მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 2 » ჩემი ბრალი იყო. ვნანობ იმ ერთადერთ სიტყვას.
20:25
ჩემი ბრალი იყო. ვნანობ იმ ერთადერთ სიტყვას.

მე შენი მონატრება მომენატრა. . .მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი,

კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . . 


მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. .

.მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . . 

დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . . 

აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას

გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .ჩემი ბრალი იყო

ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. .. 

ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი...ეს მოგონება ძალიან

სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი...თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა

, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . . 

მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას...არავისთვის არ

მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია... 

ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . . 

ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც

სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ ....

კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 750 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]