მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » – ჭადრის ხეების საიდუმლო ((
16:12
– ჭადრის ხეების საიდუმლო ((

” იმ ღამით უჩვეულო სიზმარმა გამომაღვიძა, შინაარსი არ მახსოვდა, მაგრამ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სუნთქვა მიჭირდა და პირი მიშრებოდა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყალი დამელია. მშობლებს უკვე ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.

გარეთ ბნელოდა, თუმცა შემინული კარებიდან გასული შუქი ოდნავ ანათებდა ეზოს. ნისლი იყო ჩამოწოლილი და  ღრუბლებში გახვეული მთვარის შუქი ვერ აღწევდა მიწამდე.

ჭადრის ხეები, რომლებიც ეზოში იდგა, კარგად ჩანდნენ. ეს ხეები აქ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იდგა, მე და ჩემს დას ხშირად გვითამაშია მის ჩრდილში.

გარეთ ნიავიც არ იძროდა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჭადრის ხეები შეირხა და თითქოს ჩემამდე ჩურჩულის ხმა მოვიდა.  ჭიქა დავდგი და ხეებს მივაჩერდი. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ძლიერი წარმოსახვის უნარი გაქვსო, ჰოდა ახლა მომეჩვენა, თითქოს ჭადარის ტოტებმა ადამიანის სახის ფორმა მიიღო და მე მომშტერებოდა. ჩამეცინა და ყურება გავაგრძელე. ჭადარი ისე დაჟინებით მომშტერებოდა, რომ სიცილის ხასიათი გამიქრა, შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავბრუნდი ჩემს ოთახში....


მეორე დილით დაბლა რომ ჩამოვედი, დედა სადილს ამზადებდა. გამახსენდა წუხანდელი შემთხვევა და დედას მოვუყევი.

მეგონა გაიცინებდა და ისევ ჩემს ფანტაზიას დააბრალებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოულოდნელად ცუდ ხასიათზე დადგა და ხმა არ ამოუღია.

ღამე, ძილის წინ ჩემს ოთახში შემოვიდა და ყველაფერი მომიყვა.

"არ მინდოდა ეს ყველაფერი გაგეგო” – მითხრა დედამ –  ” ის, რაც შენს დაბადებამდე მოხდა და რამაც დაღი დაასვა ჩვენს ოჯახს, მაგრამ როცა ამ ხეებზე მომიყევი, თავი ვეღარ შევიკავე, მგონია დროა ყველაფერი იცოდე”

ლოგინზე წამოვჯექი და ინტერესით მივაჩერდი.

"სანამ მამაშენს გავყვებოდი ცოლად, მყავდა და. ორივენი მასზე ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ ჩემს დას ეს უკვე ავადმყოფობაში გადაეზარდა. როცა მან მე მთხოვა ხელი, საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. მეგონა დროთა განმავლოაბში გადაუვლიდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, ბევრ სისულელეს აკეთებდა, რომ არ დავქორწინებულიყავით, მაგრამ ხელი ვერ შეგვიშალა....


როცა ამ სახლში გადმოვედით, ჩემი და ცოტა ხნით გაქრა, ვიფიქრეთ რომ თავი დაგვანება, მაგრამ მეორე დილით საშინელი სანახაობა დაგხვდა. ეზოში, ჭადრის ხეების ქვეშ ვიპოვნეთ მისი გვამი. დიდი ნაჯახით საკუთარი ფეხები მოეჭრა და სისხლისგან დაცლილიყო.

დაბლა პატარა ფურცელი ეგდო, სადაც ეწერა ” მახსოვს, როდესაც ჭადრების ხეების ქვეშ წამიყვანე, შავი ქარი არხევდა მათ ტოტებს. შენ გაგახსენდები, როცა დაინახავ ამ ხეებს. მე ყოველთვის აქ ვიქნები და აქედან გიყურებ”

საშინელმა ისტორიამ  ჩემი ოჯახის სისხლიან საიდუმლოზე ძალიან შემაშფოთა.

"მგონი დროა ის ხეები მოვჭრათ” ვუთხარი დედაჩემს და  ფანჯრები ჩავკეტე....



კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 630 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]