მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 11
21:29
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 11

-თათია
-ვიღაცის გამწარებული ხმა მომესმა, ვიღაცის არა ეს ხმა კარგად ნაცნობი ადამიანისა იყო, ეს ჩემი თორნიკე იყო... ჩემი თორნიკე რომელიც ამდენი ხნის მონატრებული მყავდა... არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ ბოლოს ის ჩემთან მოვიდა, უკნიდან ხელები მომხვია და თავისი ნაზი ხმით მკითხა...
-თათია აქ რას აკეთებ, თან ამ დროს, თან მარტო?!
-თორნიკე შენ? შენ ხარ ?
-ხო მე ვარ თათია ვერ მხედავ?
-- ... - თავი დავხარე, ცრემლები მახრჩობდნენ... მან ხომ არაფერი იცოდა სრულიად არაფერი...
-თათია ხომ კარგად ხარ?!
-კი თორნიკე, კარგად ვარ კარგად...
-კარგი, ადექი სახლში წაგიყვან...
-კარგი... - წამოდგომა ვცადე მაგრამ ვერ შევძელი, ბოლოს ისევ თორნიკემ გამცა ხმა...
-თათ რა გჭირს? ცუდად ხარ?
-თორნიკე აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია ამდენი ტყუილი, თორნიკე მე მე... - ხმა ჩამიწყდა...
-ვიცი თათია ყველაფერი ვიცი, ეხლა კი ლამაზმანო დაწყნარდი...
-თორნიკე მთელი ძალით მეხუტებოდა, მათბობდა, ცრემლებს კოცნით მიშრობდა და თან მანუგეშებდა...
-- თათ, დაწყნარდი ამას ჩვენ ორივე ერთად მოვერევით...
-მისი სიტყვების ყოველთვის მჯეროდა, არც ეხლა იყო გამონაკლისი, თითქოს იმედი მომეცაო, მაგრამ ის ფიქრი მაინც არ მანებებდა თავს რომ თორნიკე ჩემს გვერდით დაიტანჯებოდა...
- ძალიან მომენატრე...
-მეც მომენატრე ლამაზმანო...
-მაპატიე...
-რა გაპატიო, ნუ სულელობ საპატიებელი არაფერი გაქვს...
-თორნიკე მე მოგატყუე, მაგრამ ეს შენსავე სასიკეთოდ გავაკეთე, არ მინდა ბრმა ადამიანზე იყო მიჯაჭვული...
- სუ, ეს როგორ იფიქრე თათ, ხომ იცი რომ მთელს ცხოვრებას მირჩევნიხარ, შენ რაც გტკივა ის მეც მტკივა, რაც შენ გეხება მეც მეხება, უბრალოდ ერთს გთხოვ არაფერი აღარ დამიმალო ამიერიდან...
-კარგი... - ეს ვუთხარი და თავი მკერდზე მივადე...
-თორნიკე
-რომ დავინახე თათას, ჩემს ლამაზმანს, ვიღაც უცნობი ეფერებოდა ლამის გავგიჟდი, მივვარდი და საკადრისი პასუხი გავეცი... ჩემი პატარა ერთიანად ცახცახებდა, მაგრამ როგორც კი ჩემი ხმა გაიგო დაწყნარდა...
-თავიდან ლაპარაკისას ძალიან დაიბნა, მაგრამ როცა ვუთხარი რომ ყველაფერი ვიცოდი დაწყნარდა... ასე ვიყავით ერთმანეთზე მიხუტებულები არ ვიცი რამდენ ხანს... მაგრამ ცოტა ხანში შევამჩნიე რომ ჩემს ანგელოზს ჩასძინებოდა... ისეთი საყვარელი იყო... პატარა გამობერილი გაბუტული ტუჩები... სახეზე ჩამოყრილი თმა... ერთი ხელი ჩემს მკერდზე ეგო მეორე კი მხარზე... ჩემი ანგელოზის ყურებით ვტკბებოდი, მაგრამ გონს მალევე მოვედი, ხელში ავიყვანე, მანქანაში ჩავაწვინე და სახლისკენ წავიყვანე... არ მინდოდა რაიმე დამართვნოდა, მას ისე ვუფრთხილდებოდი როგორც ფაიფურის თოჯინას, რომელიც ხელისგაშვებისთანავე ტყდება.... ჩემი ლამაზი სახლამდე მივიყვანე, ლოგინში ჩავაწვინე და დედამისს დავპირდი რომ მეორე დღეს მივაკითხავდი და ექიმთან ერთად წავიდოდით... თათიას სახლიდან გამოვედი, ძალიან არ მინდოდა მისი დატოვება მაგრამ მასთანაც ვერ დავრჩებოდი... 
-მეორე დღეს თათიას ისევ მივაკითხე, ექიმთან უნდა წამეყვანა...
-გამარჯობათ, თათია მზად არის ?
-კი, მზად ვარ თორნიკე! - თვითონ თათია გამომეპასუხა...
-ძალიან კარგი, ანგელოზო !
-კი მაგრამ, მოიცადე ვერაფერი გავიგე თორნიკე?
-კი, გუშინ თათიას ველაპარაკე, მაგრამ მიშოს ამბავი არ წამოგცდეთ ძალიან გთხოვთ...
-კარგი კარგი!
-თათ ჩემო ლამაზო წასვლის დროა, დღეს ექიმმა ოპერაციის თარიღი უნდა დათქვას ხო გახსოვს?!
-კი, კი მაგას რა დამავიწყებს , მთელ იმედებს მაგ ოპერაციაზე ვამყარებ...
-კარგი ანგელოზო წავედით...
-სახლიდან გამოვედით მე და ჩემი ანგელოზი, მანქანაში ჩავსვი და ექიმთან წავიყვანე... ძალიან მეშინოდა იმის რომ მას თვალის ჩინი აღარ დაუბრუნდებოდა მაგრამ ამას თათიას ვერ ვეტყოდი... როგორც იქნა საავადმყოფომდე მივედით... თათია სადღაც წაიყვანეს, მე ბოლთას ვცემდი, არ ვიცოდი რა მექნა... უკვე თითქმის ორი საათი გავიდა რაც ჩემი ლამაზმანი წაიყვანეს...
-თათია
-დილით რომ გავიღვიძე დედამ მითხრა
-დე გუშინ რომ ბიჭმა მოგიყვანა დაიბარა რომ ხვალ მე წავიყვან ექიმთანო, დაელოდები?
-კი, დედა ჩემს თოკას როგორ არ უნდა დაველოდო...
-აა, ანუ ეს არის ის სიმპატიური ყმაწვილი რომელიც ჩემი ქალიშვილის რჩეული გახდა?
-ხო დედა ზუსტად...
-კარგი გემოვნება გაქვს...
-ვიცი - ვუთხარი დედას და გავუღიმე- დე იქნებ ჩაცმაში მომეხმარო?
-კარგი მითხარი ოღონდ რა ჩაგაცვა...
-მანდ დახეული ჯინსი დევს და მაღლა თეთრი მაისური, ხოლო ფეხზე თეთრი კედები...
-კარგი ახლავე... თმას დაგვარცხნი მოდი...
-დედა დამეხმარა ყველაფრის გაკეთებაში, სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით რომ თოკა ჩემი თოკა ისევ ჩემთან იყო... ცოტახანში ისიც მოვიდა და საავადმყოფოში წამიყვანა... იქ მისული სადღაც წამიყვანეს ექიმებმა, ჩემს თოკას მომაშორეს... რაღაც ანალიზებს მიკეთებდნენ... ამ ყველაფრის შემდეგ ექიმთან დალაპარაკება გადავწყვიტე...
-ექიმო შეიძლება დაგელაპარაკოთ?
-რათქმა უნდა თათია...
-იცით რა მაინტერესებს, თუ ამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დავინახავ რამდენი შანსია რომ ისევ არ დავბრმავდები...
-დამიჯერე მთავარია ამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს...
-ამით რისი თქმა გინდათ?
-არის რაღაც რაც აუცილებლად უნდა იცოდე...
-ექიმს შეშინებული სახით შევხედე, დაველოდე მის პასუხს რომელიც ავის მომასწავლებელი უნდა ყოფილიყო...

გაგრძელება იქნება ახლო მომავალში

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 767 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
kargia ..momwons es istoria..imedia dasasrulic aseti kargi iqneba...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]