მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 4
21:21
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 4

იმ დღის ემოციები გამყვა მთელი ღამის განმავლობაში, დაღლილს ადვილად ჩამეძინა, მაგრამ რათ გინდა, ვინ გაცადა ძილი, ტელეფონი რეკავდა, ნომერს დავხედე მეუცხოვა, თავიდან პასუხს არ ვაპირებდი, მაგრამ მერე გავიფიქრე თორნიკე ხომ არ არისთქო და ეგრევე ვუპასუხე...
- გისმენთ!
- გამარჯობა თათია! - ამ ხმის გაგონებისთანავე ძარღვებში სისხლი გამეყინა... 
- რა გინდა ლევან?!
- რა იყო არ შეიძლება უბრალოდ მოგიკითხო?
- არა, შენთვის არ შეიძლება, და საერთოდაც მგონი მე გითხარი რომ თავი დამანებეთქო!
- მეც გითხარი რომ ისევ ჩემი გახდები-მეთქი!
- ამაზე მანამ უნდა გეფიქრა მანამ იმ კახპას ჩაუწვებოდი ლოგინში და მიღალატებდი! რა გინდა შენითვე დაინგრიე ჩემთან ურთიერთობა! ეხლა კი თავი დამანებე! არც შენთან სალაპარაკო დრო მაქვს და მითუმეტეს არც სურვილი ლაპარაკისა!
- არც გაბედო და არ გამითიშო!
- რა უფლებით მელაპარაკები მაგ ტონით იდიოტო! შემეშვი, არ მჭირდები, ვერ გიტან! რო კვდებოდე და ჩემი ნახვა წამლად რო გექცეს ამასაც კი არ გავაკეთებ და იცი რატომ?! შენ ჩემთვის მოკვდი! მოკვდი იმ დღის მერე როცა მიღალატე და სხვაში გამცვალე ! ეხლა?! ეხლა რაღას მოითხოვ გამაგებინე?!
- შენს თავს...
- აი ეხლა სტოპ! დამეკარგე აქედან! ჩემთან დარეკვა აღარ გაბედო თორემ მერე იცოდე რაც მოხდება შენს თავს დააბრალე ! კარგად ბრძანდებოდე სამუდამოდ !
ეს ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე... გული საშინლად მეკუმშებოდა, მე ხომ ის ასე ძლიერ მიყვარდა მაგრამ, გაანადგურა, გააცამტვერა ჩემი გრძნობები, არ არის ღირსი ჩემი ერთი ცრემლისაც კი... ვსო ლევანი სამუდამოდ ამოიშალა თათიას ცხოვრებიდან... საშინელ ხასიათზე დავდექი მასთან ლაპარაკის შემდეგ, ლოგინში ვეღარ გავჩერდი, ავდექი, გადავიცვი და სამზარეულოს მივაშურე... სახლშიც სული მეხუთებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა, გარეთ გამოვედი გრილი სიო შემომეგება, მესიამოვნა, და გზას გავუდექი... არ ვიცი როდის, როგორ მაგრამ აღმოვჩნდი იმ პარკში სადაც მე და თორნიკე ვიყავით... ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ტირილი მინდოდა მაგრამ არა არ ვიტირებდი მითუმეტეს იმ მოღალატის გამო... რამოდენიმე საათი დავყავი პარკში შემდეგ ისევ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე... ნელ-ნელა მივსეირნობდი სახლისკენ თან ვფიქრობდი, მაგრამ ეხლა ყველაფერზე და არა კონკრეტულად ვინმეზე... სახლამდეც მივაღწიე... ისევ ლოგინს მივაშურე, ჩამეძინა... 
მეორე დილით ადგომილმა გადავწყვიტე სასწავლებელში მივსულიყავი, მოკლე ქვედაბოლო, ზემოდან ლურჯი მაისური, შავი კოსტუმი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე, ჩანთას ხელი მოვკიდე და სახლი დავტოვე... სასწავლებელში მისულს რამოდენიმე შეძახილი გავიგონე „ნახე სწერვა მოდის", „ვა, სასწავლებელიც გახსენებია", „ნეტავ დღეს ვისი ჯერია, ვის არ გაუთენდა კარგი დღე" და ამისთანები... ჩემდა გასაკვირად ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციე და აუდიტორიისაკენ გავეშურე სადაც ლექცია უკვე დაწყებულიყო... ინგლისური... ვიღაც 25 წლის გოგო გვიკითხავდა, რომელსაც აშკარად ყველანაერი შარმი აკლდა და ჩემი შურდა... თამამად შევედი აუდიტორიაში, ისე რომ არც კი მოვიბოდიშე...
- ქალბატონო თათია, დააგვიანეთ, და როგორც წესი მე დაგვიანებულებს ლექციაზე არ ვუშვებ, ასე რომ ნება იბოძეთ და დატოვეთ აუდიტორია!
- ქალბატონო ქეთინო, ეს ცინიზმი თქვენთვისვე შეინახეთ, და მე სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ ვიგვიანებ რომ კარგად გამოვიყურებოდე, აი თქვენ? თქვენ რა სარკეში არ იყურებით სახლიდან გამოსვლის წინ?
- თათია შეურაცყოფას არავისგან ავიტან მითუმეტეს შენნაერი ლაწირაკისგან!
- თავი აკონტროლეთ, თქვენ ლექტორი ხართ და მოთმინება გმართებთ, თან არამგონია თქვენი ადგილის დაკარგვა გინდოდეთ, თან ასეთი გარეგნობის პატრონს ახალი სამმუშაოს პოვნა არამგონია გაგიადვილდეთ... ახლა კი გადაწყვიტეთ, გავიდე თუ დავრჩე...
- დაჯექი შენს ადგილას მალე !
აჰამ, ესეც გამარჯვების ტიტული, როგორც ყოველთვის მე მერგო... ჩემს ადგილს მივაშურე დაკავებული იყო, ეს ფაქტი ძალიან არ მესიამოვნა, მაგრამ რას გავაწყობდი კიდევ ერთი ჩხუბი არ მჭირდებოდა მითუმეტეს ლექტორთან, ისედაც საკმარისად შევაძულე ამ ქალს თავი... სხვა ადგილას მომიწია დაჯდომა, ვიღაც გოგოსთან, რომელსაც აღფრთოვანებული სახე ქონდა როდსაც მე მიყუებდა...
- კარგად გამოგივიდა...- მომმართა გვერდით მჯდომმა.
- მადლობ!
შევატყვე რომ კიდევ სურდა ლაპარაკის გაგრძელება მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ტელეფონი რეკავდა... არც მიკითხავს ისე დავტვე აუდიტორია, დერეფანში გამოვედი და ტელეფონს ვუპასუხე...
- გისმენთ!
- თათა როგორ ხარ? თორნიკე ვარ...
- აა, კარგად თორნიკე, შენ?
- მეც არამიშავს, სად ხარ?
- სასწავლებელში, რა ხდება?
- არაფერი უბრალოდ შენი ნახვა მინდა, ვიფიქრე სადმე ბარში დავპატიჟებთქო...
- კარგ დროს გაგახსენდი, აქ გაჩერება უკვე ყოვლად შეუძლებელია...
- კარგი, 10 წუთში შენს სასწავლებელთან ვიდგები, გარეთ დამელოდე...
- კარგი
ეს ვუთხარი და ტელეფონი გამითიშა, კიბეებს ჩავუყევი, რომ ჩავედი თორნიკე უკვე მელოდებოდა, მანქანის კარი გამიღო, მეც კომფორტულად მოვთავსდი, მივდიოდით მაგრამ სად არ ვიცი, რომელიღაცა შენობასთან გააჩერა მანქანა და მთხოვა გადავსულიყავი, მეც მის ნებას დავემორჩილე...
- უი თათ სულ დამავიწყდა მეთქვა, დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები...
- დიდი მადლობა!
- არაფერს ლამაზმანო!
- ხო მართლა, სად მივდივართ?
- შენთვითონ ნახავ
სადღაც სარდაფში ჩამიყვანა, კარები შეაღო სადღაც ოთახში შევედით სადაც უამრავი ინსტრუმენტი იყო და ამ ინსტრუმენტებთან იდგნენ თორნიკეს მეგობრები
- ბიჭებო გაიცანით ეს თათიაა, თათია ესენი ჩემი მეგობრები არიან ლუკა, გიო და თემო...
- სასიამოვნოა თათია.- სამივემ ერთხმად მითხრეს...
- ჩემთვისაც... თორნიკე ამას მიმალავდი ხომ? - სიცილით ვუთხარი.
- სულ ორი დღეა გიცნობ და როდის უნდა მეთქვა?!- მანაც სიცილით მიპასუხა.
- ა, ეს ის გოგოა თორნიკე კლუბიდან? -ლაარაკში ჩაერია გიო.
- ხო, ძმა ეგ გოგოა ხო მართლაც ლამაზია?
- კი, კარგი გემოვნება კი გქონია...
- აღარ მორჩებით ჩემზე ჭორაობას? 
- მაპატიეთ ქალბატონო, უბრალოდ რაღაცეების დაზუსტება მინდოდა... - მიპასუხა გიომ.
- ხომ გითხარი მწარე ენა აქვსთქო...- სიცილით უთხრა თორნიკემ.
- აჰა ესეიგი მწარე ენა არა? 
- სურპრიზების გარაშე იცოდე თათია- სიცილით მითხრა თორნიკემ...
- კარგი დაგინდობ თუ ჩემთვის დაუკრავთ...
- კარგი, დავუკრავ, და ვიმღერებ კიდეც...
- თორნიკე რას ვმღერით?- ლაპარაკში ჩაერია ლუკა.
- james blunt you are beautiful-ს რათქმაუნდა!
ბიჭებმა სიმღერა დაიწყეს, თორნიკეს გასაოცარი ხმა ქონდა, მთელი ემოციებით და აღფრთოვანებით მღეროდა, ხანდახან თუ გამოაპარებდა ჩემსკენ თვალს, მეც ვიჯექი და ბიჭებს ვუსმენდი... ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც ჩემი წამოსვლის დროც მოვიდა, და რათქმაუნდა სამაგიეროს გადახდისაც, მე ხომ თათია ვარ და არავის შევარჩენ ჩემზე თქვას „მწარე"...
- თორნიკე, მე უნდა წავიდე...
- მოიცადე გაგაცილებ...
- არა არ არის საჭირო, თან მარტო ყოფნა მინდა...
- კარგი...
- აბა კარგად ბიჭებო, იმედია კიდევ შევხვდებით...
- კარგად თათია- სამივემ ერთხმად მითხრეს...
- კარგი თორნიკე ნახვამდის...
- კარგად თათ...-იქიდან გამოვედი, რომ დავრწმუნდი რომ თორნიკე არ მომყვებოდა ჩანთიდან პატარა დანა ამოვიღე და თორნიკეს მანქანას პატარა საჩუქარი დავუტოვე... ტაქსი გავაჩერე და რომ მივხვდი უკვე სამშვიდობოს ვიყავი თორნიკეს მივწერე „ჩემი საჩუქარი გარეთ გელოდება"...

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 671 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]