მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 5
21:22
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 5

მოკლედ ჩემი საქციელით ძალზედ კმაყოფილი ვიყავი, ეხლა მხოლოდ თორნიკეს რეაქციას უნდა დავლოდებოდი, ალბათ გაგიჟდებოდა თავის მანქანას რომ ნახავდა... აი არც დაუყოვნებია, ტელეფონი მირეკავს...
- გოგო ეს რა ქენი?!
- რა იყო, უბრალოდ საბურავი დაეშვა შენს მანქანას...- სიცილით ვუპასუხე.
- შენ ხო არ გაგიჟდი, კი მაგრამ რატომ მოიქეცი ასე?!
- მეორედ გეცოდინება ვისზე თქვა მწარე ენა აქვსო სიხარულო...
- აუ ეგ როგორ არ გამახსენდა, როგორ ვიფიქრე რომ ეგ ამბავი ასე უბრალოდ დაგავიწყდებოდა...
- ხო, სწორედაც მიხვდი, ამის მერე ისწავლი ჭკუას, თორე მერე უკვე საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ, ხო მართლა კიდევ რისი თქმა მინდოდა, მადლობ სიმღერისთვის...
- არაფერს, მაგრამ ამ საბურავის გამო დაისჯები!
- მაინც როგორ?!
- დღევანდელ საღამოს ჩემთან ერთად გაატარებ!
- ნუ, კარგი! როგორც ჩანს ბევრ ლაპარაკს აზრი არ აქვს...
- სწორედ მიხვდი!
თორნიკეს გავუთიშე ტელეფონი და გადავწყვიტე მოვმზადებულიყავი, მაკიაჟი გავიკეთე მოკლე მაგრამ ძალიან ლამაზი შავი სარაფანი მოვირგე, შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და თორნიკეს დავუწყე ლოდინი... არც დაუყოვნებია, ტელეფონზე მირეკავდა უკვე...
- გისმენ!
- გამოდი შენს სახლთან ვარ...
- კარგი!
ეს იყო და ეს, ჩანთა ავიღე შიგ სიგარეტი და ტელეფონი ჩავდე, გასაღები ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე... სახლიდან გავედი მაგრამ თორნიკეს მანქანა არსად ჩანდა, ნერვები ძალიან მომეშალა, ტელეფონი მოვიმარჯვე და ეგრევე თორნიკეს გადავურეკე...
- სად ხარ იდიოტო?!
- თათ ეზოდან გამოდი და იქ აყენია ჩემი მანქანა!- თორნიკეს ნათქვამს დავემორჩილე, ეზოდან გავედი მაგრამ არც იქ იდგა მანქანა...
- შენ რა მეკაიფები ბიჭო?!
- ესეც სამაგიერო თათია ჩემი საბურავებისთვის!
- კრეტინო, იდიოტო! შენს თავში ზედმეტად დარწმუნებული ხარ, ვერ გიტან ! ვსო დამივიწყე მეც და ჩემი ნომერიც იცოდე არ გაბედო და მეორედ აღარ დამირეკო!- ამას უკვე გათიშულ ტელეფონს ჩავყვიროდი...
ნერვები საშინლად მომეშალა პირველად მოხდა რომ ბიჭმა ასეთი რაღაც გამიჩალიჩა... მაგრამ რის თათია ვიქნებოდი რომ დღევანდელი დღე შერჩენოდა თორნიკეს... ამაზე ბევრი აღარც მიფიქრია ტაქსი გავაჩერე და კლუბისკენ ავიღე გეზი... შევედი ჯერ ბართან რამოდენიმე ჭიქა დავლიე, მერე საცეკვაოდ წავედი, კადრები ისევ ერთმანეთში ირეოდა... მაგრამ უცებ ერთ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი... თორნიკე იდგა და ვიღაც გოგოს აბავდა, აი , აქ კი გამინათდა გონება, ჩანთას დავავლე ხელი და მათი მაგიდისკენ ავიღე გეზი...
- გამარჯობა თორნიკე...- იმ გოგოს აშკარად სახე ეცვალა ისევე როგორც თოკას...
- გამარჯობა თათია, აქ რას აკეთებ?
- არა თოკა ამას შენ ნამდვილად არ უნდა მეკითხებოდე მე ცოლ შვილი მაინცც არ მყავს აი შენ კიდევ მგონი ჯობია ცოლს მიხედო... - ეს ვუთხარი და თვალი ჩავუკარი, ის გოგო წამოხტა...
- როგორ გამიბედე იდიოტო!- უთხრა თორნიკეს, ერთი გემრიელი სილა უთავაზა და წავიდა...
- ალქაჯი ხარ!
- ალქაჯი არა ეს უკვე 2-1-ია სიხარულო!- ეს ვუთხარი ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და იქაურობას გავშორდი...
მართალი გითხრათ თორნიკეს სხვა გოგოსთან დანახვამ საშინლად გამაღიზიანა, მაგრამ რატომ ამას მე თვითონაც ვერ ვხსნიდი... ცხოვრებაში ასე ცუდად არასოდეს მიგრძვნია თავი... ავდექი და კლუბის ტერიტორიას გავეცალე, ის იყო გასასვლელთან მივედი და ტაქსი უნდა გამეჩერებინა, თორნიკემ მომიჩერა ფეხებთან მანქანა...
- ჩაჯექი, გაგიყვან!
- არა!
- თათია ნუ ბავშვობ ჩაჯექი!
- არ მინდა-მეთქი თორნიკე, წადი შენს გზაზე იარე რა, მე თავი დამანებე უშენოდ აქამდე იდეალურად ვიყავი და არც ეხლა გამიჭირდება!
- ნუ იცოდე შენი ნებით თათია... 
- არასდროს !
- კარგი მაგრამ დაიმახსოვრე შენი არჩევანი იყო...
მანქანიდან გადმოვიდა, ხელში ამიყვანა, ეგონა წინააღმდეგობას გავუწევდი, მაგრამ არა შეცდა, ამჯერად თათიას სულ სხვა გეგმა ქონდა... მანქანაში ჩამაჯინა, თვითონ კი საჭეს მიუჯდა... მანქანა დაიძრა და თორნიკემაც დაიწყო ლაპარაკი...
- რატომ მოიქეცი იმ გოგოსთან ისე?!
- ....
- თათია მიპასუხე!
- ... - მე ვდუმდი, ხომ გაგიგიათ ზოგჯერ დუმილი უფრო გამაღიზიანებელია ვიდრე სიტყვები...
- თათია ხმის ამოღებას არ აპირებ?!
- ...
- თათია უკვე ნერვები მეშლება! - ამის თქმაზე საჭეს ხელები დაარტყა, მაგრამ მე ისევ არ ვცემდი ხმას, უნდა მიმხვდარიყო რომ გაბრაზებული ვიყავი, მანქანა რომელიღაც კაფესთან გააჩერა, კარები გამიღო- გადმოდი...- მეც უხმოდ დავემორჩილე და კაფეში შევედით... - ორი ყავა თუ შეიძლება, ოღონდ რაც შეიძლება მაგარი...
- კარგით მალე იქნება თქვენი შეკვეთა...
- თათია რა გჭირს? რატომ არ მელაპარაკები ჩემზე ეჭვიანობ არა?!
- ...- ისევ დუმილი... ოფიციანტმა შეკვეთა მოუტანა მე სიგარეტი ამოვიღე მოვუკიდე, ერთი ღრმა ნაპასი ამოვარტყი და თორნიკეს შევხედე თვალებში...
- თათია გეყოს ძალიან გთხოვ, გამეცი ხმა...
- ...
- კარგი ხო, მაპატიე რაც დღეს ჩავიდინე...
- არასოდეს!
- კარგი რა, პატარა ბავშვივით ყველაფერზე ნუ ჩხუბობ...
- ... - ისევ დუმილი...
ავდექი და კაფიდან გამოვედი, დარწმუნებული ვიყავი თორნიკეც გამომყვებოდა, გარეთ საშინლად წვიმდა, მეც დიდი სიამოვნებით გავიხადე ფეხზე და სველ ასფალტზე მივაბიჯებდი, თორნიკე გვერდით მომყვებოდა და მთხოვდა რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, მაგრამ ჯიუტად ყველაფერს იმის საპირისპიროდ ვაკეთებდი რასაც ის აკეთებდა, ბოლოს ალბათ ჩემი დევნით დაიღალა და წავიდა... წავიდა ისე რომ აღარაფერი უთქვამს... გული რაღაცნაერად ამტკივდა, ჩემთვის ვფიქრობდი თუ რა იყო ეს, ნუთუ შემიყვარდა... მაგრამ ამ ფაქტს ჩემი მეორე მე განუწყვეტლივ ეწინააღმდეგებოდა... ასე ფიქრებით მივედი სახლამდე... გამოვიცვალე, საშინლად მაკანკალებდა... ალბათ სიცხეც მქონდა, მაგრამ არავინ მყავდა გვერდით,, ძლივს მივედი სამზარეულომდე, ცხელი ყავა დავისხი და ფანჯარასთან მოვკალათდი, თბილი პლედი მოვიხვიე, ცალ ხელში ყავის ჭიქა მეჭირა მეორეში კი სიგარეტი... მთელი ღამე წვიმდა და მეც გავყურებდი როგორ ეცემოდნენ ჩემი ფანჯრის მინას წვიმის წვეთები... გამთენიისას მესიჯი მომივიდა, თორნიკე იყო
„თათია, გთხოვ მაპატიე, უბრალოდ ცუდად გადაგიხადე სამაგიერო მაგრამ არც შენ დამაკელი... გთხოვ მაპატიე..."
„არ ვაპირებ შენს პატიებას..."
„გთხოვ, მააპატიე, უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა..."
„ხოდა შენს დანაშაულს რომ მიხვდები მერე მომწერე!"
„ თათია ასე ნუ მექცევი ძალიან გთხოვ..."
„ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ არ უნდა მოგექცე ასე!"
„მიყვარხარ..."
„ნომერი შეგეშალა"
„ არ შემშლია ადრესატს მიუვიდა..."
„აბა როდის შეგიყვარდი, გუშინ იმ გოგოს რო ეპრანჭებოდი თუ...?"
„თათია ჩემი არ გჯერა..."
„არც არის აქ არაფერი დასაჯერებელი, უაზრო სიტყვების რახარუხია, ალბათ მაგ სიტყვას დღეში მილიონჯერ მაინც ამბობ..."
„ მე შენს მეტი არავინ მინდა..."
„მე კიდევ ეს ბანალურობა არ მჭირდება და თუ შეიძლება ეხლლა მეძინება და კარგად..."
„არა მოიცა თათია, ამ საღამოს მინდა გნახო..."
„არა! ეხლა კი კარგად ვიძინებ!"
ესე დავამთავრე თორნიკესთან მიმოწერა, საშინლად ვიყავი გული მტკიოდა, ეხლა კი დარწმუნებული ვიყავი რომ თორნიკე მიყვარდა, მაგრამ არა ჩემი თავმოყვარეობა არ მაძლევდა მასთან ყოფნის საშუალებას... ის სხვა გოგოებს დასდევს, მე კიდევ ეს საშინლად არ მომწონს... არა თორნიკე აღარ უნდა ვნახო და როგორმე გულიდანაც უნდა ამოვიგდო... ამ ფიქრებში ისევ ტელეფონმა დაიწრიპინა დავხედე და დედაჩემი რეკავდა...
- გისმენთ!
- თათია სად ხარ?! ორი დღეა გირეკავ და პასუხს რატომ არ მცემ?!
- კარგი, კარგი მზრუნველი დედიკოს როლს ნუ თამაშობ არ გიხდება!
- თათია ნუ ხარ უმადური ხომ იცი რომ მიყვარხარ...
- კი, დედა ვიცი...
- როგორ ხარ მითხარი?
- კარგად დედა კარგად...
- ხომ არაფერი გჭირდება?
- არა არაფერი ძილის გარდა კარგი წავედი მე!
- კარგი, ჭკვიანად იცოდე!
- კარგი...
დედაჩემთან ლაპარაკი დავამთავრე და ისევ თოკაზე ფიქრი დავიწყე, ვიხსენებდი მასთან გატარებულ დღეებს, პარკში, მერე მის დაბადების დღეს და გაბრწყინებულ სახეს ჩემი სურპრიზის დანახვისას, მთაწმინდაზე გატარებულ დროს, ჩემთვის შესრულებულ სიმღერას... და ბოლოს კლუბის სცენით მთავრდებოდა ეს ყველაფერი და თვალები ცრემლებით მევსებოდა... მომშივდა მაღაზიაში გასვლა გადავწყვიტე რომ რაიმე საჭმელი მეყიდა... გარეთ გამოსულს პატარა ბავშვი შემომეგება ვარდით ხელში...
-ეს რა არის?

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 721 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]