მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » ჩემი გული სამუდამოდ შენია [2]
20:43
ჩემი გული სამუდამოდ შენია [2]
დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე, ადგომაც არ გამჭირვებია, მიხაროდა რომ დღეს ნიკას ყველაფერს ვეტყოდი. დედას დავემშვიდობე და სკოლაში წავედი. რა ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ბედნიერება წამში გამიქრა როცა დავინახე როგორ მიდიოდნენ სკოლაში ნიკა და ნინი ერთად, მე თვალები ცრემლით ამევსო, რატომ... რატომ მიდის მასთან ერთად? ვფიქრობდი მე. ისინი რომ ერთად დავინახე ძალიან მეტკინა გული, მაგრამ მალევე დავწყნარდი და ერთხანს მოვიცადე რომ მათ არ დავენახე მერე კი გავაგრძელე გზა. კლასში სანამ შევიდოდი თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე, ღრმად ამოვისუნთქე და შევედი... აი ისევ ნინი და ნიკა. ნინი ნიკას მერხზე შემოსკუპებულიყო და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. გადავწყვიტე ჩემი რეაქცია არ მეჩვენებინა მათთვის. მათ მივუახლოვდი, ნიკამ როგორც კი დამინახა წამოდგა, მომესალმა და გადასაკოცნელად მოემზადა, მაგრამ მე ყურადღება არ მივაქციე და ნინის ვთხოვე ფეხები ჩამოეწია და ჩემი მერხისაკენ გავეტარებინე, ისიც არ შემომპასუხებია და გამატარა. დავჯექი და ქართულის წიგნი გადავშალე ვითომ ვკითხულობდი სინამდვილეში კი თხა და გიგოსავით დავჩერებოდი წიგნს და ბოღმა მახრჩობდა. რატომ იქცეოდა ნიკა ასე?? ეს კითხვა სულ თავში მიტრიალებდა, ნიკასთვის არც შემიხედავს. 
ზარი დაირეკა და ნინიმ თავისი ადგილი დაიკავა მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ „ ყურები აქ დატოვა " 
-მარი რა გჭირს? მკითხა გაკვირვებულმა ნიკამ
-არაფერი რა უნდა მჭირდეს? ცივად ვუპასუხე მე.
-აბა ასე რატომ ხარ? ხმას არ იღებ და არც მომესალმე.
-არაფერი არ მჭირს!
-რაღაცის თქმა გინდოდა მგონი ჩემთვის. მარის გაახსენდა რის თქმასაც აპირებდა და უფრო ეტკინა გული.
-არაფერი სხვა დროს გეტყვი.
ამასობაში მასწავლებელიც შემოვიდა და ნიკაც გაჩუმდა. მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოგვიღია. დასვენებაზე სცადა ჩემთან გამოლაპარაკება მაგრამ ამაოდ. ამ სიტუაციით კი ნინი კარგად სარგებლობდა და ნიკას გვერდიდან არ შორდებოდა. მთელი დღის განმავლობაში მაკვირდებოდა ნიკა, რამდენჯერმე იმ დროს მომიწია შეხედვა როცა მიყურებდა და თვალი ავარიდე. სკოლის შემდეგ არც დავლოდებივარ ისე გავედი სკოლიდან, მაგრამ ვიღაცამ მკლავში მომკიდა ხელი და გამაჩერა.
-მარი რა გჭირს მითხარი იქნებ დაგეხმარო. პასუხად კი სიჩუმე.
-აჰა ესე იგი ლაპარაკზე უარს აცხადებ არა? გააგრძელა ისევ ნიკამ. კარგი ეგრე იყოს, არ ვიცი რა გჭირს ჩემთან ლაპარაკიც არ გინდა და მგონი არც სახლში გინდა ჩემთან ერთად წასვლა, მაგრამ მე მაინც შენთან ერთად წამოვალ შენ კი თუ გინდა ხმა არც კი ამოიღო, მაინც არ მომწყინდება შენს გვერდით. ეს თქვა ნიკამ და მივხვდი რომ დაამთავრა ლაპარაკი ამიტომ გზა გავაგრძელე, ის კი მომყვებოდა და ხმას არ იღებდა. შეიძლება ბავშვივით ვიქცეოდი მაგრამ ვერ ვხუჭავდი თვალს ნანახზე და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა.
სახლში რომ შევდიოდი ვგრძნობდი რომ ნიკა უკან იდგა და თვალს არ მაშორებდა, ამიტომ არ მინდოდა უკან გახედვა. სახლში შევედი და დედა შემომეგება, მას არ გამოპარვია ჩემი ცუდი განწყობა და იმ წამსვე მკითხა:
-მარი რა გჭირს, ცუდად ხარ?
-მე თავი ვერ შევიკავე და ცრემლები ჩამომცვივდა. დავჯექი და დედას ყველაფერი მოვუყევი, ვუამბე ნიკას ნათქვამზე, ჩემს გრძნობებზე და დღევანდელზეც. მერე კი გავჩერდი და დედას პასუხს დაველოდე.
-დაწყნარდი დეე არ იდარდო, თუ მართლა უყვარხარ ნიკას თვითონ მოვა შენთან და ნინისაც თავს დაანებებს. მე მოვეხვიე დედას და ისევ ავტირდი.
იმ დღეს ნიკასგან ბევრი შეტყობინება მომივიდა ყველა ერთი შინაარსის იყო, მაგრამ არცერთზე არ მიპასუხია.

მეორე დღეს სკოლაში ადრე წავედი რომ გზაში ისევ ნიკას არ შევხვედროდი. კლასში რომ შევედი ბავშვები კიდევ არ იყვნენ მოსულები, მე ჩემი ადგილი დავიკავე და ისევ ფიქრი დავიწყე, მალე ბავშვებითაც აივსო კლასი ნიკა და ნინი კი არსად ჩანდნენ. მე ეს არ მესიამოვნა და ორმაგად ცუდად გავხდი. გაკვეთილების შემდეგ გადავწყვიტე იმ ადგილას წავსულიყავი სადაც ადრე ნიკამ წამიყვანა და მარტო ვყოფილიყავი ცოტა ხნით მაინც. იმ ადგილს რომ მივუახლოვდი შორიდან ვიღაც შევამჩნიე, რომ მივუახლოვდი ვიცანი... არა ეს ნიკა არ იყო ეს ნინი იყო. ნინიმ დამინახა და გაოცებული მიყურებდა.
-ნინი აქ რა გინდა? ვკითხე მე
-არაფერი ისე გამოვედი.
-და ამ ადგილის შესახებ საიდან იცი? 
-ნიკამ მომიყვანა აქ და მაჩვენა ძალიან მომეწონა და ახლა ხშირად დავდივარ აქ. და შენ საიდან იცი ეს ადგილი? ახლა მე მკითხა
მე პასუხიც არ გამიცია ისე მოვბრუნდი და წამოვედი. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გავბრაზდი, გული მეტკინა. და ახლა ნიკას დანახვაც არ მინდოდა, მან ყველაფერი მომატყუა, მომატყუა რო მოვწონდი, რომ ის ადგილი მარტო მე მაჩვენა და ვინ იცის კიდე რამდენი რამ მომატყუა. სახლში წავედი და ოთახში ჩავიკეტე. ხვალ შაბათი იყო და გაკვეთილებიც არ მქონდა მოსამზადებელი ამიტომ დაძინება გადავწყვიტე. 
შაბათ დილას გვიან გავიღვიძე. ქვევით ჩავედი, ვისაუზმე, მე და დედამ ვილაპარაკეთ და მერე ისევ ზემოთ ავედი, მაგრამ მალევე დედას ძახილი შემომესმა
-მარი ჩამოდი შენთან არიან... 
მე გამიკვირდა და ერ მივხვდი ვინ უნდა ყოფილიყო, ქვევით ჩასულს კი ნიკა დამხვდა. 
-მარი... დაიწყო მან.
-არა ნიკა.. შევაწყვეტინე მე, არ მინდა შენთან ლაპარაკი და გთხოვ წადი, ეს ვთქვი და ისევ ზემოთ ავედი. ფანჯრიდან ვხედავდი ნიკა როგორ მიუყვებოდა გზას. გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მოვხვეოდი და მეთქვა რასაც ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ ასე ჯობდა, ფანჯარას მოვშორდი და საწოლზე ჩამოვჯექი.
შაბათ კვირამ მალე გაიარა და ორშაბათსაც ადრე წავედი სკოლაში. კლასში იმის იმედით შევედი რომ არავინ იქნებოდა ჯერ მოსული რადგან ძალიან ადრე იყო, მაგრამ კლასში შესულს ერთადერთი ბავშვი დამხვდა, ეს ნიკა იყო. მე გამიკვირდა, მაგრამ გზა გავაგრძელე და ჩემი მერხისაკენ წავედი, ნიკას გვერდი ავუარე, მაგრამ მან მკლავში ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა.
-მარი არ დაიღალე? არ მოგბეზრდა ეს „ ბუტიობა "? ვერ ვხვდები რა გჭირს, ხომ იცი რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ და ასეთი საქციელით გულს მტკენ
-ხოდა წადი და ნინი მოგიშუშებს იარებს. ვეღარ მოვითმინე და პირში მივახალე ნიკას. მან კი ერთხანს მიყურა მერე კი სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს? მგონი არაფერი მითქვამს სასაცილო.
-ეჭვიანობ. მითხრა გაბრწყინებული თვალებით მან.
-ვეჭვიანობ? რა სისულელეა ვიუარე მე
-კარგი რა მარი არ გინდა ტყუილი თვალებზე გეტყობა რომ ეჭვიანობ. 
-ხო ნიკა, ვეჭვიანობ -არ დავმალე მე-ვეჭვიანობ და ვბრაზდები როცა ნინისთან ერთად გხედავ. გული მეტკინა როცა მასთან ერთად დაგინახე სკოლისკენ მომავალი, და საერთოდ გული მტკივა როცა მასთან ერთად ხარ.
- თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი რომ ეს ყველაფერი ნინის უკავშირდებოდა. მარ ჩემო სულელო გოგო მასზე როგორ იეჭვიანე იმ დღეს გზაში შემხვდა შემთხვევით და ერთად წამოსვლა შემომთავაზა მე უარი ვერ ვუთხარი.
-და იმ ფაქტს როგორ ახსნი რომ მან ის ადგილი იცის სადაც მე წამიყვანე და მითხარი რომ მარტო მე მანახე ის ადგილი?
-ეს მართლაც ასეა, მე არც ვიცი საიდან იცის ის ადგილი ნინიმ.
-მან კი მითხრა რომ იქ შენ მიიყვანე -არ ვწყნარდებოდი მე 
-ჩემი თუ არ გჯერა მოდი ნინის დაველაპარაკოთ ერთად და ვნახოთ რას იტყვის ამასთან დაკავშირებით, ჩემი თანდასწრებით ვერ მოიტყუება.
-კარგი, დავთანხმდი მე. 
გაკვეთილების განმავლობაში იმაზე ვფიქრობდი თუ რა შეიძლება ეთქვა ნინის. ნუთუ ის მართლა იტყუებოდა და ნიკა არაფერში არ იყო დამნაშავე? 
გაკვეთილების შემდეგ ნიკამ ნინის კლასში თხოვა დარჩენა და ისიც სიხარულით დასთანხმდა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 714 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]