მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 9
21:26
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 9

-ვინ არის აქ?! -შეკითხვა გავიმეორე, ძალიან შემეშინდა, მაშინვე ტელეფონს დავავლე ხელი და ვცდილობდი ნათიასთან დამერეკა, მაგრამ იმდენად ანერვიულებული ვიყავი ესეც კი ვერ მოვახერხე... გვერძე ვიგრძენი როგორ მომიჯდა ვიღაც, მაგრამ ვინ იყო ნეტავ, ვერ ვხედავდი, ხმასაც არ იღებდა უცნობი... ისევ ვცადე დარეკვა მაგრამ ამაოდ, უცნობმა მობილური გამომართვა, ამან ძალიან შემაშინა მაგრამ არ შევიმჩნიე... - თუ შეიძლება ჩემი ტელეფონი დამიბრუნეთ!
უცნობმა უყოყმანოდ დამიბრუნა ტელეფონი, ყურთან მიმადებინა, იქიდან კი ნათიას ხმა შემომესმა...
-გოგო სად ხარ ამდენ ხანს?!
-ნათი, თუ შეძლებ გამომიარე და წამიყვანე, ხო იცი ჩემით ვერ შევძლებ...
-კარგი 10 წუთში მანდ ვარ დამელოდე!
ნათიას ტელეფონი გავუთიშე, უცნობს მადლობა გადავუხადე...
-დიდი მადლობა
-...- მან პასუხად მხოლოდ შუბლზე მაკოცა, ეს მართალი გითხრათ, სხვა დროს სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი ამას არ დავუშვებდი, მაგრამ ეხლა ამ უსუსურ გოგოს რისი გაკეთება შემეძლო... ისევ ჩუმად დავეშვი ბალახზე...
თორნიკე
ჩემი თათია რომ დავინახე, გული სიხარულით ამევსო, იჯდა ჩვენს პარკში და უხმოდ რაღაცაზე ფიქრობდა, ალბათ ჩემმა ნაბიჯების ხმამ შეაშინა, ის ხომ სრულიად ვერაფერს ხედავდა, და დაიწყო ტელეფონის წვალება, ვიღაცასთან დარეკვას ლამობდა... მაგრამ ვერ რეკავდა, გადავწყვიტე ტელეფონი გამომერთმია და დავხმარებოდი, ასეც მოვიქეცი... თათა მორჩა ლაპარაკს, მადლობა გადამიხადა... 
მე გაოგნებული ვუყურებდი, ერთ დროს ყველაზე ამბოხის მოყვარულ გოგონას, ყველაზე ძლიერს რომელიც თვალის ჩინის დაკარგვამ სრულიად უსუსური გახადა... გული საშინლად მტკიოდა, ძალიან მინდოდა მეთქვა რომ მე სულ მასთან ვიქნებოდი, მაგრამ ვიცი ამას არ დაიჯერებდა, ამიტომ გადავწყვიტე თათასთან ვყოფილიყავი ნებისმიერი გზით, თუნდაც ეს ტყუილი ყოფილიყო... იმ ღამეს მისთვის ხმა არ გამიცია უბრალოდ შუბლზე ვაკოცე, რის შედეგადაც უხერხულად შეიშმუშნა, მივხვდი რომ არ უნდა გამეკეთებინა და სასწრაფოდ გამოვეცალე მას... შემდეგ ისევ ბალახზე მოთავსდა... ამასობაში მის წასაყვანადაც მოვიდნენ...
-შენ?!
-ხო, ნათია მე ვარ! ოღონდ თათიას არ უთხრა აქ რომ ვიყავი კარგი?!
-კი მაგრამ რატომ?!
-რასაც გეუბნები გააკეთე და კიდევ ხვალ მოვალ და მთელი დღე ჩემთან მეყოლება!
-ამიხსენი მაინც!
-შენთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ!
-თუ არადა ხვალ დედამისს აუხსნი!
ასე გამოვეცალე ნათიას, გადავწყვიტე სრულიად ყველაფერი შემეცვალა ჩემში რომ ნათიას არ ეცნო თუნდაც ერთი დეტალი მაინც, სხვა სუნამო, ლაპარაკის ტემბრი... ასე მაინც ვიქნებოდი ჩემს ანგელოზთან, ასე მაინც დავეხმარებოდი...
თათია
სახლში მიმიყვანა ნათიამ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, სრულ წყვდიადში ვცხოვრობდი... როგორ მომენატრა თორნიკე... როგორ მინდოდა ერთხელ კიდევ ჩამეხედა მის უსაზღვროდ ცისფერ თვალებში, კიდევ ერთხელ ეთქვა „თათია მიყვარხარ", კიდევ ერთხელ ჩამხუტებოდა... მაგრამ ამაზე ამიერიდან მხოლოდ თუ ვიოცნებებდი... ფიქრებში როდის ჩამეძინა არ ვიცი მე ხომ ვერც დაღამებას ვხედავდი და ვერც გათენებას... დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა...
-ნათია თათა სად არის?!
-წევს, ძინავს!
-თათია, ჩემო გოგო გღვიძავს?
-კი დედა, მაგრამ რა აზრი აქვს?! 
-თათია ხვალ ექიმთან წავალთ მე და შენ და ოპერაციის თარიღს დავთქვამთ!
-დე როგორ ფიქრობ მიშველის?!
-აუცილებლად! 
დედაჩემის ხმაში ისეთი იმედი იგრძნობოდა... მე და დედას კარებზე გაბმულმა ზარმა შეგვაწყვეტინა ლაპარაკი...
თორნიკე
თათიას სახლში დიდი იმედებით მივედი, მინდოდა დედამისს დავლაპარაკებოდი, იმედი მქონდა გამიგებდა, ვიცი ტყუილი ცუდია მაგრამ თათიას ხასიათი რომ ვიცი ის ჩემს სიყვარულს არ დაიჯერებდა...
-გამარჯობა! ვინ გნებავს?!- გაისმა თათას დედის მკაცრი ხმა...
-თქვენ ალბათ თათიას დედა ბრძანდებით, მე თორნიკე ვარ, და თქვენი შვილი სიგიჟემდე მიყვარს... თუ არ შეწუხდებით ცოტა დრო დამითმეთ, უნდა დაგელაპარაკოთ...
-კარგი შემოდი... გისმენ აბა...
-იცით, თათიას ხასიათი კარგად მოგეხსენებათ, როგორც კი გაიგო რა შეიძლებოდა დამართვნოდა მაშინვე გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა...
-მერე ამით რისი თქმა გინდა?!
-უბრალოდ, თათიასთან ყოფნის უფლება მინდა მომცეთ...
-ეს მისი გადასაწყვეტია, მე აქ არაფერ შუაში არ ვარ, რახან გადაწყვიტა და ყველაფერი დაამთავრა, ესეიგი ასე იყო საჭირო... 
-არა, გთხოვთ, თათიასთან ყოფნის საშუალება მომცეთ...
-კარგი, მაგრამ ის ამას არ მოისურვებს, როგორც კი გაიგებს რომ შენ მისი ამბავი გაიგე ყველაფერს იზამს რომ, თავი შეგაზიზღოს...
-არა თქვენ ვერ გამიგეთ, თათიასთან ვიქნები ოღონდ, არა როგორც თორნიკე, ვიცი ასე გამაგდებს და ახლოს არ გამიკარებს... უბრალოდ დამეხმარეთ და თათიას ჩემი თავი გააცანით როგორც ექიმი, ან თუნდაც როგორც თქვენი მეგობრის შვილი არ ვიცი...
-კარგი ...
ამ საუბარში ნათიამ თათა შემოიყვანა სამზარეულოში, ისეთი ლამაზი და დაბნეული იყო... ჩემი პატარა ანგელოზი...
-დედა კარებზე ვინ იყო?
-დე, გაიცანი ეს მიშოა, ჩემი დაქალის შვილი...
-გამარჯობა მიშო, სამწუხაროდ ვერ ვხედავ და...
-სასიამოვნოა თათია...
-გეტყოდი ჩემთვისაცთქო, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ახალი ნაცნობები მჭირდება...
-კარგი ნათია წამოდი ბარგის ამოლაგებაში დამეხმარე... - თქვა ჩემმი ანგელოზის დედამ, ნათიაც უხმოდ გაყვა მამიდამისს...
-თათია, ესეიგი ხომ?
-ხო...
-თათია, არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-აი ეხლა მიშო შენი აზრით გასეირნება შემეძლება?!
-კარგი რა, იმის გამო რომ ვერ ხედავ სახლში ხომ ვერ გამოიკეტები?!
-ამაზე კარგს ამ სიტუაციაში ვერაფერს გავაკეთებ!
-იცი რა ეერთი გათამამებული გოგო ხარ, რომელსაც გონია რო ყველაზე ძლიერია მაგრამ ამ დროს ყველაზე სუსტია მთელს მსოფლიოში!
-რა გინდა მიშო?! შენი საქმე არ არის მე ვინ ვარ რა ვარ და როგორი ვარ გასაგებია?!
-კი მაგრამ ერთ პაემანზე რომ დამთანხმდე რამე მოხდება?!
-იცი მიშო, მე არსად გასვლას არ ვაპირებ!
-გუშინ სულ სხვა რამ ვნახე პარკში...
-მოიცა ის შენ იყავი?!
-ხო, მე ვიყავი...
-ჰმ... 
-კარგი ეხლა მაინც დამთანხმდი გასეირნებაზე...
-კარგი თანახმა ვარ ოღონდ სულ ცოტა ხნით...
-დასაწყისისთვის ესეც კარგია...
-იცოდე, პირველია და უკანასკნელი...
-ვნახოთ, ვნახოთ...
-კარგი გამოვიცვლი და წავიდეთ...
თათია ოთახიდან გავაცილე... და გამოვეცალე იმ ოთახს... საშინლად მტკიოდა გული მისი ასე დანახვისას...
თათია
არ ვიცი რა დამემართა, რამ გამომაშტერა, რატომ მივყვებოდი ამ ადამიანს პაემანზე, მაგრამ მისგან რაგაც დადებითი მუხტი მოდიოდა, არ ამბობდა სიტყვებს რომელიც მაღიზიანებდა, პირიქით... ოთახში შევედი დედას ვთხოვე ჩემი მოკლე შავი ქვედაბოლო და ლურჯი მაიკა ჩაეცმია, მანაც შემისრულა თხოვნა... ქუსლიანი ფეხსაცმელები ჩამაცვა ჟაკეტი მომაწოდა და მისაღებში გამომიყვანა...
-წავედით?!
ხმას არ მცემდა... 
თორნიკე 
ჩემი გოგო ოთახიდან რომ დაბრუნდა, მეტყველების უნარი დავკარგე, ულამაზესი იყო... გონს მისმა სიტყვებმა მომიყვანა...
-მიშო წავალთ თუ გაადავიფიქრო?!
-ა, ხო ხო თათია, უბრალოდ ულაამაზესი ხარ...
-მადლობა...
-არაფერს, ლამაზმანო...
-რა თქვი?!
-რა იყო რაიმე გაწყენინე?
-არა, არა, მაპატიე უბრალოდ მასე ერთი მეძახდა... ნუ კარგი დაიკიდე, ჯობია წავიდეთ...
ამ სიტყვების თქმისას მინდოდა მივვარდნოდი, ხელში ამეტაცა და მთელი ძალით ჩავხუტებოდი, არ ვცი რა ძალით გავჩერდი რომ ეს არ გამეკეთებინა... უბრალოდ ხელი მოვკიდე, სახლიდან გამოვიყვანე, მანქანაში ჩავსვი და გავემართე მასთან ერთად..
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 683 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]