მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 8
21:25
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 8

თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თორნიკე მენატრებოდა, გული მტკიოდა, მინდოდა ერთხელ მხოლოდ ერთხელ ჩამხუტებოდა, ვიცოდი ჩემი ამბავი რომ მეთქვა გამიგებდა, მაგრამ არა, მე მას ასე ვერ გავიმეტებდი... ვერ გავიმეტებდი ჩემთან ყოფნისთვის, ის უჩემოდ ბევრად ბედნიერი იქნება... 
გული მტკიოდა, უკვე თითქმის ვეღარაფეს ვხედავდი, მთელი ღამე თეთრად გავათენე, არ მინდოდა გამოღვიძებულს საერთოდ ვეღარაფერი დამენახა, ვფიქრობდი ყველაფერზე, იმაზე თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა სიცოცხლე თორნიკეს გარაშე... როგორ მეთქვა დედაჩემისთვის რომ მალე მისი შვილი დაბრმავდება, როგორ ვიქნებოდი მე, სრულ წყვდიადში, როცა ამ ყველაფერს ვეღარ დავინახავდი... იმ ღამითაც ვცდილობდი ყველაფერი დამემახსოვრებინა, რაღატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ, რაც ექიმმა მითხრა სრული უაზრობაა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციის შემდგომ გამოღვიძებული ვეღარაფერს დავინახავდი... იმაზეც ვფიქრობდი, როგორ ვატკინე თორნიკეს გული, ჩემი ცხოვრება, ალბათ როგორ განიცდის... მაგრამ მისსავე სასიკეთოდ გავაკეთე ეს... ის ჩემთან დაიტანჯებოდა, მართალია ეხლა იტანჯება მაგრამ გაუვლის, მთელი ცხოვრება უსინათლო ადამიანთან მაინც აღარ გაატარებს... თავზე დამათენდა... ტელეფონის ხმა გაისმა მთელს სახლში... ვიცოდი დედაჩემი იყო... წინასწარ ვემზადებოდი რა მეთქვა მაგრამ სიტყვებს თავს მაინც ვერ ვუყრიდი... ტელეფონს ძლივს ვუპასუხე...
- გისმენთ!
- თათ, დედა როგორ ხარ?
- ცუდად დე, ძალიან ცუდად მჭირდები დედი...
- თათია, რა გჭირს ?
- დედა, თვალის ოპერაცია მჭირდება, დღითიდღე მიუარესდება მდგომარეობა, გუშინ საერთოდ ვეღარაფერს ვხედავდი...- სლუკუნით ვეუბნებოდი დედას, ისიც ატირდა...
- თათია ჩემო გოგო დაწყნარდი! ნუ გეშინია ხვალვე შენთან გავჩნდები, და ოპერაციას გავიკეთებთ, აი ნახავ ისევ დაინახავნ ეგ ლამაზი თვალებიი...
- დედა მეშინია, ექიმმა თქვა რომ, შანსები 50-50-ზეა ოპერაციის შემდეგ რომ დავინახო, მაგრამ ვგრძნობ ასე არ იქნება... დედა ძალიან მიჭირს, დე იცი ერთი ბიჭი მიყვარს, დე გული მტკივა, გუშინ ვუთხარი რომ სხვა მიყვარსთქო, არ მინდა ჩემ გამო დაიტანჯოს, დე გესმის?! ერთადერთია ვისი გულისთვისაც მინდა დავინახო, დე მთელი ჩემი არსებით მიყვარს...
- თათია, დედი დაწყნარდი, მთელ მსოფლიოში საუკეთესო ექიმებთან წაგიყვან, აი ნახავ მორჩები, იმ ბიჭსაც ყველაფერ ამაზე დაელაპარაკები, ყველაფერს აუხსნი და ისიც გაგიგებს...
- დედა, მიყვარს მთელი ჩემი არსებით... გული მტკივა როცა ვფიქრობ რომ, ერთ დღესაც ვეღარ დავინახავ, მისი ყოველი ნაკვთი დავიმახსოვრე დე... 
- დედი დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ჩემი პრინცესა ხარ... აი ნახავ, ის ისევ მოვა შენთან...
- კარგი დედა, დაწყნარდი, ნუღარ ტირი, მე უკვე ამ ყველაფერს შევეჩვიე...
- დედი აი ნახავ ყველაფერს ვიზავ რომ ისევ დაინახო!
- კარგი დედა წავედი, მთელი ღამე არ მძინებია, უნდა დავიძინო... რომ ჩამოხვალ ექიმთან წამიყვანე რა დე...
- კარგი, დედი, კარგი...
დედას ტელეფონი გავუთიშე, დავწექი, თვალები როგორც კი დავხუჭე მაშინვე ჩამეძინა...
თორნიკე
მთელი ღამე აქეთ იქით დავდიოდი, ვერ წარმომედგინა რომ ჩემი ლამაზმანი, ახლა ამ წუთას სხვასთან იყო და სხვას ეხუტებოდა... გული საშინლად მტკიოდა, მინდოდა მეყვირა... მინდოდა მივსულიყავი და თათიას ჩავხუტებოდი, მისი სითბო მჭირდებოდა, ღმერთო რატომ წამართვი ჩემი სიყვარული, რატომ, ნუთუ ამ ქვეყნად მხოლოდ ტანჯვისთვის გყავარ გაჩენილი... თავზე დამათენდა, ცრემლები მახრჩობდა, მივედი ჩემს სტუდიაში მინდოდა სიმღერით გამექარვებინა დარდი, თან ერთი ბოთლი არაყი წავიღე, ის არაყი რომელსაც ჩემი ლამაზმანი უკვეთავდა ბართან...
შევედი მივუჯექი გიტარას და დავიწყე დაკვრა, რას ვუკრავდი?! James Blunt - Goodbye My Lover-ს, ამ სიმღერასაც თათიას ვუძღვნიდი, გოგოს რომელიც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა და მთელი ჩემი გული თან გაიყოლა... მართალია მას სხვა უყვარს, მაგრამ მე ის მაინც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება... თან ვმღეროდი, თან ვსვავდი... ცრემლებმაც იპოვეს გზა და მოსწყდდნენ ჩემს წამწამებს... 
თათია
გამოღვიძება ჩემთვის ყველაზე საშინელი იყო, თვალი გავახილე, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი, რამოდენიმეჯერ თავიდან ვცადე თვალის გახელა, მაგრამ ამაოდ... მივხვდი რომ ჩემს თვალებს დაეკარგათ მხედველობის უნარი... თავი საშინლად ვიგრძენი ტირილი დავიწყე... ძალიან მინდოდა ამ დროს თორნიკე მოსულიყო, მომხვეოდა და ისე მომფერებოდა როგორც სჩვევია... არა თათია, შენ ამის უფლება არ გაქვს... არ ვიცი რატომ მაგრამ გადავწყვიტე ჩემი და თორნიკეს ბაღში წავსულიყავი... ჩემს ბიძაშვილს დავუძახე...
- ნათია!
- ხო თათ, რა მოხდა?
- ნათია ჩაცმაში მომეხმარე ძალიან გთხოვ!
- კი მაგრამ შენით ვერ ჩაიცმევ?!
- ნათია, საერთოდ ვეღარაფერს ვხედავ!
- კარგი რა ნუ მეღადავები,არ მაქვს ამის ნერვები!
- არც მე მაქვს შენთვის რაიმეს ახსნის ნერვები! დროზე მომეხმარე, მერე შენც ჩაიცვი და ტაქსი გამოიძახე!
- შენ რა მართლა ვერ ხედავ?
- ვერა...
ნათია ჩაცმაში დამეხმარა, სათვალე გავიკეთე, და ნათიას ის მისამართი ვუთხარი სადაც წასვლა მსურდა... იქ მისულს ვთხოვე პარკში შევეყვანე, და ბალახზე დავესვი...
- ეხლა კი წადი!
- თათია გაგიჟდი? სად წავიდე კი მაგრამ? ასეთ დღეში აქ როგორ დაგტოვო?!
- წადი ნათია, თუ დამჭირდები ტელეფონით შენს ნომერზე დარეკე, რომ დარეკვა გამიადვილდეს! ჩემი ხელჯოხი მომაწოდე და წადი ეხლა!
- კარგი მგონი აზრი არ აქვს შენთან კამათს!
- როგორ მიყვარს როცა ყველაფერი ისეა როგორც მე მინდა!
- კარგი და იცოდე თუ დაგჭირდები დამირეკე...
ნათია წავიდა... დავრჩი ამ პარკში მარტო მოგონებების ამარა... ვფიქრობდი ძალიან ბევრს...
თორნიკე
ბევრი დავლიე, გადავწყვიტე თათიასთან მივსულიყავი და ყველაფერზე პასუხი მომეთხოვა, მანქანა დავქოქე, და მის სახლს მივაშურე... სახლის კარებზე ძლიერად ვაბრახუნებდი... კარი კი ჩემთვის უცნობმა გოგონამ გამიღო...
- გამარჯობა, თათია სახლშია?
- არა!
- ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვნახო!
- კი მაგრამ ვინ ხარ?
- მე თორნიკე ვარ, მისი ყოფილი შეყვარებული...
- აა, ხო მსმენია შენზე...
- სად არის თათია...
- რომელიღაც პარკში წამაყვანინა თავი, მაგრამ მერე გამომიშვა, არ მინდოდა მისი ამ მდგომარეობაში დატოვება მაგრამ არ მოიშალა თავისი და გამომიშვა...
- კი მაგრამ რა სიტუაციაზეა აქ ლაპარაკი?
- შენ რა არ იცი? 
- რა უნდა ვიცოდე?!
- თათია ვეღარაფერს ვეღარ ხედავს. დაბრმავდა...
- რა?! ეს ხუმრობაა ხომ?!
- არა, ასეთ თემაზე არ ხუმრობენ...
- კი მაგრამ, ჩემი ანგელოზი, ნუთუ... არა სად არის ახლა?!
- არ ვიცი რომელიღაც პარკში დავტოვეთქო!
- კარგი წავედი მე! ვიცი სადაც იქნება!
არა ჩემი ანგელოზი, არ მჯერა ნუთუ მართლა ვერაფერს დაინახავს! არა ღმერთო! არა ის ამას არ იმსახურებს, გთხოვ ეს არ დაუშვა... ამ ფიქრებით მივედი თათიასთან, არ შევმცდარვარ ჩვენს ბაღში იჯდა... ჩემი პატარა როგორი უსუსური იყო იმ დროს როგორი დაუცველი... მასთან მისვლას ვერ ვბედავდი, ან კი რა უნდა მეთქვა... არ ვიცოდი... ჩემი თათია... მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი.... როგორც იქნა მივედი თათიასთან... მისმა ლამაზმა ხმამ დაარღვია სიჩუმე...
-ვინ არის აქ?!

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 692 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]