მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 12
18:03
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 12

ძალიან მეშინოდა, არ მინდოდა მთელი ცხოვრება წყვდიადში გამეტარებინა... ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა! ერთ დროს ყველაზე გიჟი გოგოსთვის როგორი იქნებოდა თვალის ჩინის გარაშე დარჩენა... ძალიან აღელვებული ვიყავი ველლოდებოდი ექიმის ნათქვამს, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა, ეს უფრო მშლიდა ნერვებზე ამიტომ მთელი ხმით ვიღრიალე ექიმის კაბინეტში
- კი მაგრამ ამიხსნით ბოლოსდაბოლოს რა ხდება?! 
- თათია, დაწყნარდი ნერვიულობა შენს საქმეს არ არგებს... რაც შეეხება იმას რისი თქმაც მინდა ეს ის არის რომ შეიძლება პირველი ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდეს, მაგრამ გაკეთდება განმეორებითი ოპერაცია რის შედეგადაც იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება... შანსი იმისა რომ ეს ასე მოხდება 50-50ზეა... მაგრამ ეხლა თუ არ გავაკეთებთ ოპერაციას მერე და მერე უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება და ოპერაციასაც აღარანაერი აზრი აღარ ექნება...
- რა რა თქვით?! კი მაგამ თქვენ არ იყავით რომ მიმტკიცებდით ყველაფერი კარგად იქნებაო?!
- თათია მაშინ მხედველობა ბოლომდე არ გქონდა დაკარგული... ასე ერთ დღეს ადექი გაიღვიძე და ვეღარაფერს ხედავდი, აი რა ართულებს საქმეს... სიტუაცია იმაზე რთულად არის ვიდრე აქამდე იყო...
- ექიმო არის შანსი რომ დავინახავ?!
- რათქმაუნდა... მაგრამ...- ექიმს ლაპარაკი შევაწყვეტინე...
- რათქმაუნდა, ეს მაგრამ ყველაფერს ცვლის ანუ შესაძლოა ვერც ვერასოდეს დავინახო, ძალიან არ მინდა მომატყუოთ ამას მირჩევნია ყველაფერი პირდაპირ მითხრათ!
- თათია მე ყველაფერი პირდაპირ გითხარით, ახლა კი ოპერაციის თარიღზე შევთანხმდეთ...
- კარგით, როდესაც იტყვით, მე მზად ვარ...
- კარგი შენს ოპერაციას სამ დღეში ჩავატარებ, თუ შეიძლება ხვალ კლინიკაში მოხვიდე აქ უნდა დაჰყო რამოდენიმე დღე რომ საკმარისად კარგად მოგამზადონ ოპერაციისათვის...
- კარგით როგორც მეტყვით, ხვალ ნაშუადღევს აქ ვიქნები! ეხლა კი თუ შეიძლება წავალ...
- კარგი თათია, ხვალ გელოდები! ხვალამდე...
ექიმის კაბინეტიდან თორნიკემ გამომიყვანა, გზაში ხმა არ ამომიღია, ვიცოდი თონიკეს ბევრი კითხვა ქონდა მაგრამ იმასაც გრძნობდა რომ ლაპარაკის ხასიათზე ახლა ყველაზე ნაკლებად ვიყავი... სახლთან მისულები ისევ ცოტა ხნით მანქანაში ვისხედით...
- თორნიკე!
- ხო თათ!
- თორნიკე ეხლა რაღაცას გეტყვი და ძალიან გთხოვ ბოლომდე მომისმინო...
- კარგი ჩემო ლამაზმანო!
- თოკა შენ ისიც კარგად იცი რომ მიყვარხარ, ისიც იცი რომ ვაფასებ ყველა შენს საქციელს, და ყველაფერს რაც შენ გეხება, მიყვარს შენი თითოეული ნაკვთი... იცი ამ წყვდიადში მხოლოდ შენი სახეა... თორნიკე რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ ყოველთვის ძალიან მეყვარები...
- მაშინებ თათია...
- თორნიკე ეხლა კი სახლში შემიყვანე!
- ჯერ მითხარი რა ხდება!
- არა ოღონდ არა ახლა, ძალიან დავიღალე... ხო რაც შეეხება ოპერაციას აქ არ ჩატარდება, საზღვარგარეთ მომიწევს წასვლა... ალბათ მე და დედა წავალთ...
- რა? არა არავითარ შემთხვევაში თვალებს რომ გაახელ მინდა მეც იქ ვიყო!
- არა თორნიკე!
- თათ ამას შენ არ უნდა მიკეთებდე, ხომ იცი რომ უშენოდ ერთი წუთიც არ მინდა... 
- თორნიკე სახლში შემიყვანე!
- კარგი!
თოკა დამემორჩილა მანქანიდან გადმომიყვანა და სახლის კარებთან დამაყენა თვითონ კი ზარი დარეკა... კარები ნათიამ გააღო...
- გამარჯობა მიშო როგორ ხარ?
- მოიცა მოიცა ნათია რა თქვი?!
- თათ ყველაფერს აგიხსნი... - ალაპარაკდა თორნიკე...
- არაფრის ახსნა არ მჭირდება თორნიკე გაეთრიე! არ მომეკარო! საერთოდ დაივიწყე ჩემი არსებობა ! დაივიწყე რომ მიყვარხარ! რამეს ვიზავ და უშენოდ გავძლებ! მატყუარა ხარ! ვერ გიტან ! გაეთრიე ჩემი სახლიდან!
- თათია დამაცადე აგიხსნა!
- რა უნდა ამიხსნა შეიძლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე მატყუებდე?! ვერ გიტან გაეთრიე...
თორნიკეს აღარაფრის თქმა აღარ დავაცადე, ნათიამ სახლში შემიყვანა, ჩემს ოთახში ლოგინზე დავემხე და თითქმის მთელი ღამე ვტიროდი... მეორე დღეს ნაშუადღევს დედაჩემი შემოვიდა ჩემს ოთახში...
- თათია წასვლის დროა...
- მოვდივარ!
- რანაერად მელაპარაკები?!
- არ დაგემსახურებინა და არც დაგელაპარაკებოდი!
- რა მოხდა?!
- ჩემზე უკეთ შენ იცი! ეხლა კი გამყვანე! და რაც მთავარია საავადმყოფოში თორნიკე და შენ არ დაგინახოთ!
- კი მაგრამ... - სიტყვა შევაწყვეტინე
- არავითარი მაგრამ! აღარ მინდა შენთან ლაპარაკი!
საავადმყოფოში წამიყვანეს, გავიდა ორი დღეც დადგა წუთები როცა ოპერაციაზე უნდა შევეყვანე... მაშინ გავიგე ნაცნობი ხმა...
- თათია მარტოს ვერ დაგტოვებდი... მე შენთან ვარ... ყველაფერი კარგად იქნება!
- რა გინდა აქ?!
- შენ რა გგონია მარტო დაგტოვებდი?! ან ამ დღეების მანძილზე აქ მარტო იყავი?! არა არავითარ შემთხვევაში... მიყვარხარ ანგელოზო...
- მეც მიყვარხარ... მეშინია...
- ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება...
- წასვლის დროა თათია... - ლაპარაკში ექიმი ჩაერია...
- მიყვარხარ თორნიკე...
- მეც მიყვარხარ...
და პალატიდან გამიყვანეს...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 669 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]