მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 7
21:24
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 7

- თათია, ეხლა კარგად მომისმინე, ძალიან კარგად ვიცი შენი ხასიათი, ასე რომ ბოლომდე მალაპარაკე...
- კარგით ბატონო გიორგი, მთელი ჩემი ყურადღებით გისმენთ...
- თათია, სასწრაფო ოპერაცია გესაჭიროება,წინააღმდეგ შემთხვევაში თვალის ჩინს დაკარგავ...
- და რა შანსი მაქვს რომ ოპერაციის შემდეგ...
- შანსები ზუსტად 50-50-ზეა...
- კარგით, ვიფიქრებ ოპერაციაზე, მაგრამ მანამდე როგორ ვუთხრა ეს დედაჩემს...
- კარგი თათია, ოღონდ იჩქარე... არ მინდა ეს შანსიც გაქრეს...
- კარგით, კარგით...
ექიმის კაბინეტიდან გამოვედი, თვალები მეცრემლებოდა, ირგვლივ ყველაფერს ვაკვირდებოდი, ვინ იცის იქნებ ბოლოჯერაც კი ვხედავდი... მინდოდა ყველაფერი დამემახსოვრებინა, თითოეული ხე, ჩიტი, ადგილი... დავსეირნობდი მანამ სანამ იმ პარკამდე არ მივედი რომელსაც „ჩემი" ერქვა... იქაც თითოეულ დეტალს ვიმახსოვრებდი, თითოეულ ადგილს... გული მეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზე , რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ვეღარ დამენახა... ვფიქრობდი თორნიკეზეც... როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი, არა მე მას ტვირთად ვერ დავაწვებოდი, ის ბედნიერი უნდა იყოს, ცხოვრება უხაროდეს... რატომ ღმერთო რატომ მაინც და მაინც ახლა როცა ყველაზე ბედნიერი ვიყავი დედამიწის ზურგზე... საღამომდე ამ ბაღში დავყავი დრო, ტელეფონი გამორთული მქონდა, ამიტომ ვერავინ ვერ დამიკავშირდებოდა, არ მინდოდა აქედან წასვლა, ვიხსენებდი როგორი ბედნიერი ვიაყვი აქ ზუსტად აქ... ღმერთო... რატომ რატომ... ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე, გადაწყვეტილებაც მივიღე... ტელეფონი ჩავრთე, თორნიკეს უამრავი ნარეკი იყო... მეც გადავურეკე...
- თორნიკე როგორ ხარ?
- კარგად თათია შენ როგორ ხარ? სად ხარ მთელი დღეა? გირეკავ და სულ გამორთული გაქვს ტელეფონი!
- ჩვენს პარკში ვარ თორნიკე...
- კი მაგრამ მანდ რა გინდა?! მოვდივარ არსად წახვიდე დამელოდე! 
- კარგი...
თორნიკემ ტელეფონი გამითიშა, ისევ გადავეშვი ფიქრებში... ამ დროს უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა... მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, მისი სურნელი შევისუნთქე, ეს სურნელი არასდროს არავიში ამერევა... გამოვტრიალდი და უხეშად მოვიშორე ჩემს უკან მდგომი...
- ლევან აქ რას აკეთებ?!
- შენი აზრით?
- მგონი ერთხელ გარკვევით გითხარი შენი ნახვა არ მინდა-მეთქი!
- თათია მიყვარხარ, მინდა ისევ ჩემი იყო მინდა ისევ ჩემი გერქვას გესმის?!
- არა ლევან ეს აღარასდროს მოხდება, ახლა კი ძალიან გთხოვ წადი...
- თათია გთხოვ მაპატიე...
- მიპატიებია ლევან, მიპატიებია... უფრო მეტიც წადი შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ, წადი იპოვე ბედნიერება... ამაზე მეტად არაფერი გამახარებს...
- თათ, ჩემი ბედნიერება შენ ხარ...
- მე ვეღარავის ბედნიერება ვეღარ ვიქნები ლევან, ეხლა კი წადი , და იცოდე ბედნიერებას გისურვებ... - ამ დროს თორნიკე მოგვიახლოვდა...
- თათ, ჩემო ლამაზმანო როგორ ხარ?! იცი როგორ მანერვიულე დღეს? - ამ სიტყვებზე ლევანის სახე შეეცვალა, თვალები ჩაუსისხლიანდა...
- კარგად ვარ თორნიკე კარგად...
- შენს მეგობარს არ გამაცნობ?
- კი, ეს ლევანია თოკ, ჩემი მეგობარი, ლევან ეს თორნიკეა ჩემი...
- შეყვარებული...-ლაპარაკში თორნიკე ჩაერია- სასიამოვნოა ლევან!
- ჩემთვისაც, კარგი თათია წავედი მე, ბედნიერებას გისურვებთ...
- შენც ლევან...
ლევანი უკანმოუხედავად წავიდა, შემიძლია დავიფიცო რომ გული საშინლად სტკიოდა, მეც მტკიოდა უბრალოდ არ მინდოდა სამაგიეროს გადახდა გამომსვლოდა... თორნიკე მთელი ძალით მიკრავდა და მეხუტებოდა... როგორ მსიამოვნებდა მისი სითბო, სულ ცოტა ხანში კი თავად მაასაც კი ვეღარ ვნახავდი...
- თორნიკე...
- ხო ლამაზმანო...
- რამდენი ხანია რაც ერთად ვართ?
- 6 თვეა...
- თოკა, გთხოვ მაკოცე...
ამას ჩემგან არ მოელოდა, გაუკვირდა კიდეც მაგრამ , მაჩუქა პირველი კოცნა, როგორ შემიყვარდა მაშინ ჩემი ბიჭი... მის ყოველ ნაკვთს ვიმახსოვრებდი, ყოველ მიმიკას, გაღიმებას... მთლიანად მას ვიმახსოვრებდი... უკვე გვიანი იყო თოკას ვთხოვე რომ სახლამდე მივეყვანე, ჩემი დაჟინებული თხოვნით მანქანის საჭესთან მე დავჯექი... უკვე სახლთან ახლოს ვიყავი როცა თვალები დამებინდა და თითქმის ვეღარაფერს ვხედავდი... მანქანა სწრაფად გავაჩერე და თორნიკეს მივუბრუნდი...
- თორნიკე უნდა ვილაპარაკოთ!
- კარგი ლამაზმანო, გისმენ...
- თორნიკე აღარ მიყვარხარ...
- რა თათია?
- ხო აღარ მიყვარხარ, სხვა მიყვარს...
- კი მაგრამ ვინ?!
- ლევანი...
- თათია! შენ სულ გაგიჟდი არა?!
- არა არ გავგიჟებულვარ... მიყვარს და რა ვქნა...
- სასწრაფოდ გადადი ჩემი მანქანიდან! სასწრაფოდ!
თორნიკეს ნებას დავემორჩილე და მანქანის კარი გავაღე, თვითონ კი საჭეს მიუჯდა და ძალიან დიდი სიჩქარით წავიდა... „ეხ, თორნიკე, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ..." ეს ვთქვი და სახლში ძლივს შევედი... ვეღარაფერს ვხედავდი...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 693 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]