მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეორე | ))
12:12
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეორე | ))
ძალიან ძნელია ფსიქოლოგიურად გააცნობიერო ის რომ ვიღაცა უცნობს იმის გამო უნდა აკოცო, რომ ეგრეთწოდებული იფუმფლო’ არ გამოხვიდე, ეს ის ასაკია , როდესაც გოგოშიც და ბიჭშიც ყველგან ქარიზმაა, მაგრამ მე სულ სხვანაირი ვიყავი, კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, რომ მე ესე მსურდა, რადგან მშობლები წმინდა წყლის ქართველები იყვნენ, ჩემს უსაქციელობას ნამდვილად არ მაპატიებდნენ, ერთი სიტყვით აჯობებს დასკვნა გამოვუტანო იმ სიტუაციას, რომ მე საკუთარ თავს არ ვიცნობდი.
დღესაც მახსოვს ის კოცნა, როგორ მომიახლოვდა, და ნაზად მაკოცა, ისე , რომ ბოლოს ყველა იმას ამბობდა გეყოთო, მსგავსი რამ ცხოვრებაში ყოველთვის არ ხდება, იმ წამს ჩემს გარშემო თითქოს ყველაფერი გაუჩინარდა, დავრჩით მხოლოდ მე ის და ზღვა, რომელიც წყნარიც და ბობოქარიც იყო.
-რა გქვიათ
-…
-კარგი რა ნუ მორცხვობ , არ გინდა ვიცი, რომ პირველად.. და მე მომიხდა შენი პირველი კოცნის მითვისება, მაგრამ ეგ არაფერი. ნუ დაიმორცხვებ. Mემგონი რაღაცა საინტერესოს თამაშობთ, მეც მინდა შემოგიერთდეთ.
-რა პრობლემაა ძმა, კეთილი იყოს… გიორგი. და ხელი გაუწოდა.
-მეც გიორგი ვარ, აბა ვთამაშობთი
-ვთამაშობთ, მოკლედ წესები ადვილია, დაატრიალე და აკოცე…
ორმა გიორგიმ ერთმანეთს ადვილად გაუგეს.
აი რაც შეეხება ჩემს ემოციას და ქმედებას, მართლა შემიძლია ვთქვა, რომ პირველივე ნახვით შემიყვარდა გიორგი.
ვგრძნობდი, არც გიორგი იყო ჩემს მიმართ გულგრილი, რადგან ყოველ ერთ ამოტრიალებულ კარტზე და ქულაზე კმაყოფილების ნიშნად გადმომხედავდა და მიცინოდა.
-მე უნდა წავიდე.
-აუ კარგი რა ირმა ჯერ მხოლოდ ათი საათია.
-თავი მტკივა, მინდა გავისეირნო, თუ გინდა დარჩი შენ და ერთ საატში მოგაკითხავ.
-კარგი.
იქაურობა დავტოვე სული მეხუთებოდა, შინაგანად მაკანკალებდა, ეს ამბავი რომ ჩემს მშობლებს გაეგოთ ნამდვილად გადამასახლებდნენ, ვნანობდი თამაშს მაგრამ არა კოცნას, თითქოს ამ ერთმა ადამიანმა ჩემში რევოლუცია მოახდინა და დემოკრატიზმი გააღვიძა, რომელიც დამარხული მქონდა.
ვიგრძენი ჩემს იქიდან წამოსვლას ჩემს გარდა თამაშს სხვაც გამოაკლდა, მაგრამ პრინციპულად თავი არ მივაბრუნე.
სანაპიროს ზოლს მივუყვებოდი, როდესაც გიორგიმ კენწი მესროლა და უკან მიმახედა. Mსგავსი რამ სხვას რომ გაეკეთებინა არ ვიცი ალბათ საშინლად ვანანებდი მე კი ვედექი და უბრალოდ მოწყებით, მაგრმ მაინც ბედნიერი თვალებით შევცქეროდი.
-მოიცადე, სად მიიპარები, მეც შენსკენ მოვდივარ.
-არ მივიპარები, მივსეირნობ.
-კარგი რა მე ნუ მასწავლი მიიპარები თუ მისეირნობ, იმიტომ მიდიხარ, რომ თვალს ვერ მისწორებ.
-ცდები.
-ვიცი რომ არ ვცდები, ამ ყველაფერს შენი სიწითლეც მეუბნება.
-არაა გასაკვირი, რა გავაკეთეი ვიღაცა უცხოს ვაკოცე, თან რისთვისი არაფრისთვის ! მეჩქარება უნდა წავიდე.
-არ გეჩქარება, ნათიას უნდა მიაკითხო როგორც მახსოვს.
-კარგი მეხსიერება კი გქონია.
-მეხსიერებას ნამდვილად არ ვუჩივი, ისე აქ რამდენი ხნით ხარ ჩამოსული?
-ორი კვირით.
-რატომ ესე ცოტაი
-ჩვიდმეტში დაბადების დღე მაქვს დღეს კი უკვე რვაა.
-რამდენი წლის ხდებიი
-ჩვიდმეტის.
-ესეიგი ოქროს დაბადების დღე გაქვსი
-დიახ.
-რა კარგია, თუ აქ დარჩები გპირდები ოქროს გაცუქებ.
-არ დავრცები.
-კარგი ვიხუმრე, ნუ მიბრაზდები.
-არ გიბრაზდები...
-თელეფონი გაქვს ?
-მაქვს
-ნომერი მომეცი და როდესაც დაგჭირდები დამირეკე და დაგეხმარები...
ნომრები გავცვალეთ, იმდროინდელ ჩემს ძალიან მაგარ ტელეფონში გიორგის ნომერი გოგოს სახელთ ჩავწერე.
მე და გიორგი ძალიან დავახლოვდით, სულაც არ იყო ისეთი ცანცარა, როგორიც თავიდან მეგონა, პირიქით გავიგე მისი ძალიან ბევრი დაბებითის შესახებ. მაგალითად ის რომ მხატვარი იყო და თან მშობლების დაჟინებული თხოვნით ეკონომიკის ფაკულტეტსაც შეისწავლიდა მეორე კურსზე გადადიოდა.
ასევე არაჩვეულებრივად მღეროდა და ფანდურზეც უკრავდა.
თხუთმეტ აგვისტოს სიყვარულში გამოვუტყდით ერთმანეთს…
დაჟინებული ხვეწნა-მუდარით ჩემი მშობლები დავითანხმე, რომ ბათუმში დავრჩებოდი ჩემს მამიდასთან , სულ დამავიწყდა მეთქვა, ნათია ჩემი მამიდაშვილია, მაგრამ მამიდაშვილი ოფიციალური ფორმაა, ჩემი დაქალია და დაზე მეტიც..
თექვსმეტ აგვისტოს მე და გიორგი ერთად სანაპიროზე ვსეირნობდით, ცუდი ამინდი იყო , მციოდა. გიორგიმ გაიხადა და თავისი ჟაკეთო მომახურა და გულსი ჩამიხუტა, ზუსტად ამ დრეს გადავწყვიტეთ ჩუმად დავქორწინებულიყავით , ჩემნაირი სერიოზული გოგოსგან დადებითი პასუხი აბლატ გასაკვირი იქნებოდა ამ ძალიან ბავშვურ საქციელზე, მაგრამ იმდენად მიყვარდა ყველაფერი მეორე პლანზე გადავიდა.
ჩვიდმეტი აგვისტო გათენდა მზე ანათებდა, დილით ადრე მე და გიორგი შევხდით, თან გვახლდა ნათია და გიორგის ძმაკაცი ირაკლი, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი მეჯვარეები.
ერთი ჩვეულებრი საზაფხულო თეთრი გრძელი სარაფანი მეცვა, მაგრამ თავს ყველაზე ლამაზად ვგრძნობდი. ჯვარი გიორგის მამაომ დაგვწერა, ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე.
ჩემი გათხოვების ამბავი მხოლოდ რამოდენიმემ იცოდა, ჩვენ და მეჯვარეებმა, მამაომ, და სანთლების გამყიდველმა.
მამიდაჩვენს შევუთანხმდით, რომ ნათიას ბებიასთან ჩოხატაურში წავიდოდით სამი დღით.
არავის არაფერი უეჭვია, არაჩვეულებრივი სამი დღე გიორგის სოფელში შუა სურებში გავატარეთ.
სურებშივე გვქონდა პირველი ურთიერთობა…..

მესამე დღეს არ ვიცი, როგორ მაგრამ ჩემმა მშობლებმა ამოგვაკითხეს, გიორგი და ირაკლი მდინარეზე იყვნენ წასულები მე ნათია და თევზს ვასუფთავებდით.
იქიდან ისე წამომათრიეს სიტყვა არ მათქმევინეს, მამაჩემმა მცემა კიდეც. ტუჩიდან სისხლი მდიოდა….
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 705 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]