მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 14
19:17
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 14
- რა თათ რა ხდება ჩემო ლამაზო...
- თორნიკე მე მე ...
- თათია ეხლა თუ შეძლებ დაწყნარდი და მითხარი როგორ ხარ? - ლაპარაკში ჩაერია ექიმი...
- ექიმო მე ვხედავ, მაგრამ ყვლაფერი ბუნდოვანია...
- ეს რას ნიშნავს? -თორნიკე
- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, დაწყნარდი ნელ ნელა ყველაფერს ისევე დაინახავ როგორც ადრე, უბრალოდ ეხლა დასვენება გჭირდება, დამამშვიდებელს გაგიკეთებ და დაიძინე... -ექიმი
- კარგით, ექიმო დიდი მადლობა...
- მიყვარხარ თათია...
- მეც მიყვარხარ თოკა...
თორნიკე
უბედნიერესი ვიყავი ჩემი გოგოთი, ის ისევ ხედავდა, ამ ამბავმა ძალიან გამახარა... ექიმმა რაღაც ნემსი გაუკეთა ჩემს ანგელოზს, მას კი ისევ ჩაეძინა...
ღმერთს მადლობას ვუხდიდი მოხდენილი სასწაულისთვის, ჩემი პრინცესაც ანალოგიურად გახარებული იყო... უკვე გვიანი იყო, თათიას პალატაში ფიქრებში გართულს ჩამეძინა... დილით ჩემი ლამაზმანის შეხებამ გამაღვიძა...
- მაპატიე...
- რისთვის მიხდი ბოდიშს?
- რომ გაგაღვიძე...
- ნუ სულელობ! რამე ხომ არ გინდა?
- არა, უბრალოდ ეგ თვალები... როგორ მენატრებდა იცი?
- მიყვარხარ თათია, მთელი ცხოვრება ასე მეყვარები, ბოლო ამოსუნთქვამდე...
- მაბედნიერებ...
- შენ კიდე მე...
- ჩემო ცხოვრება, როგორ მეშინოდა რომ ვეღარ დაგინახავდი, გახსოვს ბოლოს რაც გითხარი? მაპატიებ? უბრალოდ არ მინდოდა ჩემზე მოჯაჭვულიყავი, სულ მიყვარდი... აი ბოლო შეხვედრისას კი თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებდი, მინდოდა ჩემში სამუდამოდ დარჩენილიყავი...
- თათ, ჩუმად საპატიებელი არაფერია, პირიქით მე უნდა გთხოვო პატიება ტყუილისათვის...
- ჩუ ეს უკვე გაპატიე...
- მიყვარხარ ანგელოზო!
- მიყვარხარ...
დავიხარე და პირველად შევეხე ჩემი ანგელოზის ტუჩებს, ვიგრძენი როგორ შეკრთა... ძალიან საყვარელი იყო ამ დროს... ჩემი ლამაზი გოგო, სწორედ მაშინ ვიგრძენი რომ ის აუცილებლად ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყო!
- თათია, რაღაც უნდა გკითხო...
- გისმენ საყვარელო...
- თათ, რაზე ოცნებობ?
- ბედნიერ მომავალზე...
- არა ეგ არ მიკითხავს სიხარულო...
- აა, აბა?
- აი რისი გაკეთება გინდა, რაიმე აი გიჟურის?
- პარაშუტით გადმოხტომაზე ვვოცნებობ, მაგრამ ძალიან მეშინია...
- აა, კაი...
- რატომ მკითხე?
- არა არაფერი ჩემო პრინცესა...
- კარგი...
- თათ ეხლა წავალ და საღამოს სახლში მივდივართ ხო არ დაგავიწყდა
- არა მაგას რა დამავიწყებს...
ეხლა უკვე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი გოგოსთვის... საავადმყოფოდან გამოვედი და მეორე დღისთვის ყველაფერი მოვამზადე... საღამოს კი ისევ თატიასთან დავბრუნდი, ის უკვე მზად დამხვდა, ხარჯები დავფარეთ და სახლისკენ გზას გავუუდექით... სახლამდე მივაცილე გამოვემშვიდობე და დავპირდი რომ მეორე დღეს ნაშუადღევს შევუვლიდი და სასეირნოდ წავიყვანდი.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 613 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]