მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 3
21:19
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 3

მთელი ღამე თორნიკესთან ერთად გავატარე, თითქმის მთელი თბილისი შემოვიარეთ, ბოლოს ძალიან დავიღალე და რომელიღაც სკვერში სკამზე დავეშვი, თორნიკეც გვერდით მომიჯდა და ისე გამიღიმა როგორც ყოველთვის... ამ ბიჭში იყო რაღაც რასაც ვერ ვხსნიდი, ეს კი არა ისიც ვერ გამეგო რას ვაკეთებდი მე აქ, ცხოვრებაში პირველად იყო რომ ვიღაცას დახმარება სჭირდებოდა და ეს დახმარება ჩემს გვერდით ყოფნა იყო... არ ვიცი რას ვგრძნობდი თორნიკეს მიმართ, მაგრამ მასთან ერთად ყოფნა საშინლად მსიამოვნებდა... ირიჟრაჟა... მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე მისი უსაზღვრო ზღვის ფერი თვალები, რომლებიც უსაზღვრო სევდას მოეცვა... ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა იყო, მაგრამ რაღაც ამოუცნობი... ძალიან მინდოდა ერთხელ მაინც მეკითხა რა სჭირდა, მაგრამ არა, ამის უფლება არ მქონდა... მე ხომ ის იმ ლამაზი სიტყვებით შევამკე... ამ ფიქრებში ჩემს თავზე საშინლად ვბრაზდებოდი, როდის აქეთაა თათა რომ ასე უფრთხილდები ვიღაცას! ამ ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომაფხიზლა...
- თათა ტელეფონი გირეკავს...- ნომერს დავხედე და დედაჩემი....
- არა მაინც როგორ ბედავს ჩემთან დარეკვას ! მითუმეტეს გუშინდელს მერე!
- თათა რა მოხდა ? ვინ არის? რატომ აფორიაქდი ასე?
- არაფერი თორნიკე არაფერი!
- აი თურმე შენ სვავდი ბიჭის გამო გუშინ...
- არა! არავითარი ბიჭი! ეგღა მაკლია ვიღაც იდიოტების გამო ვიშალო ნერვები! 
- ფაქტი სახეზეა!
- თორნიკე მგონი ასე ლაპარაკს ჯობდა ისევ ჩუმად მჯდარიყავი!
- გამოავლინა თავისი კლანჭები! გოგო ხარ და არ შეგშვენის!
- თორნიკე თავი დამანებე რა! - ეს ვთქვი და სკვერიდან სწრაფი ნაბიჯით წამოვედი, ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ მე რის მე ვიქნებოდი თუ ვიტირებდი...
- თათა, თათა მოიცადე! სად გარბიხარ, მაპატიე არ მინდოდა გული მეტკინა...-
გავჩერდი შევბრუნდი თვალები ჩამსისხლიანებოდა, თორნიკეს მთელი ძალით მივეკარი, და ცხოვრებაში პირველად სხვის დასანახად ავტირდი... თორნიკე ალბათ ჩემგან ასეთ ცვლილებას არ მოელოდა თავიდან დაბნეული იდგა, შემდეგ თვითონაც მომხვია ხელები და ძალიან მაგრად მიმიკრა... არ ვიცი იმ წამს რა ვიგრძენი, სითბო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მჭირდებოდა... თორნიკე პატარა ბავშვივით თმაზე მეფერებოდა და ჩემს დაწყნარებას ცდილობდა... როგორც იქნა დავწყნარდი... თორნიკეს მკლავებს თავი დავაღწიე...
- მაპატიე...
- კი მაგრამ, რა გაპატიო სულელო?
- არ უნდა მეტირა შენი თანდასწრებით, ცუდად გამომივიდა, ალბათ რას იფიქრებ ეხლა ჩემზე...
- არაფერსაც არ ვფიქრობ, უბრალოდ გჭირდებოდა ადამიანი რომელიც დაგეხმარებოდა...
- ხო მაგრამ მაინც ცუდად გამომივიდა...
- არა თათია, დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა... აი, მეც ხომ დამეხმარე, ეხლა ბარი ბარში ვართ და ნუღარ ინერვიულებ...
- კარგი, მადლობ...
- არა, მაინც არ ვართ მთლად გასწორებულები...
- რას გულისხმობ?
- ყავას- სიცილით მიპასუხა...
- ა, ხო...
- ხოდა ეხლა ადექი ფეხზე და წამოდი კაფეში გეპატიჟები, თითო ჭიქა ცხელ ყავაზე...
- მართალი გითხრა ეხლა მაგაზე მეტად არაფერი მესიამოვნება...
- აი, ხომ ხედავ, არც თუ ისე ცუდად ვიცნობ ქალებს...- ეს მითხრა ცხვირზე წამეთამაშა, ადგა ხელი გამომიწოდა და ამაყენა... ისევ გავუდექით თბილისის ქუჩებს იქვე ახლოს ერთი პატარა კაფე ვნახეთ... შევედით, ყავა შევუკვეთეთ და ერთმანეთის უკეთ გაცნობა დავიწყეთ...
- თათა, მოდი ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ...
- კარგი...
- რამდენი წლის ხარ?
- 19 შენ?
- მე? მე დღეს შემისრულდა 20 წელი...
- თორნიკე მართლა? გილოცავ... - მივედი და გადავეხვიე...
- დიდი მადლობა...
- თორნიკე ცოტა ხანს რომ გავიდე ხომ არ გეწყინება?
- არა...
კაფეში თვალს როგორც კი მოვეფარე ოფიციანტს დავუძახე...
- გამარჯობათ, უკაცრავათ იცით რა მინდა? ერთი პატარა ტორტი, ერთი სანთელით, შესაძლებელი იქნება?
- კი, რა თქმა უნდა...
- აჰა, ძალიან გამახარეთ, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი პატარა თხოვნა შემისრულეთ, მანამ მე არ მოვალ ის ახალგაზრდა ჩემთან ერთად რომ არის არსად არ გაუშვათ, და თუ შეიძლება მანამ არ დავბრუნდები ტორტი მაგიდასთან არ მიიტანოთ...
- კარგი...
- ძალიან დიდი მადლობა...
კაფიდან გავედი იქვე ახლოს პატარა სუვენირების მაღაზია ვნახე, ბევრი ფიქრის შემდეგ ავარჩიე თორნიკესათვის საჩუქარი, ლამაზ ყუთში შევაფუთინე და იქაურობას სწრაფად გავშორდი...
- აი თორნიკე მეც მოვედი...
- სად იყავი ამდენ ხანს? უკვე წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ ოფიციანტმა შემაჩერა...
- კარგიც უქნია...- ოფიციანტს ხელით ვანიშნე დროათქო...- თორნიკე შეგიძლია თვალები დახუჭო?
- კი, მაგრამ რა საჭიროა?
- გთხოვ... - და ისეთი საწყალი სახით შევხედე უარი ვეღარ მითხრა...
- კარგი, კარგი, ოღონდ მასეთი თვალებით ნუ მიყურებ...
ოფიციანტმა ტორტი მაგიდაზე დადო, ჯიბიდან სანთებელა ამოვიღე, სანთელს მოვუკიდე, შემდეგ თორნიკესათვის განკუთვნილი საჩუქარი მაგიდაზე მოვათავსე...
- ეხლა კი შეგიძლია გაახილო... - თორნიკემ თვალები გაახილა, გაოცებისგან პირი დააღო- გილოცავ დაბადების დღეს...
- თათ, ეს, არ ვიცი რა ვთქვა ძალიან დიდი მადლობა... - სკამიდან წამოდგა მეც წამომაყენა, ხელში ამიტაცა და მაბზრიალებდა...
- კარგი თორნიკე შეგიძლია დამსვა- სიცილით ვუთხარი... მანაც ხელი გამიშვა, მაგიდასთან მივედით... - ეხლა შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო და სანთელი ჩააქრო...
- ....- თორნიკემ სურვილი ჩუმად ჩაუთქვა, სანთელი ჩააქრო და ეხლა მე შემომხედა...
- რა ჩაიფირქ?
- ამბობენ სურვილს ხმამაღლა თუ გაახმოვანებ არ აგისრულდებაო...
- ხო, ეგ მეც გამიგია... მაგრამ ძალიან მაინტერესებს...
- მოვა დრო და გაიგებ პატარა ლამაზმანო...
- ოჰო, ესაო და ერთი წელი მოგვემატაო და უკვე პატარასაც მეძახის...- სიცილით ვუთხარი...
- ოხ ეს მწარე ენა რომ არ გქონდეს რა... -მანაც იგივენაერად მიპასუხა
- აჰა ესეიგი მწარე ენა არა?
- დიახაც! 
- ხოდა მიიღე!- ტორტი წავუსვი მთელს სახეზე, მაგრამ არც თვითონ დამაკლო...
ასე თამაშ თამაშით გამოვედით ბარიდან, პირი ჩამოვიბანეთ და ეხლა უკვე გართობის სხვა ხერხის საპოვნელად მთაწმინდის პარკისკენ გავემართეთ... პატარა ბავშვებივით ვიყავით... ყველა ატრაქციონი მოვიარეთ... ჯერი ამერიკულ მთებზე მიდგა რისიც საშინლად მეშინოდა ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ჩამოდიოდა ხალხი დაფეთქბული და შეშინებული სახეებით, ამის დანახვაზე მეც შიში მიტანდა...
- რა იყო პატარა ხომ არ გეშინია?
- ვის მე?
- ხო შენ!
- არა, არანაერად... მე არაფრის არ მეშინია, საერთოდ არაფრის...
- კარგი მაშინ დავჯდეთ
- კარგი!
ატრაქციონი დაიძრა, თორნიკეს ხელს უფრო და უფრო ვეჭიდებოდი, ის კიდე ამაზე იცინოდა... მეშინოდა მერედა როგორ... ერთი წივილ კივილი ავტეხე... ძლივს გაჩერდა ატრაქციონიც... გადმოსვლისთანავე თორნიკეს ჩავაფრინდი, ხელს არ ვუშვებდი, მუხლები მეკეცებოდა... თორნიკეც გულში მიკრავდა, მამშვიდებდა მისი ასეთი საქციელი... ამასობაში უკვე მოსაღამოვებულიყო, დედაჩემს აღარ დაურეკავს... ძალიან კარგი ჭკუა უნდა ისწავლოს! თორნიკემ სახლამდე მიმაცილა, ტელეფონის ნომერი გამომართვა და სახლისკენ გაუყვა გზას... სახლში შესულს კი სახიდან იდიოტური ღიმილი არ მშორდებოდა, რამდენი ხნის მერე პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი... დღეს ხომ ბავშვობაში დავბრუნდი...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 640 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]