მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 6
21:23
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 6

თათია თორნიკეს ძალიან უყვარხარ... - ეს მითხრა ვარდი გამომიწოდა და მერე გაიქცა...
ცოტა რომ გავიარე კიდევ რამოდენიმე ბავშვი ვნახე მათაც წითელი ვარდები ეკავათ და იგივე ფრაზას მიმეორებდნენ... „თათია თორნიკეს ძალიან უყვარხარ..." ძალიან მსიამოვნებდა ეს ყველაფერი, ბოლოს თორნიკეს მანქანა შევამჩნიე, მანქანასთან თორნიკე იდგა, მივუახლოვდი, ხელში ვარდების დიდი თაიგული ეკავა...
- თათია...
- თორნიკე...
- თათია, თორნიკეს ძალიან უყვარხარ... 
- თორნიკე...
- რა თათია?
- თონიკე, თათიასაც უყვარხარ...
თორნიკემ ხელში ამიყვანა, მთელი ძალით მიმიკრო გულზე... უბედნიერესი ვიყავი იმ წუთებში, თორნიკემ მანქანაში ჩამსვა და ისევ იმ პარკში წამიყვანა სადაც მე და თორნიკე ვიყავით პირველად...
- თათ იცი როგორ მიყვარს ეს პარკი?
- მეც, ძალიან...
- აქ რომ მობრუნდი გახსოვს?
- ხო თოკ...
- მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო...
- თორნიკე მაშინ რა გჭირდა?
- თათ პატარა და დავკარგე ავტოკატასტორფაში... სწორედ მის გამო ვსვავდი, მინდოდა გული გადამეყოლებინა, ან თუნდაც სასმელში ჩამეხრჩო თავი...
- ჩემო ბიჭო, მე კიდევ რა აღარ გაბრალე...
- არაუშავს თათია... ყველაფერი კარგადაა, ახლა შენ მყავხარ... 
- თორნიკე...
- და შენ ვის ეჩხუბე მაშინ ტელეფონზე...
- დედაჩემს...
- დედაშენს ? რატომ?
- თორნიკე მამა არ მყავს, დედა კიდევ კარგა ხანია საზღვარგარეთაა და ჰგონია რომ თუ ფულს მომცემს ამით ყველაფერს გამიკეთებს...
- კარგი ჩემო ლამაზო დაწყნარდი, ახლა მე გყავარ... და არ დავუშვებ ვინმემ რაიმე გაწყენინოს...
- თორნიკე... თათიას უყვარხარ...
- თორნიკესაც უყვარხარ ლამაზმანო...
ასე გადიოდა დრო, მე და თორნიკე კი მუდამ ერთად ვიყავით, თქვენ წარმოიდგინეთ და აღარც კი ვჩხუბობდით... მე თვალების პრობლემა მქონდა, საშინლად მაწუხებდა, ერთ დღესაც გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი... ექიმმა კი საშინელი ამბავი შემატყობინა... 
- თათია, იცით არ ვიცი როგორ გითხრათ...
- პირდაპირ მითხარით ექიმო...

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 674 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]