მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » ჩემი გული სამუდამოდ შენია [1]
20:34
ჩემი გული სამუდამოდ შენია [1]
12 იანვრის საღამო, ჭექა ქუხილი, კოკისპირული წვიმა. ქუჩაში არავინ ჩანდა ან ვის რა უნდოდა ასეთ ამინდში გარეთ... ქუჩაში მხოლოდ მე მივდიოდი ქოლგით ხელში და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი შინ, რადგან ძალიან ციოდა. წვიმამ მოუმატა და წვიმის წვეთების გახშირებასთან ერთად მეც მოვუმატე ნაბიჯებს... ხო მართლა მე მარი ვარ, 17 წლის, სკოლის მოსწავლე, სკოლაში საახალწლო არდადეგები გვაქვს და ვისვენებთ, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში მთავრდება თავისუფლება და იწყება ისევ სკოლა... დავუბრუნდეთ ისევ თავდაპირველ სიტუაციას... წვიმა არ ჩერდებოდა და მეც მივიჩქაროდი სახლისკენ, მაგრამ არც ისე ახლოს ვიყავი და ჯერ კიდევ მომიწევდა კარგა ხანს სიარული. მივაბიჯებდი და ვუცქერდი ლამპიონების შუქზე წვიმის წვეთებს, უეცრად ფიქრებმა გამიტაცეს და თითქოს მოვწყდი სინამდვილეს... ფიქრებიდან კი მანქანამ გამომაფხიზლა რომელმაც არნახული სიჩქარით ჩამიქროლა გვერდით, მე ცოტა არ იყოს შემეშინდა და ისევ დავუბრუნდი რეალობას. შევამჩნიე როგორ მორბოდა ვიღაც ჩემს უკან, მაგრამ ეს ასეთ ამინდში არც გამკვირვებია და ყურადღება არ გამიმახვილებია. უეცრად ჩემს გვერდით ქოლგაში ვიღაც შემოვიდა, მე გავოგნდი, დავიბენი და შევხედე უცნობს. ის დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი იყო, რომელიც სულ სველი იყო, მაგრამ მაინც სიმპატიური, მან შემომხედა და გამიღიმა მაგრამ არაფერი უთქვამს, მეც არაფერი ვუთხარი და ასე გავაგრძელეთ გზა. არ ვიცი რა დამემართა და რატომ არ ვუთხარი რამე, ასე რომ სხვა დროს მოქცეულიყო ვინმე რაიმეს მოვიმოქმედებდი. 
-„რატომ არ იღებს ხმას?" -ვფიქრობდი ჩემთვის მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ასე ჩუმად მივუყვებოდით გზას და შემდეგ ისევე უეცრად როგორც გამოჩნდა ის ბიჭი ისევე უეცრად გავიდა ქოლგიდან და გაიქცა, მე გავჩერდი და მივაშტერდი. ბიჭი გაიქცა ორიოდ წამის შემდეგ კი შემობრუნდა და „მადლობა" მომაძახა.
მე გაკვირვებული ვიყავი ამ ყველაფრით. მალე სახლშიც მივედი, უკვე გვიან იყო გამოვიცვალე, შხაპი მივიღე და დავიძინე. სიზმარშიც იგივე სცენა განმეორდა რაც დღეს...
დღეები სწარაფად გადიოდა და აი დაიწყო სკოლაც. მე სკოლაში სიარული და სწავლა დიდად არ მომნატრებია მაგრამ რატომღაც მაინც მიხაროდა დღევანდელი დღე ალბათ იმიტომ რომ კლასელებს ვნახავდი. დილით ადრე ავდექი, მოვემზადე და რომ არ დამგვიანებოდა მალევე წავედი სკოლაში. წასვლამდე კი დედაჩემს გავძახე
- დეე წავედიი...
-კარგი მარი ჭკუით...
კარგი ამინდი იყო და ბავშვებს სკოლის ეზოში მოეყარათ თავი და საუბრობდნენ. მე კლასელებისკენ გავემართე, მივესალმე ყველას და მოვიკითხე, შემდეგ კი მათთან ერთად საუბარი დავიწყე, მალე ზარიც დაირეკა და ყველანი საკლასო ოთახში შევედით. პირველ გაკვეთილს დამრიგებელი გვიტარებდა. და აი ისიც, დამრიგებელი შემოვიდა კლასში და ჩვენც ფეხზე წამოდგომით მივესალმეთ, მაგრამ ის მარტო არ იყო, მას თან შემოყვა ვიღაც ბიჭი რომელიც ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან... დამრიგებელმა გაგვაცნო იგი და თქვა რომ ახალი მოსწავლე იყო ჩვენს კლასში... და აი გამინათდა გონება და გამახსენდა თუ საიდან მეცნობოდა ეს ბიჭი, ეს ის იყო, აი ის იმ დღეს წვიმაში რომ ჩემთან ერთდ მოდიოდა...
და აი გამინათდა გონება და გამახსენდა თუ საიდან მეცნობოდა ეს ბიჭი, ეს ის იყო, აი ის იმ დღეს წვიმაში რომ ჩემთან ერთდ მოდიოდა... ფიქრებიდან დამრიგებლის ხმამ გამომაფხიზლა რომელმაც მითხრა, რომ ახალი მოსწავლე დღეიდან ჩემთან დაჯდებოდა, რადგან ჩემს გვერდით ადგილი თავისუფალი იყო. მე არაფერი მითქვამს თავი დავუქნიე.
ბიჭი მომიჯდა გვერდით, მე თვალს ვარიდებდი, მაინც ახალი იყო და... 
- შენ ხომ ის გოგო ხარ....
-ხო ის გოგო ვარ ვისაც ქოლგაში შემოუვარდი რამდენიმე დღის წინათ. - გავაწყვეტინე მე.
-ხო ეგრეა... გაეღიმა ბიჭს. ბოდიში არ იყო კარგი საქციელი...
- არა, არაუშავს-გავიღიმე მეც.
- ხო მართლა მე ნიკა მქვია. და ხელი გამომიწოდა მან
- მე მარი. ჩამოვართვი ხელი
-ძალიან სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც... გავუღიმე ნიკას.
შემეგ ორივე გავჩუმდით და დამრიგებელს ვუსმენდით, რომელიც ახალ დავალებებს გვაძლევდა (ის ასევე ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელიც იყო) 
მეორე გაკვეთილზე მე დავუწყე ნიკას საუბარი:
-ნიკა და ამ სკოლაში ახლა რატომ გადმოხვედი?
-იცი მე საერთოდ ახლახან გადმოვედი ამ ქალაქში საცხოვრებლად და ეს სკოლა მირჩიეს კარგი სწავლებააო.
-ხო არის რა... მე კიდევ ვაპირებდი საუბრის გაგრძელებას, მაგრამ მათემატიკის მასწავლებელმა შემაწყვეტინა, რომელმაც გამწარებულმა დაიყვირა „ ვიღაც ლაპარაკობს და ხელს მიშლისო " მე და ნიკამ ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა.
კლასელებმა მოვილაპარაკეთ რომ სკოლის დაწყების აღსანიშნად საღამოს რესტორანში წავსულიყავით.
როგორც იქნა დამთავრდა გაკვეთილები და სახლისკენ ავიღე გეზი, მე მარტო მივდიოდი რადგან ჩემკენ არცერთი ჩემი კლასელი არ ცხოვრობდა.
-მარიი.. შემომესმა უკნიდან ძახილი, გავიხედე და ნიკა მოდიოდა ჩემკენ მე გამიკვირდა, მაგრამ გავჩერდი და დაველოდე
-როგორც ვატყობ შენც აქეთ ცხოვრობ და ერთად წავიდეთ, თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ ხარ. მითხრა ნიკამ როცა მომიახლოვდა
- არა წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო პირიქით გამიხარდება თუ მარტო სიარული არ მომიწევს. ვუპასუხე მე. 
როგორც გაირკვა ნიკა ჩემგან ოთხი სახლის მოშორებით ცხოვრობდა. გზაში ბევრი ვილაპარაკეთ, ვიცინეთ(ნიკა კარგი ხასიათის მხიარული ბიჭი აღმოჩნდა) და ამასობაში ჩემს სახლსაც მივუახლოვდით.
-აი ჩემი სახლიც, ვთქვი მე და გავჩერდი
-აჰა აქ ცხოვრობ? კარგი აბა კარგად. მითხრა ნიკამ, მე შევტრიალდი და სახლში შესვლა დავაპირე მაგრამ ნიკამ დამიძახა მე შევბრუნდი და ნიკას შევხედე.
-აჰა აქ ცხოვრობ? კარგი აბა კარგად. მითხრა ნიკამ, მე შევტრიალდი და სახლში შესვლა დავაპირე მაგრამ ნიკამ დამიძახა მე შევბრუნდი და ნიკას შევხედე.
-მარი დღეს საღამოს მოდიხარ რესტორანში? მკითხა მან
-კი მოვდივარ. ვუპასუხე მე
-იცი აქ რესტორნებში კარგად ვერ ვერკვევი და ვიფიქრე გამოვუვლი და ერთად წავალთთქო. გამიღიმა ნიკამ
მე არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი, ბოლოს და ბოლოს მარტო სიარული არ მომიწევდა. დავემშვიდობე ნიკას და შევედი სახლში.
-დეე მოვედიი... დავიყვირე სახლში შესულმა
-სამზარეულოში ვარ შემოდი (გამომეპასუხა დედაჩემი).
მე სამზარეულოში შევედი და მივესალმე დედას რომელიც სადილს აწყობდა
- რა ხდებოდა სკოლაში როგორ ჩაიარა დღემ? მკითხა დედამ
მე ყველაფერი მოვუყევი რაც მოხდა და ნიკაზე ვუამბე(მე დადას არაფერს ვუმალავდი, მე და დედა საუკეთესო მეგობრებიც ვიყავით) დედას მოეწონა, რომ მარტო სიარული არ მომიწევდა სკოლაში და დღეს საღამოსაც მარტო არ წავიდოდი რესტორანში. მე მალე ვისადილე და მერე ჩემს ოთახში ავედი. ხვალისთვის გაკვეთილები არ მქონდა სასწავლი და ამიტომ იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა უნდა ჩამეცვა საღამოს. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი ლურჯ მოკლე კაბაზე და მაღლებზე შევაჩერე. სანამ მე ტანსაცმელს ვარჩევდი დრო მალე გავიდა და ამიტომ მომზადება დავიწყე 7საათზე ნიკა გამომივლიდა. ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და უკვე მზად ვიყავი. გარეთ ციოდა და ქურთუკი მოვიცვი. ამ დროს დედამ დამიძახა ჩამოდი ნიკა მოვიდაო. მე კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში შევათვალიერე თავი და ქვევით ჩავედი. მისაღებში დედა და ნიკა იყო, მათ უკვე გაეცნოთ ერთმანეთი და რაღაცაზე საუბრობდნენ, მე რო ჩავედი გაჩერდნენ და ორივემ მე შემომხედა მე ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. სიჩუმე დედამ დაარღვია
-მარი არ შეგცივდება? გარეთ ცივა
- არა დედა ნუ ღელავ არ შემცივდება, რესტორანში კი არც იქნება სიცივე. ვუპასუხე მე. მერე კი ნიკას მივუბრუნდი და ვანიშნე რომ ჩვენი წასვლის დრო იყო, მანაც თავი დამიქნია, დედაჩემს დაემშვიდობა. 
-კარგად იყავი ნიკა. აბა თქვენ იცით კარგად გაერთეთ. გვითხრა დედამ და ჩვენც გარეთ გავედით. 
-მარი ძალიან ლამაზად გამოიყურები. მითხრა ნიკამ როგორც კი გარეთ გავედით.
-მადლობა ნიკა. ვიპასუხე მე და თავი დავხარე.
-კაი ეხა არ გაწითლდე. მხარი მკრა ნიკამ და გაიცინა: )
მეც გამეცინა და წავედით რესტორნისაკენ. გზაში კლასელებზე მეკითხებოდა ნიკა და მეც ვუყვებოდი ყველაფერს რაც აინტერესებდა. ამასობაში რესტორანიც გამოჩნდა და გარეთ მდგარი ბავშვებიც.
-აი როგორც იქნა მოხვედით, თქვენ გელოდებოდით. შემოგვეგება გოგა.
-დავაგვიანეთ? ვკითხე მე
-სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ არაუშავს, კარგი ახლა დროა შევიდეთ. თქვა გოგამ .
შევედით რესტორანში, შიგნით კარგი აურა დაგვხვდა, ყველაფერი კარგად იყო მორთული. ნიკა ჩემს გვერდით დაჯდა. რადგან ახალი იყო კლასში, ჯერ ბავშვებს არ იცნობდა კარგად და ჩემთან იყო შედარებით ახლოს.
საღამო კარგად დაიწყო, ჯერ ვივახშმეთ, ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ და დავლიეთ კიდეც. ნიკამაც დალია და ახლა უფრო კარგ ხასიათზე იყო, ბავშვებსაც შეეჩვია და მოკლედ ყველა კარგად ატარებდა დროს. სხვათა შორის შევამჩნიე რომ ჩვენი კლასელი ნინი ნიკას თვალს არ აცილებდა და მთელი საღამო უღიმოდა.
ბევრი ცეკვის შემდეგ მე და ნიკა დავსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ, ამ დროს კი ვალსის საცეკვაო მუსიკა ჩაირთო, ბავშვები დაწყვილდნენ და ცეკვა დაიწყეს.
-მოდი რა ვიცეკვოთ. მომიბრუნდა ნიკა, მეც დავთანხმდი და საცეკვაოდ გავედით.
რატომღაც მეგონა რომ ნიკას კარგად ცეკვა არ შეეძლო, მაგრამ შევცდი ის კარგად ცეკვავდა, არა, კარგად კი არა ძალიან კარგად: )) მასთან ცეკვა მსიამოვნებდა, არცერთი ხმას არ ვიღებდით, უბრალოდ ვცეკვავდით და მუსიკით ვტკბებოდით... მაგრამ... ნინი... ამ დროს ნინი მოვიდა და ნიკასთან ცეკვა ისურვა, მეც არ შევწინააღმდეგებივარ და ნინის დავუთმე ნიკა, მე კი ზურასთან გავაგრძელე ცეკვა.
ამ დროს ნინი მოვიდა და ნიკასთან ცეკვა ისურვა, მეც არ შევწინააღმდეგებივარ და ნინის დავუთმე ნიკა, მე კი ზურასთან გავაგრძელე ცეკვა.
-კარგი საღამო იყო არა? მკითხა ნიკამ როდესაც სახლისკენ მიმავალ გზაზე მივაბიჯებდით
-კი კარგი იყო ყველა კარგად გაერთო.
-და შენ არ გაერთე?
-კი რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა დავიღალე და ერთი სული მაქვს ბალიშზე როდის დავდებ თავს: )
-აი ცოტაც და სახლში იქნები: )
მე გავხედე გზას და მართლაც სახლთან ახლოს ვიყავით. მინდოდა სახლში მისვლა მაგრამ არა, ამავდროულად არც მინდოდა, რაღაც ძალა მაკავებდა და ფეხს ვითრევდი.
-მარ, ხვალ გამოგივლი და ერთდ წავიდეთ სკოლაში გინდა? დაარღვია სიჩუმე ნიკამ
-კი, კარგი იქნება, ძალიან მიხარია რომ მარტო სიარული არ მომიწევს სკოლაში: )
აი ჩემი სახლიც... უკვე დამშვიდობების დრო იყო...
-აი უკვე მოვედი: ) აბა კარგად-ვუთხარი ნიკას.
-რა მალე მოვედით, გაიღიმა მან. ხვალამდე მარ და ლამაზ სიზმრებს გისურვებ.
-მადლობა ნიკა შენც. ვუთხარი და სახლში შევედი. 
მისაღებში დედა დამხვდა, მას კიდევ არ ეძინა, მე მელოდებოდა.
-აბა რა ხდებოდა როგორ ჩაიარა საღამომ? მკითხა დედამ
-კარგად დე კარგი იყო, მაგრამ ახლა ძალიან დაღლილი ვარ წავალ დავიძინებ და ხვალ მოგიყვები ყველაფერს, ვუთხარი დედას, ვაკოცე და ჩემს ოთახში ავედი.
გამოვიცვალე, პიჟამა ჩავიცვი, დავწექი და დღევანდელზე დავიწყე ფიქრი, ნიკაზე ვფიქრობდი, რომელიც ძალიან საყვარელი იყო, არ ვიცი რა მჭირდა ნუთუ მომწონდა? და ამ დროს ჩემ ფიქრებში ნინი გაჩნდა და გამახსენდა მისი თვალები თუ როგორ უყურებდა იგი ნიკას და მივხვდი რომ ის გულგრილი არ იყო მის მიმართ, მას ნიკა მოწონდა. „ არა, აღარ გინდა ამაზე ფიქრი " ვუთხარი ჩემს თავს და დაძინება გადავწყვიტე.
დილით მაღვიძარამ გამომაღვიძა, რომელმაც რვის ნახევარზე დარეკა, ძალიან მეზარებოდა ადგომა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, თან დედაჩემის ხმა შემომესმა:
-მარი ადექი დეე დროა უკვე...
-ვდგებიი... დავიყვირე მე, როგორ არ მინდოდა ადგომა..
10 წუთში მზად ვიყავი ჩანთაში წიგნები ჩავალაგე და ქვევით ჩავედი, დედა სამზარეულოში იყო, მე ვერ ვიტან დილით ჭამას და ამიტომ არაფერი მიჭამია, დედას ყველაფერი მოვუყევი, გუშინდელ საღამოზე, ის მისმენდა და ბოლოს მითხრა
-მარ ისე ნიკა კარგი ბიჭი ჩანს
-ხო რავი, მეც ეგრე მგონია, ხო მართლა უნდა გამომიაროს და ერთად უნდა წავიდეთ სკოლაში.
-აი უკვე მოვიდა კიდეც, მითხრა დედამ რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა.
-მართლა? კარგი გავედი მაშინ მე, კარგად დე.
-კარგი მარი კარგად, დღეს მე სამსახურში რაღაც შეხვედრა მაქვს და ცოტა დამაგვიანდება.
-კარგი დე. ვუთხარი და გარეთ გავედი.
-დილა მშვიდობის მარ, მომესალმა ნიკა.
-სალამი... როგორ ხარ? ვკითხე მე
-არამიშავს, ცოტა ძილი მაკლია მაგრამ ეგ არაფერი, გაიღიმა ნიკა.
-ძალიან ლამაზი ხარ. მითხრა მან
-მადლობა, ვუპასუხე და გავჩუმდი. ამის შემდეგ გზაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია ისე მივედით სკოლამდე.
შევედით კლასში და ჩვენი ადგილები დავიკავეთ, რამდენიმე წუთში ზარი დაირეკებოდა, პირველი გეოგრაფია გვქონდა და წიგნი ამოვიღე ჩანთიდან. რა გამეკეთებინა არ ვიცოდი და ფურცლების თვალიერება დავიწყე. ნიკა კი რაღაცას ჩხაპნიდა რვეულში.
-დილა მშვიდობისა ბავშვებო, როგორ ხართ? არ შემიხედავს ისე მივხვდი რომ ეს ნინი იყო.
-კარგად ნინი შენ როგორ ხარ? ზრდილობიანად ჰკითხა ნიკამ
-მეც კარგად, როგორ მოგეწონა ნიკა გუშინდელი საღამო? -ნინი ახლა უკვე მე ყურადღებასაც არ მაქცევდა თითქოს იქ არც ვიყავი.
-კარგი იყო მომეწონა კარგად გავერთე, უპასუხა ნიკამ
-ხო.. შენთან ცეკვა ძალიან კარგი იყო, ისე კარგად ცეკვავ.
-მადლობა, გაუღიმა ნიკამ
როგორც იქნა ზარი დაირეკა და ნინი თავისი ადგილისაკენ წავიდა, ძალიან გამიხარდა რომ მოგვშორდა, ნუ მოგვშორდა არა, უფრო ნიკას მოშორდა.
-კარგი გოგოა არა? ახლა მე მომიბრუნდა ნიკა
-ხო კარგი გოგოა. ცივად ვუპასუხე მე
ამ სცენის შემდეგ რატომღაც ხასიათი დამეკარგა, და გაკვეთილებზე მოღუშული ვიჯექი.
-რა გჭირს მარ ცუდად ხომ არ ხარ? სულ ჩუმად ხარ და თან მოწყენილი, მითხრა ნიკამ
-არა კარგად ვარ, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე. 
-კარგი რა გამხიარულდი, არ გიხდება მოწყენა, შენს ლამაზ სახეს ღიმილი უხდება, ეს მითხრა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.
მე რატომღაც „ ამბურძგლა " და გამეცინა, მაგრამ ნინის შურიან მზერას მოვკარი თვალი და ისევ მომშორდა სახიდან ღიმილი.
გაკვეთილები დამთავრდა და ნიკამ ისევ ერთად წასვლა შემომთავაზა, ეზოში ერთად გავედით და უკვე სახლის გზას დავადექით როცა ნიკამ მითხრა:
-მარ სახლში გეჩქარება? მე გამახსენდა რომ დღეს დედას დააგვიანდებოდა და უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ძალიან კარგი, მაშინ წამოდი, ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო...
-სად უნდა წამიყვანო? ვკითხე მე გაკვირვებულმა.
-უბრალოდ მენდე, მითხრა, ხელი ჩამკიდა და სადღაც გამაქანა.
მივდიოდი, უფრო სწორედ მივყავდი ნიკას და ვფიქრობდი თუ სად შეიძლებოდა წავეყვანე, მაგრამ პასუხი რომ ვერ ვიპოვე ფიქრს თავი დავანებე და უბრალოდ მივყვებოდი მას. ცოტა ხანში ულამაზეს ადგილას აღმოვჩნდით, ჩემს წინ ტბა, ირგვლივ კი სულ ხეები და ბუჩქები იყო მართალია ფოთოლგაცვენილი, მაგრამ მაინც უხდებოდნენ ამ ადგილს, მოშორებით პატარა სკამი იდგა და იქვე საქანელა ქანაობდა თავისთვის, მოკლედ იქაურობა ძალიან ლამაზი იყო.
-მოგწონს? გამომაფხიზლა ნიკამ.
-ძალიან ლამაზია, არც ვიცოდი ეს ადგილი
-ვიცოდი რომ არ გეცოდინებოდა, ამიტომ მოგიყვანე აქ, მე თვითონაც სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამ ადგილს და მას შემდეგ მარტო ყოფნა და ფიქრი რომ მინდა აქ მოვდივარ ხოლმე, პირველი ხარ ვისაც ვაჩვენე იგი.
-მართლა ძალიან კარგი ადგილია განსამარტოვებლად ხო ზედგამოჭრილი, აქ ზაფხულში იქნება კარგი.
-ხოდა გპირდები რომ ზაფხულში აქ ერთ დღეს ერთად გავატარებთ. გამიღიმა ნიკამ.
მეც გავუღიმე მაგრამ არაფერი მითქვამს.
-მარ აქ უბრალოდ არ მომიყვანიხარ, რაღაც მინდა გითხრა, რაღაც რაც ჩვენ გვეხება.
-ჩვენ? გავიკვირვე მე
-ხო მარ ჩვენ. იცი, მომწონხარ თანაც ძალიან, აი იმ წვიმიანი საღამოს შემდეგ ჩემს გულში ზიხარ და ნელ-ნელა მთლიანად იკავებ მას.
-ნიკა მე...
-არა მარი არ გინდა... გამაწყვეტინა მან. არ გინდა ახლა არაფერი მითხრა ვიცი გიჭირს რამე მითხრა, მაგრამ მე არსად მეჩქარება როცა ამისთვის მზად იქნები მაშინ მითხარი. ეს თქვა და გამიღიმა, მისი ღიმილი მატყვევებდა და ვფიქრობდი სპეციალურად ხომ არ მიღიმის ასე ხშირადთქო : )) 
მეც დავთანხმდი, რომ როცა ამაზე სალაპარაკოდ მზად ვიქნებოდი და ჩემს გრძნობებში გავერკვეოდი დაველაპარაკებოდი. ცოტა ხანი იმ ადგილას ვიყავით ვილაპარაკეთ და შემდეგ სახლში წავედით. შინ რომ მივედი დედა ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული მე ცოტა შევჭამე და ჩემს ოთახში ავედი, ხვალინდელი გაკვეთილების მომზადება დავიწყე, მაგრამ გონება მეფანტებოდა. როგორღაც მოვახერხე გაკვეთილების დამზადება და შემდეგ დღევანდელზე დავიწყე ფიქრი. ნათელი იყო რომ ნიკას მიმართ მეც არ ვიყავი გულგრილი, სულ მასზე ვფიქრობდი, მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა და მასთან საუბარი, მსიამოვნებდა როცა მიღიმოდა, მე ის მომწონდა. ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივედი რომ უნდა მეთქვა მისთვის რასაც ვგრძნობდი. ნიკას შეტყობინება გავუგზავნე „ ნიკა ხვალ გამომივლი? " და პასუხს დაველოდე, მანაც არ დააყოვნა და ნიკასგან მომივიდა შეტყობინება „ აუ მარ ხვალ ვერ... რამე ხომ არ გინდოდა? „ ცოტა მეწყინა და არ მესიამოვნა ეს პასუხი. „ არა უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ არაუშავს სკოლაში გეტყვი „ „ კარგი მარ ხვალამდე:* „ 

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 705 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]