მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 17 » ჩვენი მეგობრობა.. ჩვენი სიყვარული.. ((
09:22
ჩვენი მეგობრობა.. ჩვენი სიყვარული.. ((
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...

იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...

****

შენმა მეგობრობამ სული გამინათა,
გული გამითბო და სევდა გამიფანტა.
დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა,
ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა.
გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა,
ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა.
რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა
გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა
კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 712 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
momewona dzalian

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]