მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 24 » ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა
21:16
ბედნიერებამ ჩემთვისაც მოიცალა

თითქოს არაფერს მოკლებული, მაგრამ, მაინც ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანს მოკლებული, პიროვნება ვარ... არასდროს მიგრძვნია ვინმესგან სითბო, ანდაც ვისგან რა უნდა მეგრძნო, როდესაც არასდროს არავინ მყოლია გვერდით... გაგიკვირდებათ და იკითხავთ არც მეგობრებიო?! მაგრამ არა არც მეგობრები... ხო ცხოვრების გზაზე შემხვედრია ძალიან ბევრი „კარგი მეგობარი", მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ იყვნენ ჩემს გვერდით როცა მე მათ ვჭირდებოდი... შეყვარებული?! აი ეს კითხვა კი ყველაზე მეტად მაღიზიანებს. რატომ?! ალბათ, იმიტომ რომ ცხოვრებაში რამდენჯერაც ვცადე და შევიყვარე, იმდენჯერ იმედგაცრუება ვიგემე... მშობლები?! მამა სულ ცოტა ხნის წინ დავკარგე... დედა?! დედაზე რა მოგახსენოთ... ვფიქრობ რომ საერთოდაც არ ვუყვარვარ... მგონი მართალიც ვარ, მას გონია რომ თუ ფულს მომცემს ამით ყველაფერს ამინაზღაურებს თვით სითბოსაც კი... ფული არ მაკლია უფრო მეტიც თავზე საყრელადაც კი მაქვს... იმასაც იკითხავთ რატომ წერსო... არა განა იმიტომ ვწერ რომ მინდა ვინმეს შევეცოდო და თქვას „ვაიმე, ნახე რა ცოდოა?!", „ვაიმე, რამდენი უტანჯია", და ასეთი მილიონი ფრაზები... უბრალოდ იმას მინდა მიგახვედროთ რომ ცხოვრება მაშინ გაგიღიმებთ როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი...
მე ვარ თათა, ცხოვრებას ნამდვილად არ ვუჩივი, არც გარეგნობას, აი ხასიათი ძალიან მძიმე მაქვს, ვარ ძალიან ფეთქებადი, ნერვიული, და კაპასი ადამიანი, ზედმეტსახელად სწერვა... თითქმის ყოველი მეორე , ვინც კი მიცნობს, ვერ მიტანს, განა იმიტომ რომ ასე თვალში არ მოვუედი ვინმეს არა პირიქით მე არ მომივიდნენ თვალში და ზოგს რა მიზეზი მოვუდე და ზოგს რა... ნუ ერთი სიტყვით თითქმის უნივერსიტეტის და უბნელების ნახევარი გამოლანძღული მყავს ამა თუ იმ მიზეზების გამო... ხო ეხლა რაც შეეხება გარეგნობას... დიდად არ გამოვირჩევი სხვა გოგონებისგან, ვარ საშუალო სიმაღლის, გრძელი წაბლისფერი თმით და უსაზღვროდ ცისფერი თვალებით... სილამაზეს არ ვუჩივი, რასაც ყოველთვის ჩემსავე სასიკეთოდ ვიყენებ, მიყვარს როცა ფორმაში ვარ და ქუჩაში გასულს ხალხის ყურადღებას ვგრძნობ...
აი ახლაც გარეთ ვარ გამოსული, ღამის სამი საათია... რაღაც არანორმალურად მომინდა ჩემი საყვარელი შოკოლადი... მაღაზიისკენ ავიღე გეზი... შოკოლადი და სიგარეტი ვიყიდე და გარეთ დავსეირნობდი თან ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, ხან უბრალოდ გამვლელებს შევხედავდი და თან შოკოლადს გემრიელად ვილუკმებოდი... სიგარეტის პაჩკა გავხსენი, იქიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და ცეცხლი წავუკიდე... უცებ უკნიდან ხმა მომესმა...
- ამ დროს გოგონა გარეთ? რა საინტერესოა რისთვის... - ამ სიტყვებზე ბრაზმა ამიტანა, უკვე ნერვებს ვეღარ ვაკონტროლებდი, შევტრიალდი და იმ ბიჭს საკადრისი პასუხი გავეცი...
- იცი რა?! მგონი შენი საქმე არ არის მე სად ვიქნები და რისთვის და შენი უაზრო კომენტარები შენთვისვე შეინახე თუ შეიძლება!
- ოჰო, თურმე სიგარეტსაც ეწევა ჰმ... თან რა ენა ქონია?! მაგრამ ლამაზიც ყოფილა...
- შენ სუ გამოშტერდი ხომ? ვინ მოგცა ჩემი გაკრიტიკების უფლება?! საერთოდ ვინ მიგდიხარ?! მგონი ჯობია შენს საქმეს მიხედო და შენი გზით იარო!
- აჰა, თურმე ადვილადაც ბრაზდები... მაგრამ ეს უფრო გმატებს ეშხს... - ამის გაგონებაზე სახე სულ მთლად ამელეწა, ვის ვის და ამას ნამდვილად არ მივცემდი ასე ლაპარაკის უფლებას...
- მომისმინე გაუთლელო ხეპრე! იცოდე ვის როგორ ელაპარაკო! წადი შენს საქმეს მიხედე და დაიმახსოვრე სხვის საქმეში ცხვირი აღარასდროს ჩაყო ერთი დებილი იდიოტი ხარ რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს! დაგღუპავს შენ ესეთი საქციელები ! და ხო კიდევ ერთი იოცნებე მეორედ აღარსად შემხვდე! - ეს ვუთხარი, სიგარეტს ერთი ღრმა ნაპასი ამოვარტყი, „ბიჩოკი" მის ფეხებთან დავაგდე, ბოლი სახეში შევაბოლე, მის უსიამოვნოდ შეცვლილ სახეზე გამეღიმა და იქაურობას გავეცალე...
სახლში ვბრუნდებოდი უკვე თენდებოდა, მე კი მთელი ღამე არ მძინებია... იმ ბიჭზე აღარც მიფიქრია, უბრალოდ ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი და იმაში 100%-ით დარწმუნებული რომ კიდევ ერთი ადამიანი იყო ვისაც ვძულდი ჩემი ენის გამო... სახლში შესული არ ვიყავი რომ დედაჩემი რეკავდა ტელეფონზე, თავიდან ვიფიქრე არ ვუპასუხებ-მეთქი მაგრამ არ ჩერდებოდა ტელეფონი... მეტი გზა არ მქონდა უნდა მეპასუხა, ვიცოდი ჩხუბი არ ამცდებოდა და ამიტომ არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ რას ვიზავდი...
- გისმენთ!
- თათა როგორ ხარ?
- მანამ გამაღვიძებდი იდეალურად ვიყავი!
- და უნივერსიტეტში წასვლას არ აპირებ?
- არა!
- რატომ?!
- მეზარება და იმიტომ!
- თათა ეხლა კარგად მისმინე, მე შენი სწავლის ფულს იმიტომ არ ვიხდი რომ მთელი დღეები სახლში იჯდე! ეხლა კიდევ ნება იბოძე ადექი ლოგინიდან და სასწავლებელში მიბრძანდი!- ამას უკვე ყვირილით მეუბნებოდა... მეც არ დავუთმე და ყვირილითვე ვუპასუხე...
- შენ რა გგონია კარგი დედა ხარ?! რახან შვილს სწავლის ფულს გადაუხდი არაფერს მოაკლებ და ფულს მისცემ?! არა არ ხარ კარგი პირიქით როცა მჭირდებოდა მაშინ უნდა ყოფილიყავი ჩემს გვერდით მაშინ როცა დათუნიას ვეხუტებოდი შენს მაგივრად აი მაშინ იქნებოდი კარგი დედა! და კარგი მშობელი! 
- თათა ნუ ხარ უმადური ძალიან კარგად იცი რომ აქ შენს გამო ვარ!
- იცი?! არავინ გთხოვდა მანდ წადიო! პირიქით მერჩივნა ფული არ მქონოდა მაგრამ მშობელი დედა მყოლოდა გვერდით და მისი სიყვარული მქონოდა!
ეს ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე, აღარ შემეძლო მასთან ლაპარაკის გაგრძელება... საშინელი ტირილი ამივარდა ვეღარ ვწყნარდებოდი... ჩემი საქციელი უკვე ისტერიკაში გადადიოდა... მაგრამ ესეც გადავლახე და როგორღაც დავწყნარდი... სიგარეტს გავუკიდე და საძინებლისკენ გავემართე... მთელი ღამის უძილარი ლოგინზე მკვდარივით დავეცი... მთელი დღე მეძინა, საღამოს კი გადავწყვიტე კლუბში წავსულიყავი...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 760 | დაამატა: WuRo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
xo wavikiTxav axla Semdegebs.

დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
გაგრდზელება აქვს ამას?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]