფონი გავთიშე.
ჩემს ნომერზე დავრეკე, იგივე ქალბატონმა მიპასუხა.
-ალო
-ალო, უკაცრავად თუ შეიძლება გიორგის სთხოვეთი
-შვილო, შენ ალბათ ირმა ხარი ცუდი ამბავი მოხდა ძალიან, ნუთუ არ გაგიგიათი Gიორგი თავისი მოტოციკლეტით მეგობართან ერტად ავარიაში მოყვა. Oჯახი დაგვღუპა…
-…
ამის შემდეგ არაფერი გამიგია, ტელეფონი დამივარდა და ღრიალი დავიწყე. ნათიას ვებღაუჭებოდი და ვეხვეწებოდი გინდა თუ არა მითხარი, რომ მატყუებენ მეთქი, ის კი მეკითხებოდა რა მოხდაო.
თვალებში ბურუსი გადამეკრა, სული შემეხუთა, ყელსი ბურთულა ამომაჯდა, საკუთარი სუნთქვა ყურებში მესმოდა თითქოს გულში დანა გამიყარეს, ძირს დავეცი და იატაკზე დაგდებულ ძვირადღირებულ ნოხს ვებღაუჭებოდი, ვბღაოდი, ნათია ყველაფერს მიხვდა.
ტელეფონს ხელი დავლო და იგივე ნომერზე გადარეკა, ტელეფონი უკვე პასუხობდა, რომ აბონენტი მიუწვდომელი იყო.
-დაწყნარდი ირმა, იქნებ არაა ეს სიმართლე ?
-კარგი რა ნათია, ვერ ხედავი ღმერთს ჩემი ბედნიერება რომ არ უნდა ?
-არა არა! რწმენას ნუ დაკარგავ, დამიჯერე.
-ნათ მითხარი, მითხარი, რომ მომატყუეს, გთხოვ, გთხოვ გემუდარები. ჩემი სიცოცხლე, მეუბნებოდა წამოდი ჩემთან ერთად გული ცუდს მიგრძნოსო. Mისმა საყვარელმა მოტოციკლეტმა დაღუპა, ღმერთო ღმერთო… მეც წამიყვანე.
-დაწყნარდი ირმა , გოგო რას აკეთებ იქნებ არაა მარტალი.
-მართალია ალბატ, რატომ მომატყუებდნენ.
თვალზე ცრემლი შემაშრა, ჩემი ტანსაცმელი ამოვქექე და შავები ჩავიცვი და დავიფიცე, რომ აღარასოდეს გავიხდიდი.
საღამოს დედაჩემი და მამაჩემი მოვიდნენ, მამაჩემი კარგა მაგრად გამომთვრალიყო და თავის ოქროს საატს სიამოვნებით ათამაშებდა ხელში, კარები გამოაღო და შემოგვხედა.
-აბა მივდივართ ხვალ აქედანი თქვენი დედა…
-. . .
-Aბა ეხლა იცანცარეთ და იარეთ თქვენს ჭკუაზე…
- . . .
-გავიგე იმ ბიჭებს რაც მოსვლიათ, ვინები იყვნენ მე მაგათი . . . მამიდაშენმა დამირეკა, ჩატვალე, რომ დღეს კარგ ხასიაზე ვარ და მაგიტომ არ გაგილამაზე ეგ აცანცარებული თავი.
-გაეთრიე აქედან, შენ რა კაცი ხარ , მამა კიარა სატანა ხარ ვის რაში სჭირდება შენი ჭუჭყიანი ფული და სწავლა, როსა თვითონ არაკაცი ხარ.
ცხოვრებაში მე მამაჩემისთვის ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს, პირიქით, ყოველტვის თვალს ვხუჭავდი მის არაკაცურ საქციელებზე, იმაზეც როგორ სცემა ერთი-ორჯერ დედაჩემი იმ დრეს კი ამომასხა და მთელი ბოღმა ამოვიყარე. შამაგიეროდ ისე ძალიან მცემა ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, თავთი ორჯერ ის მსუფანი ხელიშემომარტყა და კედელს მიმახეთქა, ვინ მიგდიხარ ლაწირაკო ესე რომ მელაპარაკებიო, ჩვენი მეზობელი ჟორა რომ არა ალბათ სემოვაკვდებოდი კიდეც.
მოკლედ მეორე დრეს დილაადრიან მაინც გაგვაგზავნეს, სახე ჩალურჯებული მქოდა მთლიანად. ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდა დაკარგული.
პარიზში ჩაფრენილებს ბიძა ბიცოლა და ბიძაშვილები დაგვხვდნენ.
ორი დღის უჭმელს და კარგა ნაბეგვს გული წამივიდა სახლამდე გზაში, ბიცოლაჩემი ბავშვთა ექიმი იყო და დიაგნოზი სწრაფადვე დამისვა.
სავარაუდოდ ტვინის შერყევა მქონდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 720 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]