მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 23 » – დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეხუთე | ))
12:28
– დაატრიალე და აკოცე | ნაწილი მეხუთე | ))
ავარიის შესახებ რაღაცეები გავიგე, ამბობენ, რომ ერთი გადარჩაო, მაგრამ არ ვიცი, ირაკლი გადარჩა თუ გიორგი, ამ ყველაფერს გავარკვევ.
- ვაიმე ნათია სული ამოფორიაქე ეხლა შენ მე, გთხოვ წადი გარეტ დღესვე და გიორგის ამბავი იკითხე, ნუთუ ცოცხალია
- არ მინდა ტყუილად დაგაიმედო, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ აქ სხვა ამბავია. კარგი რა არ ინერვიულო თავს მიხედე.
- დამირეკე გთხოვ ამ საღამოს, ან მე დაგირეკავ .
- კარგი ჩემო კარგო, თავს მიხედე, მომიკითხე ყველა.
- შენც მადიდაჩემი ჩამიკოცნე.
- კარგი, კარგად.
- კარგად.
საღამოც მალე მოვიდა მე ეკლებზე ვიჯექი, აფორიაქებული ვფიქრობდი
ტელეფონმა დარეკა.
- ირმა, ვიცი სულ მოუთქმელად ელოდი ჩემს ზარს, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, აქ ცუდი ამინდია დაყ ველა სახლებშია, იმედია ხვალ გამოიდარებს.
- რა მოიცდის ხავალამდე, კარგი ნათია გელოდები, იცოდე რამეს გაიგე და მაშინვე, ნებისმიერ დროს დამირეკე
ის ღამე თეთრად გავათენე, ვფიქრობდი და ვოცნებობდი გიორგიზე, ბავშვიც არანორმალურად ბორგავდა, თითქოს ცხრა თვემდე მიღწევას არც აპირებდაო.
საფრანგეთში საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და იძულებული გავხდი , ამ პრობლემებზე თავად მეზრუნა, რადგან საქართველოში წამოსვლა მანამ არ მინდოდა სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა რადგან ვიცოდი ჩემი მშობლები ამას ვერ აიტანდნენ და კიდევ უფრო დიდ 'ჩირქს' დაუძახებდნენ ჩემს შვილს, არადა მე არასრულწლოვანი ვიყავი ჯერ კიდევ, რასაც მოინდომებდნენ იმას გააკეთებდნენ.
დედაჩემი ვიცი მხარში ამომიდგებოდა, მაგრამ ბოლოს დიქტატორი მამაჩემის სიტყვა გადაწონიდა და ბავშვს მომასორებდნენ. Aრ ვიცი , შეიძლება ვცდებოდი ამას რომ ვფიქრობდი მასინ, მაგრამ ფეხმძიმე ქალი გაორმაგებულად ფიქრობს.
საბუთებთან დაკავშირებით ვერაფრი გავაკეთე, არალეგალურად ყოფნას ვერანაირად ვერ შევძლებდი, ერთადერტი გამოსავალი ის მრჩებოდა საქართველოში წამოვსულიყავი.
ესეც მოხდა.

ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში საქართველოში უკნა წამოვსულიყავი .
ჩემმა ბიძაშვილებმა მთლიანი ის თანხა მომცეს, რომელიც სეგროვილი ჰქონდათ, რაიცი როგორ დაგჭირდესო, ბიძაჩემმაც ორასი ევრო გამომატანა.
თბილისის აეროპორტში ვერ ჩამოვფრინდით, რადგან მარტის გიჟური ამინდი იყო, საშინლად წვიმდა, მოგვიწია ტბილისის თავზე ფრენა, ხოლო ბოლოს თურქეთში გადავფრინდით.
ღამე იქ ყოფნა მოგვიწია.
სტამბულში გავიცანი ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ლაზი აღმოჩნდა, რომ გაიგო ქართველი ვიყავი მითხრა თუ დაგჭირდე როდესმე დაგეხმარებიო, საკონტაქტო ნომერიც მომცა.
მეორე დღეს აირზენას რეისით გადმოვფრინდით.
აეროპორტში დედაჩემი და ბებიაჩემი დამხვდნენ.
მუცელს ვიმალავდი მაგრამ სად დავმალავდი ? გაკვირვებულები მიყურებდნენ, ბებიაჩემი ყიროდა ჩამიხუტა და თითქოს არც არაფერი მომხდარაო ისე მელაპარაკებოდა, ბებიაჩემს ხელები როგორც იქნა გავაშვებინე და დედაჩემს შევხედე, რომელიც ჩუმად ისე ტიროდა, რომ არავის შეემჩნია. Mივედი და ვკითხე შეიძლება ჩაგეხუტო თქო, გულში ჩამიკრა და აქვითინდა.
სანამ სახლში მივიდოდით ბებიაჩემთან წავედით, რატა გველაპარაკა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი სახლში არ იყო მაინც ბებიასთან ვამჯობინეთ წასვლა.
- დედა ვიცი, გაინტერესებს რა არის ეს მუცელი. მაგრამ…
- ირმა ვიცი, მამიდაშენმა მომიყვა ყველაფერი, რომ ვიღაცა ბიჭთან ერთად გაიპარე.
- სხვათასორის ის ბიჭი ჩემი შვილის მამაა, არ მოვითმენ მასზე აუგს. ბავშვს არ დაგითმობთ.
- შვილო შენ მე მონსტრი კი ნუ გგონივარ.
- ყოველთვის მამას ემხრობოდი დედა.
- ვიცი, მაგრამ ხომ იცი როგორი ხასიათი აქვსი
- არა დედა ამ ბავშვს არ მოვუწამლავ ცხოვრებას ისევე, როგორც მე მომეწამლა.
- ირმა იგივე შეცდომას უშვებ შვილო რაც მე დავუშვი.

დედაჩემისგან მართლა არ მოველოდი ამ სიტყვებს, ისეთი რამ მითხრა რამაც სინამდვილესი გამახარა კიდეც, გავიგე, რომ მე სულაც არ ვყოფილვარ ‘’მამაჩემის’’ შვილი.
მამაჩემს შევხვდი იმ საღამოსვე, ჩემდა გასაკვირად ბევრი არ უჩხუბია ერთი ორი წამოიყვირა და მითხრა თავში ქვა გიხლიაო.
საქარტვოლოს ჰაერი ჩემს პატარას ნამდვილად ესიამოვნა, მაგრამ სახლში ყოფნისას ჩემტან ერტად ბორგავდა.
2 აპრილს ბათუმში წავედი რადგან სამში ნათიას დაბადების დღე იყო და თან ძალიან მინდოდა ნათესავების ნახვა.
ბათუმში ჩასვლა ძალიან გამიჭირდა, მგზავრობა ვერ ავიტანე, მატარებელში ორჯერ რამის გული წამივიდა.
ბათუმში არაჩვეულებრივად დამხვდა ყველა.
ნათიას დაბადებისდღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს კარგი ამინდი იყო, ბულვარში გავედით ყველა სადაც საშინელება დავინახე, ვიცი ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ირაკლის დანახვა საშინლად არ მესიამოვნა, სკამზე ნერვიულად ჩამოვჯექი და ნათიას ხელით ვანისნე ის არ არის მეთქი? მანაც დამიდასტურა და მერე აღარ მახსოვს. . .
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 723 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]