მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მერვე | ))
12:39
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მერვე | ))
ამბობენ ადამიანს ის ეჩვენება რაც ელანდებაო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ არ მომეჩვენა, თუმცა სანამ თვალები ნორმალურად გავახილე და წამოვჯექი პალატაში აღარავინ იყო, წითელივარდები იყვე მაგიდაზე დავიბახე.
ნახევარ საათში ნათიაც მოვიდა.
- ნათია, მე ის ვნახე.
- ვინ ის მამაშენი?!
- არა, არა!
- აბა ვინ ნახეი
- გიორგი, აი ის წითელი ვარდები მან მოიტანა, დარწმუნებული ვარ.
- რა ირმა მოგეჩვენა ალბათ პირადად მე გამოვატანე მედდას.
- რააი ესეიგი მომეჩვენაი
- ვიცი ჩემო მშვენიერო გიჭირს იმის წარმოდგენა, რომ გიორგი შენთან ერთად არაა, მაგრამ მე ვარ შენთან შენი შვილია შენთან.
ნათიას სიტყვებმა თითქოს დანა გამიყარეს გულში, ზეწარი გადავიფარე და შეკავებული ცრემლები გადმოვყარე.
- კარგი რა, ნუ ტირი.
- არ ვტირი.
- გინდა ბავშვი შემოვაყვანინოი
- კი მინდა აბა არ მინდაი ნორმალურად არც კი მინახავს.
- კარგი, გავალ და ორ წუთში აქვე გავჩნდები.
თითქოს არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ მომელანდა წამოდგომა ვცადე მაგრამ ვერ შევძელი, რტული მშობიარობის გამო ჯერ ისევ სუსტად ვიყავი და ნორმალურად ვერც კი ვინძრეოდი.
- აბა ჩვენი დედიკო როგორ არისი
- კარგად ექიმო, თავადი
- კარგად შვილო, აბა როგორ ხარ მითხარი? მუცლის არეში ტკივილს ხო მარ გრძნობ ისევი
- განძრევისას მტკივა ისევ.
- ეგ ნორმალურია ერთი კვირა ტკივილები დაგრჩება, მაგრამ წესით უნდა იკლოს და არა გაძლიერდეს, ზეგ გაგწერთ აქედან, მაგრამ ერთ კვირაში კონსულტაციაზე მაინც უნდა მობრძანდეთ, ეხო გადავიღოთ, რამე ნარჩენი რომ არ დარჩეს.
- კარგით, აუცილებლად მოვალ.
- შვილო და კიდე რაზე მინდოდა საუბარი, თანხასთან დაკავშირებით.
- ვიცი ექიმო, მაგრამ დამიჯერეთ როგორმე დავფარავ.
- ჩემზე არაა დამოკიდებული, ნეტავ შემეძლოს დახმარება.
Aხალმა საფიქრაალმა ჩემი ?’მოჩვენება’’ გადამავიწყასავით, ნახევარი თანხა ჯერ კიდევ დასაფარი მქონდა, სახლსი კი მქონდა ბიძაშვილებისა და ბიძის მოცემული ფული, მაგრამ მისი დახარჯვა არ მინდოდა, რადგან ბავსვისთვის ელემენტარული ტანსაცმელიც არ მქონდა.
18 მაისს დღეს, როდესაც საავადმყოფო უნდა დამეტოვებინა, მორიგე ექიმი შემოვიდა და მითხრა, რომ ანგარიში გაბათილებული იყო და წასვლა შემეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ მოვითხოვე გამეგო ვინ დაფარა სრულიად გადასახდელი თანხა არ გამიმხილეს, მივიჩნიე, რომ თანხა ჩემმა მასპინძლებმა დაფარეს.
სახლში მისულს საოცრება დამხვდა, ჩემი მოსწავლეები ფერადი ბუშტებით დამხვდნენ, საჩუქრად კი ბავშვის საწოლი მოეტანათ, თავი ისე მაგრძნობინეს თითქოს საკუთარ ოჯახში დავბრუნდი დაღლილი ვიყავი და მალევე ჩამეძინა.
დღე დღს მისდევდა, ჩემი პატარა ლაზარე კი იზრდებოდა და იზრდებოდა.
მალევე ჩამოცხა ივნისში უკვე პაპანაქება სიცხე იყო, ერთ დღესაც ბავსვი დასაძინებლად გავიყვანე, ფანჯარა ღია დავტოვე, ბავშვთან ერთად მეც ჩამეზინა, ვიგრძენი ვიბრაცია იატაკზე, მაგრამ უკან არ გამიხედავს, ვიფიქრე აივანზე ვიღაცამ გაიარა მეთქი ძილი გავაგრძელე.
დაახლოებით დილიდ ექვს საათზე აცივდა და შემაჟრჟოლა, ადგომა დავაპირე, როდესაც ფანჯრის მიჯახუნების ხმა გავიგე შეშინებული წამოვხტი და გავიქეცი ფანჯრისკენ, დავინახე ახალგაზრდა მაღალი კაი რომელიც ზურგით მიდიოდა და გადაძვრა, დავუძახე მაგრამ არ ამოიხედა.

შემდეგ ღამეს სპეციალურად არ დავიძინე და ფანჯარასთან დავჯექი, ბავშვის ხშირი გაღვიძების და ტირილის გამო ჩამეძინა, იგივე განმეორდა, მაგრამ მე ვერ ვიგრძენი, მანამ სანამ ვიღაცამ არ ჩამჩურჩულა ადექი გაიღვიზე გაცივდებიო. ნამდვილად აღარ მელანდებოდა, ჩემს წინაშე იდგა სრულიად განსხვავებული გიორრგი, რომელიც აღარ ჰგავდა იმ პატარა ბიჭს, რომელსაც მე ცოლად გავყევი, სრულიად დაკაცებული და დასერიოზულებული ჩანდა, სახეზე მომეფერა და შიშის ცრემლები მომწმინდა.

ფეხზე წამოვდექი და ჩავეხუტე, ერთმანეთს ვაკოცეთ და შემდეგ ჩავეხუტეთ.
ვგრძნობდი რომ დაძაბული იყო, მაგრამ რატომ არ ვიცოდი, თვალებში ვუყურებდი მაგრამ უშედეგოდ ვეღარ ვცნობდი, მაგრამ ვხედავდი იგივე სიყვარულს , რომელიც მაშინ დავინახე როდესაც ცოლობა მთხოვა.
მრავალთვიანი განმარტოვების სემდეგ როგორც იქნა ვნახე და ნამდვილად დავიჯერე, რომ ცოცხალი და უვნებელი იყო.
ხელში ამიყვანა და მითხრა.
- ნურაფერს მკითხავ გთხოვ. უბრალოდ მითხარი , ისევ ისე გიყვარვარი
- ღა სინდისით მეკითხები მაგას შენს გამო ჯერ კიდევ არ გამიხდია შავები მეგონა სამუდამოდ დაგკარგე.
- შანამ ცოცხალი ვარ შენ მე არ დამკარგავ, უბრალოდ რაღაცეებია მოსაგვარებელი. ეს თქვა და ნერვიულად გაიხედა.
- ირმა …
თქვა ჩემი სახელი და მაკოცა. ის ღამე ჩემთან ერთად გაატარა. Iსევ ვიგრზენი რომ ვიყავი ქალი და სასურველი ცოლი….
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 676 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]