მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 10
21:28
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა 10

- მიშო სად მივდივართ?
- ცოტა ხანში გაიგებ პატარა ლამაზმანო!
- მიშო მასე აღარასდროს, საერთოდ აღარასდროს აღარ დამიძახო!
- კი მაგრამ რატომ?!
- ამაზე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ! და თუ ამდენი კითხვის დასმას აპირებ შეგიძლია სახლში დამაბრუნო!
- კარგი, კარგი უბრალოდ არ მესმის რა გეწყინა, ჩუმად ვიქნები ამიერიდან...
- ასე აჯობებს...
მიშო გაჩუმდა, იყო ამ ბიჭში რაღაც რაც თორნიკეს მაგონებდა, როგორ მინდოდა იმ დროს მიშოს ადგილას ის ყოფილიყო... ჩემი ბიჭი ნეტავ როგორ არის, სიგიჟემდე მენატრება... იქნებ დავურეკო?! არა არა ეს ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი საქციელი... არ მინდა ჩემზე დამოკიდებული იყოს, მის სიყვარულში ეჭვი არასდროს შემპარვია, ვიცი რომ მთელი გრძნობით რაც შეეძლო ვუყვარდი,მახსენდებოდა მისი ყველა ჩახუტება, მისი სითბოთი აღსავსე თვალები... ეჰ თორნიკე როგორ მენატრები... ეს თურმე უკვე ხმამაღლა მითქვამს რადგან მიშო გამოეხმაურა ამ სიტყვებს...
- თათა თორნიკე ვინ არის?
- რა? საიდან მოიტანე მიშო ეს სახელი?
- სწორედ ახლახანს შენ თვითონ თქვი...
- მე?! რა ვთქვი?!
- ეჰ თორნიკე როგორ მენატრებიო, და თავის დაძვრენას ნუ შეეცდები!
- ეხლა კარგად მისმინე მიშო! აქ შენთან ერთად მხოლოდ იმიტომ ვარ რომ დედაჩემს არ ვაწყენინე, არ მინდოდა რომ ცუდად გამომსვლოდა, აი რაც შეეხება კიდე ჩემს ნათქვამს შენ არავინ გეკითხება მე რას ვიტყვი და რას არა! ძალიან გთხოვ შენს საქმეს მიხედე და მე თავი დამანებე !
- კი მაგრამ ასე რატომ გამწარდი ვიღაც თორნიკეს ხსენებაზე?!
- კიდევ ერთხელ გიმეორებ შენი საქმე არ არისთქო!
თორნიკე
მანქანაში უკვე ჩემს ლამაზმანთან ერთად ვიჯექი, ძალიან მიყვარდა მისი ყოველი წერტილი ყოველი ნაკვთი, ის ჩემთვის ყველაზე კარგი იყო...
მისმა ულამაზესმა ხმამ სიჩუმე დაარღვია, მეც როგორც ადრე ისე მივმართე რამაც საშინლად გააღიზიანა, მიმახვედრა რომ ამის თქმის უფლება ჩემი, ანუ თორნიკეს, გარდა არავის ქონდა, ძალიან მესიამოვნა მისგან ასეთი ტაქტი, ვცადე ისე გამეგრძელებინა დიალოგი რომ არაფერი შეემჩნია, ბოლოს იმდენად გააბრაზა ჩემმა ლაპარაკმა რომ პირდაპირ მითხრა გაჩუმდიო... მეც მის ნებას დავემორჩილე... უეცრად თათიამ მოიწყინა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სულ სხვა პლანეტაზე იყო ახლა, ჩემი ფიქრები კი თათას ხმამ დაადასტურა, ზედდმეტად ხმამაღლა მოუვიდა ფიქრი... მე მნატრობდა როგორ მინდოდა მაშინ მთელი ძალით ჩამეკრა გულში მაგრამ ამის უფლება არ მქონდა... თორნიკეს შესახებ დიალოგი გავუმართე მაგრამ აქაც მწარედ მიპასუხა... ბოლოს მის თვალზე ცრემლი შევამჩნიე გული საშინლად მეტკინა, ისიც კი ვიფიქრე რომ მეთქვა ყველაფერი და მისი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო, მაგრამ არ მიმიღებდა... ვიცოდი ... როგორც იქნა მივედით დათქმულ ადგილას...
- თათ მოვედით... - დავარღვიე სიჩუმე...
- სად ვართ?
- იქ სადაც პირველად გნახე...- მის თვალზე ისევ ცრემლი შევნიშნე...
- მიშო წადი აქედან დამტოვე აქ მარტო!
- კი მაგრამ აქ მარტოს ვერ დაგტოვბ !
- რასაც გეუბნები გააკეთე ! წაეთრიე აქედან მალე! 
არ ვიცი მისი ასეთი საქციელი რამ გამოიწვია, გამომაგდო, მარტო მოისურვა დარჩენა...
თათია
მიშომ მაინც და მაინც იმ პარკში მმიმიყვანა სადაც მე ესეთი ბედნიერი ვიყავი, ბრაზი მომაწვა და მიშო გავაგდე, იქვე ბალახზე დავჯექი და ტირილი დავიწყე... არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი მაგრამ ვიღაცის ნაბიჯების ხმა მომესმა, ძალიან შემეშინდა... ის ვიღაც უფრო და უფრო მიახლოვდებოდა ...
- ვინ ხარ?! ვიკითხე მაგრამ ხმა არავინ გამცა...
მის სუნთქვას ვგრძნობდი კისერზე ცდილობდა მომფერებოდა, მე ინსტიქტურად ტირილი დავიწყე, ძალიან ცუდად ვიყავი, ვეხვეწებოდი რომ თავი დაენებებინა მაგრამ ამაოდ მას თითქოს ჩემი არც ესმოდა...
უცბათ ვიღაცის განწირული ყვირილის ხმა გავიგე...
- თავი დაანებე ნაბიჭვარო!!!
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 664 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]