მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » აუტანელი ტკივილი[2]
19:58
აუტანელი ტკივილი[2]

-ამ წამს შენი ოცნება გამაცანი თუ რა ქენი?
-თუ მხოლოდ ოცნებაა,რატომ ცახცახებ მთელი სხეულით?
-სველი ვარ და იმიტომ.
-ლიზი,ლიზი..კარგი რადგან ასე გინდა გაგიშვებ და არც მოგეკარები არასდროს.
რატომღაც გაოცებული სახე მიიღო,მაგრამ მალევე გადაუარა,ალბათ არც ელოდა ამ პასუხს.ეგ უკვე მომწონდა,რაღაც იმედი გამიჩნდა.
-წავიდეთ რა.
-რატომ ასე მალე?
-გთხოვ.
-რამე გაწყენინე ლიზ?
-არაფერი,უბრალოდ ხასიათი გამიფუჭდა.წავიდეთ კარგი?
-კარგი,როგორც შენ გინდა.
ლიზი სახლში მივაცილე და უბანში გავედი.როგორც ყოველთვის,გიო შემახტა და ღლაბუცობა დაიწყო.
-ეე,რა გჭირს ტო,რამ დაგგრუზა?
-აუ ჭკუიდან მშლის გიო ლიზი.
-რატომ რამე გითხრა?
-დღეს ერთად ვიყავით მთელი დღე.
-შენც ეგ არ გინდოდა ბიჭო?
-კი ძმა,მაგრამ მიკვირს რა ცოტათი მისგან ასეთი სითამამე.წესიერად არც მიცნობს.
-ალბათ ეგეთი ხასიათი აქვს ლუკა.გადახედე რა მოხდება და მერე იწუწუნე ქალივით.
-აუ მიდი რა.
გიოს ვხიე ერთი და სახლში ავედი.კარების შეღებისთანავე ძლიერი დარტყმა ვიგრძენი.
-ააა,ჩემი ძამიკო მოვიდააა...იჰაააა..მიდი ლუუკ ირბინეე,ჰუჰ.
-გოგო ჩამოდი ქვევით,გააფრინე?
-ცხენი ხარ შენნ,ჰიჰ,ვერ ხედავ ხომ ვერაფერს?
-სალომე ჩამოდი,სანამ გისვრი აივნიდან.
-კარგი კარგი ჩამოვდივარ-სალო ჩემი ზურგიდან ჩამოხტა და ჩემს თვალებზე აფარებული ხელები მომაცილა.
-რა იცოდი რომ ამოვდიოდი?
-აივნიდან გნახე სულელო.
-აუ რა ქაჯი ხარ რა.დედა სადაა?
-მეზობელთან გადავიდა,მამა კი ისევ სამსახურშია.ამ დრომდე სად იყავი ბიჭო?
-როდის მერე გეუბნები სად დავდივარ?
-ნაგლოო.
-ჩემი ბუტია ხარ.მიდი ყავა მომიდუღე.
-მეზარება ვაა.
-გოგო გთხოვ.
-აუ ვერ ვიტან ასე საცოდავად რომ მიყურებ.კარგი ხო,ახლავე.
-ჩემი ჭკვიანიი.
-აფირისტოოო.
ყავა დავლიე და დასაძინებლად წავედი.ძალიან დაღლილი ვიყავი და ეგრევე დამეძინა.მეორე დღეს ლიზის გავუარე,მაგრამ არ გამოჩენილა.კარგა ხანს ველოდები,ბოლოს კი დაბრუნება გადავწყვიტე,როცა უკნიდან ვიღაცამ ოდნავ დამარტყა.
-ჩემპიონო,აქ რა გინდა?
-შენ სულ რაღაც უნდა დამიშავო ყოველი ნახვის დროს?
-ნუ ბუზღუნებ.აქ რა გინდათქო?
-შენს მეზობელ ზაურის გავუარე,რა უნდა მინდოდეს სულელო?
-ისე უხდებით ხომ იცი?ჰაჰა.
-გოგო ორიენტაცია არ ამქვს შეცვლილი.
-ნეტავ განახა გაბრაზებული რა ტიპი ხარ.
-ეგ ხართ რა გოგოები.
-გველები ხომ?
-ხო.
-ამას უყურეთ რა.კარგი ბავშვობას მოვრჩეთ.ბიძაშვილთან ვიყავი და იმიტომ არ ვჩანდი.ზევით ავალ,გამოვიცვლი და სადმე გავიდეთ კარგი?
-პასუხი ხომ იცი და ნუ მიყურებ ასეთი თვალებით.ერთ საათს არ მალოდინო და მალე.
-ახლავე.
ლიზიმ სახლში აირბინა,მე კი იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.ყურადღება ერთმა წყვილმა მიიქცია,რომლებიც ჩხუბობდნენ.ბიჭმა ძალით კოცნა დაუპირა,გოგომ კი მოიშორა.ვეღარ მოვითმინე და მათთან მივედი.
-შენ ვინ ხარ ვაფშე?რას ერევი?
-დაწყნარდი რა,გოგოს არასწორად ექცევი და არასწორისთვის ნებისმიერს მოეთხოვება ბიჭო.
-შენ არავინ გეკითხება და გაიარე რა,შენი გზა არ გაქვს?
-მაგრად რომ იჭრები მაგდენს ფილტრავ?
პასუხი არ გაუცია ისე დამარტყა.მოულოდნელობისგან წავბარბაცდი და პირში სისხლის გემო ვიგრძენი.ოდნავ მოვედი გონს და არც მე დამითმია.წაიქცა და როგორც კი ადგა,მეორედაც დავარტყი.
-დაანებე თავი ლუკა გთხოვ,ნუ ერევი(ლიზი უკნიდან ჩამეხუტა და ასე სცადა ჩემი გაყვანა)
-შეეშვი ჩემს სიხარულს,ნუ ურტყამ ბიჭო(უცნობი გოგო მომვარდა და რტყმა დამიწყო)
-შენ ხომ არ უბერავ გოგო?ცოტა ხნის წინ არ გკოცნიდა ძალით?
-ჰო,მაგრამ მე ის მიყვარს და შეეშვი რა.
-ღმერთმა გაუმარჯოს შენნაირებს ტო.
-ლუკა წავიდეთ,ორივე ერთნაირია ვერ ხვდები?(ლიზი)
იქაურობას მოვშორდი და ძირს დავჯექი.ტუჩი საშინლად მტკიოდა და სისხლი არ ჩერდებოდა.
-მოიცა არ მოკიდო ხელი.აჰა სუფთა სალფეთქია და დაიდე,გაგივლის არაუშავს.
-მადლობა....რა გაცინებს ლიზი?
-ეგ სიტუაცია სასაცილო არ იყო შენი აზრით?დაიცავი გოგო,რომელსაც თურმე დაცვა არც სჭირდებოდა და კიდევ შენ მოგხვდა.
-ნუ დამცინი ლიზი.
-რაც დაიმსახურე ეგ მიიღე,გამომიხვედი აქ ბეტმენი.
-ეგრე ხომ?
ხელებით ჩემკენ მივიზიდე და ძირს წავაქციე.
-აააააააააააააააააა,მეღუტუნებაააა ლუკააა,აუუუუუუუ.
ხელები გავუშვი და ავდექი.
-ამაყენე გეხვეწები.
-ეგდე მანდ,ხომ მაწვალებდი?
-საზიზღარი ხარ..ჩემითაც ავდგები.
ოდნავ წამოიწია,მაგრამ ეგრევე წაბარბაცდა ისევ და წაიქცა.
-ნუ იცინი და დამეხმარე.
-კარგი კარგი მომე ხელი.
-ფუ სულელო,დავისვარე სულ.
-არაუშავს,გაიწმინდე.
-აბა სად მივდივართ?თან მალე დაღამდება კიდეც.
-შენ სად გინდა წასვლა.
-მე მხოლოდ შენთან საუბარი მინდა,მინდა უკეთ გაგიცნო.
-მაშინ წამო ბარში დავჯდეთ და ვისაუბროთ.
ერთ-ერთ ბარში შევედით და შეკვეთა მივეცით.ლიზი კარგი მოსაუბრე გამოდგა და მსიამოვნებდა ძალიან მისი სმენა.საკმაოდ ბევრი რამ გავიგე მასზე და მომწონდა,რომ ასეთი პირდაპირი იყო ჩემთან.
-ლიზი ორი დღეა გიცნობ და ასე ადვილად მე რატომ მენდე.
-არ ვიცი,კარგი ადამიანი ჩანხარ და რატომღაც მომწონს შენთან ურთიერთობა.
-ლიზ,რისი გაკეთება გიყვარს ხოლმე?
-წყნარი ცხოვრება არ მიყვარს მაინც და მაინც.
-ხო ეგ გეტყობა და რამე სურვილი გაქვს?
-აუ როგორ მინდა იცი ცხენზე ჯდომა?მაგრამ მეშინია ძალიან და ვერ ვბედავ წასვლას.
-ხვალ ჩემთან ერთად წამოხვალ?
-რაააა?მართლა?
-ხოო მართლა,გასწავლი კიდეც ცხენზე ჯდომას.
-შენ ეგეც თუ ისე იცი როგორც ბილიარდის თამაში,მაშინ არ მინდა სიკვდილი.
-სულელო,ცხენზე პატარაობიდან ვზივარ და შეგიძლია ამაში დარწმუნდე კიდეც.
-ხოო?მაშინ სიამოვნებით წამოვალ.
-ხვალ ადრე გამოგივლი და წავიდეთ.
დიდი ხნის საუბრის შემდეგ ბარიდან გავედით და ლიზი მივაცილე.სახლში კი გაღიმებული ავედი.
-რა გაცინებს ბიჭო?შენნაირი მასხარა შეგხვდა სადმე?
-სალომე ერთხელაც დავივიწყებ,რომ ჩემი და ხარ და მიგასიკვდილებ იცოდე.
-უჰ,შემეშინდა.მიდი რა დაიძინე,შენი ნერვი არ მაქვს.
-ღმერთო რა დავაშავე ეს რომ დაიბადა.
-გიხაროდეს იდიოტო შენს მშობლებს ერთი მაინც რომ ვყავარ ნორმალური.
-სალოო...მესმიიის ყველაფერი.
-ვიციიი.
წყალი გადავივლე და საწოლზე წამოვგორდი.ლიზიზე ვფიქრობდი და ამ ფიქრში ჩამეძინა კიდეც.დილით ძალიან გვიან გამეღვიძა.საათს რგოორც კი შევხედე ქვევით ჩავირბინე.გზადაგზა ვიცმევდი ყველაფერს.
-დედააა,შენი შვილი ნორმალური არის?შეხედე რა დღეშია.(სალო)
-რა ხდება შვილო,სად გეჩქარება?
-დამაგვიანდა დეეე,მიყვარხარ.გვიან მოვალ.
სირბილით გავიარე ლიზის სახლამდე მისასვლელი გზა.კიბეები ავირბინე და ზარიც დავრეკე.
-რომელი ხარ?
-ლუკა ვარ ლიზი.
-აჰაა,გამოჩნდა ჩემი პრინცი?
-ირონიას მორჩი რა.ჩამეძინა უბრალოდ.
-ვაიმე რა სახე გაქვს,შემოდი.გავემზადები და წავიდეთ.მანამდე რამე დალიე.
ცივი წყალი სულმოუთქმელად დავლიე და ლიზის დაველოდე.საკმაოდ სწრაფად მოიწესრიგა თავი და იპოდრომისკენ წავედით.ყველაზე ლამაზი ცხენი ავარჩიე და ლიზიც შევისვი.მთელი ძალით მეხუტებოდა,რადგან ეტყობოდა ძალიან ეშინოდა.
-ლიზი ასე დამახრჩობ,ნუ მიჭერ.
-მაპატიე,მაგრამ მეშინია ლუკა.
ძალიან საყვარელი იყო ასეთ მდგომარეობაში და ცხენი უფრო სწრაფად წავიყვანე.ლიზი ყვიროდა მთელი ხმით,მაგრამ მაინც არ გავაჩერე.ვგრძნობდი როგორ მირტყამდა,მაგრამ რატომღაც ძალიან მომინდა მთელი ძალით გამექროლებინა ცხენი და უფრო შემეშინებინა.ბოლოს აზრზე მოვედი და ცხენი გავაჩერე.ლიზი მაშინვე ჩამოხტა და გასასვლელისკენ გაიქცა.მეც უკან გავყევი.ცხენი იქვე დავტოვე.
-მოიცა მოიცა ლიზი გთხოვ.
-დამანებე თავი.
-გაჩერდი,სად მიდიხარ?
-ხომ გითხარი მეშინიათქო,სულ გაგიჟდი?
-მაპატიე არ მინდოდა.
-შემეშვი საერთოდ,გამიშვი ხელი,აღარ მომეკარო.
ხელი მაგრად მოვკიდე და გავაჩერე.
-რა გატირებს სულელო?
-გამიშვი,წასვლა მინდა.
-სუუ..გაჩუმდი.-მთელი ძალით მივიხუტე და სახე დავუკოცნე-არ იტირო გეხვეწები,მაპატიე პატარავ,შემომხედე ლიზი გთხოვ.
არაფერი უთქვამს,მხოლოდ ჩემკენ მოიწია და მაგრად ჩამეხუტა.
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 716 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]