მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 13
19:14
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 13


თორნიკე

ჩემი ლამაზი გოგო წაიყვანეს, ადგილს ვერ ვპოულობდი, ძალიან მანერვიულებდა ის ფაქტი რაც ექიმმა მითხრა, მეშინოდა ძალიან მეშინოდა საოპერაციოდან გამოსულ ჩემს ლამაზმანს ისევ რომ ვერ დაენახა... ამაზე ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ მე სულ მის გვერდით ვიქნები, არა ღმერთი არ დაუშვებს იმას, რომ ჩემი გოგო თვალის ჩინის გარაშე დარჩეს... არა არა ცუდზე არ უნდა ვიფიქრო ვიცი ის მხოლოდ ჩვენი სიყვარულის გამო დაძლევს ამ დაბრკოლებას... არაფერი საერთოდ არაფერი არ არსებობს რაც ჩემს ცხოვრებას წამართმევს... არ დავუშვებ რომ მისმა ასეთმა მდგომარეობამ ის დამაკარგვინოს... თუ საჭირო გახდება მე გავხდები მისი თვალის ჩინი! სულ მასთან ვიქნები, არაფერს არ მოვაკლებ! პირიქით ვიზრუნებ რომ ბედნიერი იყოს მთელი სიცოცხლის მანძილზე...
ვიხსენებდი ჩემს ანგეელოზთან გატარებულ ყოველ დღეს, მის გაბრაზებულ სახეს... მის ოინებს, რომლებიც ასე მაბრაზებდა მაგრამ მაინც გვიყვარდა ერთმანეთი, მე მიყვარდა ის სიცოცხლეზე მეტად... მართალია მეტისმეტად თბილი სიტყვებით არ ვანებივრებდი, მაგრამ სწორედ ეს მოსწონს მას ჩემში, ვიცი ამ ცოტა ხნის მანძილზე საკმაოდ კარგად გავიცანი...
ამ ფიქრებში ვიყავი როცა საოპერაციოდან თათია გამოიყვანეს, თვალები ახვეული ჰქონდა... მაშინვე ექიმს მივვარდი...
- ექიმო როგორ არის?
- კარგად, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა...
- მადლობა ღმერთს! ანუ ჩემი გოგო დაინახავს?
- არ ვიცი, პროგნოზირება რთულია, ამას ამ საღამოს გავიგებთ, როდესაც სახვევებს მოვხსნით...
- კარგით, შეიძლება თათიასთან შევიდე?
- დიახ მაგრამ ჯერ ძინავს, ნარკოზის გამო...
- კარგით, მადლობ!
ჩემს ლამაზმანთან შევედი, მის საწოლთან დავჯექი და ლაპარაკი დავიწყე, უფრო ხმამაღლა ოცნება...
- ჩემო გოგო, როგორ მინდა ისევ დაინახო, ნეტავ ამ საღამოს რა მოხდება... როგორ მიყვარხარ იცი? იცი როგორ მიყვარს შენი ყველა გამოხტომა? გასხოვს ჩემს მანქანას რა დამართე? მაშინ მართალი გითხრა ახლოს რომ მყოლოდი არ ვიცი რას გიზავდი... ძალიან მინდა მთელი ცხოვრება შენთან გავატარო... მინდა შენნაერი ლამაზთვალება და გიჟი შვილი მყავდეს, მინდა სულ სულ შენ გგავდეს... თათია როგორ მინდა იცი რაღაც გითხრა მაგრამ შენი რეაქციის მეშინია... არ ვიცი რას მეტყვი, უარი რომ მითხრა ალბათ ვერ გადავიტან...
- რისი თქმა გინდა თორნიკე?!
- შენ რა არ გძინავს? 
- არა...
- დიდიხანია გაიღვიძე?
- საკმაოდ...
- ...- თავი ჩავხარე და გავჩუმდი... 
- თორნიკე რატომ გაჩუმდი? 
- უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა... 
- კარგი მაშინ, მოდი ჩემთან და ჩამეხუტე...
თათიას თხოვნა უყოყმანოდ შევასრულე... მივედი და მთელი ძალით მივიკარი...
თათია
თორნიკეს ეგონა მეძინა და რაღაცეებს მელაპარაკებოდა, არა უფრო თავისთვის ლაპარაკობდა, ძალიან სასიამოვნო სიტყვებს ამბობდა... ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე რისი თქმა სურდა ჩემთვის, დამფრთხალმა და აღელვებულმა მიპასუხა... პასუხს არ ჩავძიებივარ, მხოლოდ ჩახუტება ვთხოვე... მანაც უყოყმანოდ შემისრულა თხოვნა...
- თორნიკე!
- რა იყო ჩემო ანგელოზო!
- მიყვარხარ!
- მეც!
- მაბედნიერებ!
- შენ კიდევ მე!
- აბა როგორ არის ჩვენი პაციენტი?!- პალატაში ექიმი შემოვიდა...
- მადლობთ ექიმო კარგად... ამ სახვევს როდის მომხსნით?
- სწორედ მაგიტომ ვარ აქ...
გულმა სწრაფაად ძგერა დამიწყო, თონიკეს ხელს ჩავებღაუჭე, ექიმის შეხება ვიგრძენი რომელიც ნელნელა მხსნიდა სახვევს...
- თათია ეხლა სახვევს მოგხსნი და როცა გეტყვი თვალები ნელ ნელა გაახილე...
- კარგით...
- თათ დაწყნარდი - მითხრა თორნიკემ...
- ვცდილობ წყნარად ვიყო მაგრამ არ გამომდის...
- კარგი ერთი ღრმად ამოისუნთქე...
- მიყვარხარ!
- მეც!
- კარგი თათია სახვევი მოგხსენი, ეხლა ნელ ნელა ფრთხილად გაახილე თვალები...
ექიმის ნებას დავემორჩილე ძალიან ფრთხილად გავახილე თვალები...
- თოკა...
- რა თათია?
- თორნიკე მე მე...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 630 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]