მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა15
19:17
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა15
დილით ადრე ავდექი, ყველაფერი მოვამზადე რაც დღეისთვის მჭირდებოდა, უკვე ყველაფერი მზად მქონდა, მხოლოდ ისღა დამრჩენოდა ჩემი ლამაზმანისთვის დამერეკა...
ტელეფონი ამოვიღე მისი ნომერი ავკრიფე და დაველოდე როდის მიასუხებდა... ზარი გასული არ იყო რომ უკვე მიპასუხა...
- ხო სიხარულო!
- თათა ჩემო ლამაზმანო, როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- მეც, მაგრამ უფრო კარგად გავხდები თუ მნახავ!
- კარგი დავფიქრდები...
- გოგო!
- რა?
- ეხლა ჩუმათ და მალე ჩაიცვი, სპორტულად ოღონდ!
- კი მაგრამ სად მივდივართ?
- ეს უკვე ჩემი საქმეა!
- სურპრიზები არ მიყვარს!
- მე მიყვარს!
- მე შენ მიყვარხარ!
- მე კიდე შენ!
- მაბედნიერებ...
- შენ მე, მალე ეხლა ჩაიცვი მიდი 10 წუთში შენს სახლთან ვარ...
- კარგი!
თათია
დილით ახალი გაღვიძებული ვიყავი თორნიკემ რომ დამირეკა, მთხოვა სპორტულად ჩამეცვა, მეც მის ნებას დავემორჩილე... მოკლე შორტი, გრძელი მაიკა და კედები ჩავიცვი... დავიწყე ჩემი ერთადერთი სიყვარულის ლოდინი... მანაც არ დააყოვნა...
- ხო თოკა!
- გამოდი!
- მოვდივარ!
- მალე
ეს იყო და ეს გასაღები და ტელეფონი ავიღე და სახლიდან გამოვედი... 
- ძალიან ლამაზი ხარ! - ჩემს თავს ავხედე ჩავხედე, მერე თორნიკეს... ნუ მასაც ასევე სპორტულად ეცვა...
- მადლობ! სად მივდივართ?
- რომ მივალთ გაიგებ!
- მე ეხლა მინდა გაგება!
- ეხლა ზედმეტს ნუ მეტლიკინები და ჩახტი მანქანაში!
- დეგენერატი ხარ!
- მეც მიყვარხარ!
- მეც!
ეს იყო და ეს... მანქანაში ჩავჯექით... ხმას არ ვიღებდი მხოლოდ გზას ვუყურებდი, ჩემთვის უცნობ გზაზე მივდიოდით, ვერ გამეგო სად... უცებ თორნიკეს მანქანა რომელიღაც დაწესებულებასთან გაჩერდა...
- თორნიკე ეს რა ადგილია?
- ნახავ... რა იყო პატარა რა სახე გაქვს?
- უბრალოდ მეშინია...
- რისი სულელო?
- არ ვიცი...
- კარგი დაწყნარდი, წამოდი შევიდეთ...
- კარგი...
თორნიკემ ხელი გადამხვია გულთან ძალიან ახლოს ვყავდი მიკრული... ასე შევედით როგორც უკვე გავიგე რომელიღაც აეროდრომზე...
- რა იყო ჩემს მოტაცებას აპირებ? - სიცილით ვუთხარი...
- არა, აი ეს ჩაიცვი...
- კი მაგრამ რას აპირებ შე არანორმალუურო?
- ნახავ...
ასე დავემორჩილე თორნიკეს ყველა ნებას... და აღმოვჩნდი თვითმფრინავში, რომელიც მაღლა მაღლა იწევდა ნელ ნელა, თორნიკე რაღაცას იმაგრებდა, შემდეგ მე მის წინ დამაყენა, უცბათ გაისმა ვიღაცის ხმა... „დროა", თვითმფრინავის კარები გაიღო და თორნიკე ჩემთან ერთად გადმოხტა... მთელ ხმაზე ვღრიალებდი ძალიან მეშინოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... თორნიკემ მთხოვა რაღაც თოკი გამომეწია... გამოვწიე და ნიშნობის ბეჭედი აღმოჩნდა...
- თათია ცოლად გამომყვები?!
- რა თორნიკე ვერ გავიგე?
- ცოლად გამომყვებითქო?! - უფრო ხმამაღლა იყვირა...
- არ ვიცი დავფიქრდები...
- თუ გინდა რომ პარაშუტი გაიხსნას პასუხი დადებითი მჭირდება...
- ჯანდაბას შენი თავი, გამოგყვები!
- რაღაც ვერ გავიგე რა თქვი...
- გამოგყვებითქო, ეხლა მალე გაშალე პარაშუტი მეშინია!
- კარგი, ჯერ ბეჭედი გაიკეთე...
ბეჭედი გავიკეთე, არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე ეს ყველაფერი, ხელის თხოვნა ღრუბლებში, ულამაზესად მოფიქრებული... შემდეგ გაიხსნა პარაშუტიც... მიწაზე დადგომილები კი ვარდის ფურცლებისგან გაკეთებულ გულში ვიდექით... ყველაფერი წინასწარ ქონდა მოფიქრებული... ყველაზე საოცარი კი ის არის რომ ჩვენს პარკში დავეშვით...
- მიყვარხარ მწარე!
- მეც მიყვარხარ ხეპრე!
დაინიშნა ქორწილის დღეც, ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, მე და თორნიკე 1 თვეში უკვე ერთი მთლიანობა ვიქნებოდით... ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვიყავი...

კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 634 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]