მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 2
21:18
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 2

ასეც მოვიქეცი, საღამოს გამოვეწყვე და გეზი კლუბისკენ ავიღე... შევედი ბართან მივედი, ერთი ჭიქა არაყი შევუკვეთე, ბარმენმაც უპრობლემოდ დამისხა, ის ის იყო უნდა დამელია რომ გვერდიდან ხმა მომესმა...
- ალკოჰოლი ვნებს ჯანმრთელობას... -ხმა მეცნო მაგრამ ვერ ვხვდებოდი საიდან...
- ეს მგონი შენ ყველაზე ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს...- ვუთხარი ისე რომ არც კი შემიხედავს, არყის ჭიქა ჩავცალე და ის ის იყო რომ ბარს უნდა გავცლოდი ხელი მკლავზე წამავლო უცნობმა... შევხედე და ერთი კარგად შევუბღვირე- ხელი გამიშვი!
- რო არ გაგიშვა? 
- რა იყო ჩემს გამოწვევას ცდილობ?! არ გირჩევ!
- ვითომ რატომ?
- ცადე და გაიგებ! - თვალი ჩავუკარი ხელი გამოვაცალე და საცეკვაო მოედნისკენ გავემართე...
ძალიან ბევრს ვცეკვავდი, თითქმის იქ მყოფთ ყველას ვეცეკვე, გარდა ერთისა... ჩემდა გასაკვირად ის ბიჭი ჩემთან აღარც მოსულა, უბრალოდ ბართან იდგა და სასმლით იქცევდა თავს... დავიღალე და გადავწყვიტე ბართან დავბრუნებულიყავი და რაიმე დამელია... ასეც მოვიქეცი დავუბრუნდი ჩემს კუთვნილ ადგილს, ისევ არაყი შევუკვეთე... ის ბიჭი კი რაღაც ძალიან სევდიანი მეჩვენა მაგრამ როგორც ყოველთვის ეს ფიქრიც ამოვიგდე თავიდან, მე სულაც არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას რომლებიც დეპრესირებულ ბიჭებს აწყნარებენ... არაყი მოვსვი, ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე, და ასე მანამ სანამ კარგად არ გამოვთვერი... ისევ საცეკვაო მოედანი, კადრები ერთმანეთში ირეოდა, ხან რომელ ბიჭთან ვცეკვავდი ხან რომელთან, მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი ის ბიჭი თვალს არ მაცილებდა... ბოლოს როგორც იქნა სახლში წასვლა გადავწყვიტე, კლუბის ტერიტორიას გავეცალე ის იყო უკვე ტაქსი უნდა გამეჩერებინა რომ ის ბიჭი გამოვიდა კლუბიდან, პირდაპირ ჩემსკენ მოემართებოდა...
- ჰეი, ლამაზო...- დამიძახა. გავჩერდი მისკენ შევტრიალდი და ლოდინი დავუწყე სანამ ჩემთან მოვიდოდა.
- გისმენ!- ღიმილით ვუპასუხე.
- მთელი საღამოა გაკვირდები ძალიან კარგად ცეკვავ...
- დიდი მადლობა, რასაც შენზე ვერ ვიტყვი, სამაგიეროდ იმის თქმა შემიძლია რომ კარგად სვავ!- სიცილით ვუთხარი, კიბეზე დავეშვი, ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და გავუკიდე, ისიც ჩემს გვერდით მოკალათდა და ლაპარაკი განაგრძო...
- ხო, შესაძლოა ლოთი გეგონო, მაგრამ მაქვს მიზეზები რის გამოც ვსვავ...
- ა, ხო, პრინციპში ეგრეც ვიფიქრე... მაგრამ ეხლა მე ყველაზე ნაკლებად ვგავარ ისეთ ადამიანს რომელსაც ტრაგიკული LOVE STORY-ს მოსმენა სურს, და მითუმეტეს ვინმეს გამხნევება... ასე რომ...
- აა, არა ეგ პრინციპში არც მე არ მიგულისხმია, აი შენ რატომ სვავდი ამდენს?
- აი, შენი კიდევ ერთი შეცდომა, არასდროს ჩაერიო სხვის საქმეში, ალბათ ამიტომაცაა დღეს ლოთივით რო გაილეშე, სულ რამოდენიმე წინადადება მითხარი და უკვე მივხვდი რომ აზრზე არ ხარ ქალების...
- ჰმ, ძალიან პირდაპირიც ყოფილხარ...
- ეს კომპლიმენტია?
- თუნდაც...
- კარგი მაშინ მოდი ასე გეტყვი, სულაც არ ხარ ისეთი მამაკაცი რომელიც მე მჭირდება, ეხლა კი მშვიდობით, და ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემ, ისწავლე რა სურს ქალს...- ეს ვუთხარი სიგარეტი ჩავაქრე და ის იყო უკვე უნდა ავმდგარიყავი, რომ დღეს უკვე მეორედ ხელში მწვდა და გამაჩერა...
- ზუსტად ვიცი ეხლა რა გესიამოვნება...- ეს მითხრა და ეშმაკურად ჩაიღიმა.
- მაინც რა მინდა შენი აზრით? - სიცილით ვუპასუხე.
- რა და ეხლა ფიქრობ, ნეტავ ეხლა ეს სიმპატიური ყმაწვილი ყავაზე დამპატიჟებდესო...
- ეჰ, უცნობო რამხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე... და აი ჩემი სადმე დაპატიჟება თუ გქონდა გადაწყვეტილი უბრალოდ პირდაპირ უნდა გეთქვა... აი ხომ ხედავ ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებ შენს უვიცობას...
- ლამაზო უკვე შეურაწყოფას მაყენებ...
- არც მიფიქრია, უბრალოდ მე სიმართლე ვთქვი არ იცნობ ქალებს!
- შეიძლება არ გიცნობ და ვერც გამოგიცანი, მაგრამ აი შენ შენ რას მეტყვი ჩემზე?
- მოდი ყავაზე დამპატიჟე და თან ყველაფერს გეტყვი თუ რას ვფიქრობ.
- აჰა, ეხლა თვითონ მთავაზობ დაგპატიჯო ყავაზე, შენი ვერაფერი გავიგე...
- ვერც გაიგებ...
- კარგი...- წამოდგა, შარვალი შეისწორა, ხელი გამომიწოდა, თავაზიანად თავი დამიკრა, და ჩვეული ირონიით მკითხა- წავიდეთ?
- ეს ირონია არ იყო საჭირო...
კიბიდან წამოვდექი, კაბა შევისწორე და გზას დავადექი, აქ უკვე მე დავუძახე - არ მოდიხარ?- ის კი უთქმელად გამომყვა უკან თითქოს ჩემი ფინია ძაღლი ყოფილიყო, ამაზე გზადაგზა მეცინებოდა, გზად რამოდენიმე კაფე გამოვიარეთ მაგრამ ყველა დაკეტილი იყო... ამიტომ შევედი პოპულში, ვიყიდე ორი ყავა და სიგარეტი და დავბრუნდი იმ უცნობთან, ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა რას ვაკეთებდი სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად ქუჩაში...
- აქ დავსხდეთ-
ვუთხარი და იქვე არსებულ სკვერზე მივუთითე, ისევ ისე ისევ წყნარად და უხმოდ გამომყვა უკან, პარკში შევედით, მე ბალახზე მოვკალათდი... ერთი ყავა მივაწოდე, მეორე გავხსენი და მოვსვი, დაველოდე მანამ რამეს მეტყოდა მაგრამ ამაოდ დუმდა... დუმილის დარღვევა ისევ მე მომიწია რაც სრულებითაც არ მიხაროდა, პირიქით მაღიზიანებდა მისი საქციელები, მხოლოდ ფინია ძაღლივით იყო მეტი არაფერი...
- აჰა, რა გაინტერესებდა?
- ხო, სულ დამავიწყდა რატომ ვართ აქ! რა გაიგე შენ ჩემზე ამ ერთი შეხედვით?
- რა გავიგე და ეხლა ხარ დეპრესიაში, ალბათ ქალმა მიგატოვა, არამგონია ამას დარდობდე, იმიტომ რომ ელემენტარულად ეხლა აქ ჩემთან ერთად არ იქნებოდი, ხო კიდევ რაც მთავარია არ იცნობ ქალის ფსიქიკას, რომ გცოდნოდა იქნებ იმ ქალს არც მიეტოვებინე, ხარ მექალთანე, მთელი საღამო მე, შენთვის სრულიად უცნობ გოგონას, თვალი არ მომაშორე, ნუ ალბათ ესაა იმის ერთერთი მიზეზი რის გამოც მიგატოვეს... კიდე შენს თავში ძალიან ხარ დარწმნებუილი, შენი თავი სამყაროს ცენტრი გგონია, არადა აბა ერთი შენს თავს შეხედე საცოდავ ლოთს გავხარ... ან მე რაღას გელაპარაკები ამდენს, უბრალოდ ადგები და დაივიწყებ ყოველივეს... მაგრამ ერთ მეგობრულ რჩევას მაინც მოგცემ ერთგულება ისწავლე კარგი?!
ეს ვუთხარი და მის გაოცებულ სახეს შევყურებდი რამოდენიმე წამით, შემდეგ ავდექი და გასასვლელისკენ გავემართე, თან იმაზე ვფიქრობდი რომ იყო ერთი ადამიანი დედამიწაზე რომელიც ვერ მიტანდა მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა, ის ხომ ერთადერთი არ იყო... ტაქსი გავაჩერე იმ უცნობს კიდევ ერთხელ გავხედე, ისევ იქ იჯდა ჩაფიქრებული, ჩავჯექი მანქანაში, სახლის მისამართი ვუთხარი და სახლისკენ გავემართე... სახლში საშინლად დაღლილი დავბრუნდი, როგორც კი დავწექი ეგრევე ჩამეძინა... მაგრამ სიზმარმა გამომაფხიზლა, არც მეტი არც ნაკლები ის უცნობი დამესიზმრა რაღაც უჭირდა, გულმა ცუდი მიგრძნო, თრმე ჩემი წამოსვლიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, უცებ შორტი ამოვიცვი ზემოდან გრძელი მაისური, კედები და ისევ იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც ის დავტოვე... იქამდე მალე მივედი, არ შევმცდარვარ ისევ იქ იყო, თავი ქონდა ჩახრილი და მიწას დაჰყურებდა...
- კი მაგრამ სახლში რატომ არ წახვედი?!- უცნობმა ამომხედა, შევკრთი, დავინახე ის რაც აქამდე არ მენახა, ის ტიროდა, მიუხედავად იმისა რომ ბიჭი იყო ის ტიროდა...- კი მაგრამ რა გჭირს რატომ ტირი?
- აი ხედავ, თურმე ერთი შეხედვით ვერც შენ ერკვევი ბიჭებში...
- უშეცდომო არავინაა, არ გინდა მომიყვე რა გჭირს?
- არა ეხლა არა, და შენ, შენ რატომ არ წახვედი სახლში?
- ვიყავი ტკბილად მეძინა კიდეც, მაგრამ მივხვდი რომ გჭირდებოდი და აი მეც აქ ვარ...- სიცილით ვუპასუხე.... მანაც სანაცვლოდ მხოლოდ გამიღიმა...
- მე თორნიკე, შენ?
- მე თათია, მაგრამ მეგობები თათას მეძახიან...
- სასიამოვნოა...
- ჩემთვისაც!
- თათა, არ გინდა გავისეირნოთ?
- კი დიდი სიამოვნებით, ეხლა მგონი შენც მეგობარი გჭირდება და მეც ძილს ვეღარ შევიბრუნებ...
- მართალი ხარ... 
ხელი ჩამკიდა და განათებულ ქუჩებს გავუყევით, ვხვდებოდი რომ თოკას რაღაც სტკიოდა, მაგრამ ვერ გამეგო რა იყო ეს... პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციაში, პირველად ვერ გამოვიცანი ბიჭის ფიქრები... თოკაც ხმას არ იღებდა, მხოლოდ თუ შემომხედავდა და გამიღიმებდა, ეს იყო და ეს...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 689 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]