მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » აუტანელი ტკივილი[5]დასასრული
20:27
აუტანელი ტკივილი[5]დასასრული
ქორწილი (Wedding) (56 ფოტო)
არ ვიცოდი სად მივრბოდი,მაგრამ ისევ იმ სანაპიროზე აღვმოჩნდი.ცხოვრებაში პირველად ვტიროდი გოგოს გამო.ბოლო ხმაზე ვყვიროდი და მზად ვიყავი ყველაფერი გამენადგურებინა ჩემ გარშემო.კიდევ უფრო ცუდად გავხდი,ამიტომ იქაურობას მოვცილდი.წვიმდა და საშინლად აცივდა.გზაზე ვერაფერს ვამჩნევდი,მხოლოდ მერე ვიაზრებდი,რომ რამდენიმე მანქანამ ლამის გადამიარა,ხიდთან მივედი და იქვე ჩავიკეცე.განადგურებული ვიყავი.ისიც არ ვიცოდი რატომ მომექცა ასე.მე მისთვის არაფერი დამიკლია,პირიქით ზედმეტ ყურადღებასაც კი ვაქცევდი.თავი მუხლებში ჩავდე და არც ავმდგარვარ.არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი იქ ასეთ მდგომარეობაში.თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ხელის შეხება ვიგრძენი.
-უკაცრავად ცუდად ხართ?შემიძლია დაგეხმაროთ?
თავი ავწიე და უცნობი სახე დავინახე,რომელიც მთლიანად გაწუწული იყო და ჩემ წინ მუხლებზე იდგა.
-გესმით ჩემი?რა გჭირთ?
-დამანებეთ თავი ყველამ გთხოვთ.
-უფლება მომეცით დაგეხმაროთ.საშინლად წვიმს,თქვენ კი სულ სველი ხართ.
-არ მადარდებს.
-მოიცადეთ.ცოტა წამოიწიეთ...აიი ასე.წამოდით წავიდეთ.
რატომღაც უარი არ მითქვამს,საშინლად ვიყავი და გავყევი სრულიად უცნობ ადამიანს.უცნობზე ხელი მქონდა გადახვეული და ასეთ მდგომარეობაში ფაქტიურად ,,მიმათრევდა''.ძალიან მიჭირდა აზრზე მოსვლა.როცა ყველაფერი გავაცნობიერე,უცხო სახლში ვიყავი,უცნობი გოგო თავთან მედგა მასთან მყოფ ბიჭთან ერთად.თავს ძალა დავატანე და ძლივს ვიკითხე
-სად ვარ?
-დაწყნარდი ძმა,ჩემმა დამ ამოგიყვანა წუხელ,ცუდად იყავი,დახმარება გჭირდებოდა.არაფრის აზრი არ გქონდა,გათიშული იყავი.
-მადლობა,რომ იქ არ მიმაგდეთ.
-ეგ ჩემს დას უთხარი ბრატ..მე ქვევით ჩავალ,რამეს ამოვიტან და ჭკვიანად აქ(მიმართა ჩემთვის უცნობ გოგოს და როგორც აღმოჩნდა,მის დას)
-კარგი ბაჩო,მალე ამო რა.......ახლა როგორ გრძნობთ თავს?
-არამიშავს,ჩემი მხსნელის სახელი არ ვიცი მგონი ხო?
-ა ჰო,მარი მქვია,თქვენ?
-მე ლუკა.მარი ოფიციალური ლაპარაკი არ არის საჭირო.მართლა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის,რაც გააკეთე.
-ეგ არ არის სათქმელი და რამე მოხდა?იქ ასეთ მდგომარეობაში რატომ იყავი?
-გრძელი ამბავია.ვაიმე ჩემი ტელეფონი...
-აქ არის,ნუ ღელავ.
-უკაცრავად,სახლში უნდა დავრეკო,თორემ ინერვიულებენ.
მოშორებით დავდექი და სალოს დავურეკე.
-სად ხარ ბიჭო?ავაწიოკეთ ყველა.
-სახლში აგიხსნით,კარგად ვარ და არ ინერვიულოთ.
მაშინვე გავთიშე და მარისთან მივედი.მხოლოდ ახლა შევამჩნიე რამდენად ლამაზი გოგო იყო,თუმცა მასზე ბავშვი უფრო ითქმოდა.
-მარი რამდენი წლის ხარ?
-16-ის,შენ?
-19-ის.პატარა ყოფილხარ.
-არც ისე.
-ხო.
კარები ბაჩომ შემოაღო და მაგიდაზე დაალაგა ყველაფერი,რაც იყიდა.ძალიან მხიარული ადამიანები იყვნენ და მათთან გავერთე კიდეც,გულიც გადავაყოლე და რამდენიმე საათში წასასვლელადაც მოვემზადე.
-ჰო მართლა,შენი ნომერი დაგვიტოვე ბრატ და დაგიკავშირდებით.თუ რამე დაგჭირდა შენთან ვართ.
გამიხარდა,რომ ისევ მექნებოდა კონტაქტი ამ ხალხთან და ნომერიც მაშინვე მივეცი.სახლში გაფითრებული დედაჩემი შემეგება.
-სად იყავი შვილო?
-მაპატიე დე,სხვაგან ვიყავი და ვერ დაგიკავშირდით.
-კარგი შვილო,არაუშავს.მთავარია კარგად ხარ.
-გეტყობა არ გიძინია დე,წადი დაისვენე.მიყვარხარ.
დედას ვაკოცე,ის კი დაწყნარებული ავიდა თავის ოთახში.
-ვაჟბატონო,მოდი აქ,სად მიტანტალებ ჰა?დედას არაფერი უთხარი,მაგრამ მოგიწევს მე ამიხსნა.სად ბრძანდებოდით წუხელ?
-სალომე ეგ დოინჯ შემორტყმული ფეხების ბაკუნი არ გიშველის და დამანებე ახლა თავი.
-არ მეუბნები ხო?მაინც გავიგებ,ვოტ ტაკ.
-დებილი ხარ რა.
-შენ კი იდიოტი,რომელიც მაგარი უაზროა.შეხედე შენს თავს რას გავხარ.გაწუწული ინდაურივით დგახარ აქ.
-გითხარი შენი ნერვები არ მაქვსთქო.შემეშვი ახლა.
-აუ სადაც გინდა იქ წადი რა,მაგრამ კიდევ ერთხელ დედას ასე რომ ანერვიულებ მაგ ქოჩორს დაგაწიწიკნი.
-კარგი ქალბატონო.მეც მიყვარხარ ისე ცნობისთვის.ავედი მე ზევით.
მთელ დღეს ლიზის საქციელზე ვფიქრობდი.არანაირ ახსნას არ ექვემდებარებოდა ის,რაც მან გააკეთა.ძალიან გაბრაზებული ვიყავი,ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე,რადგან თავიდანვე უნდა შემეტყო მისთვის ვინც იყო.ათასი ფიქრი მიტრიალებდა,ბოლოს კი ჩამეძინა კიდეც..მეორე დღეს მარი ვნახე სრულიად შემთხვევით,როცა ქუჩებში დავეხეტებოდი.
-როგორ ხარ მარ?
-კარგად ლუკა,შენ როგორ გრძნობ თავს?
-ჯერ-ჯერობით ცოცხალი ვარ.რას აკეთებ გცალია?
-ხო,ეს წიგნები ბიბლიოთეკას უნდა დავუბრუნო და მერე სახლში ავალ ალბათ.
-იმედია არ შეგაწუხებ თუ გამოგყვები.
გაეღიმა,მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
-რას იტყვი მარ?წავიდეთ?
-კარგი წავიდეთ.
სიცილით მივდიოდით გზაზე ისე,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.ადვილად შემოვიდა კონტაქტში და ვიგრძენი,რომ რატომღაც მენდობოდა.ძალიან ბევრი რამ მიამბო თავის ცხოვრებაზე.საკმაოდ ძლიერი გოგო აღმოჩნდა,რადგან ბევრი რამ გადაუტანია მიუხედავად თავისი ასაკისა და მაინც უხაროდა ცხოვრება.საოცრად კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა,ეტყობოდა,რომ ჭკვიანი გოგო იყო არა მარტო სკოლაში,არამედ ცხოვრების მიმართ არსებული აზროვნებითაც.უდიდესი ენერგია მოდიოდა მისგან და საოცრად კარგი აურით მმუხტავდა.მეც ყველაფერი ვუთხარი ჩემ შესახებ.ისიც მოვუყევი წუხელ იქ რატომ ვიჯექი წვიმაში.სულაც არ დაუწყია ლიზის ლანძღვა,რასაც ბევრი იზამდა მის ადგილას.გამიგო და ჩემი ტკივილიც გულთან მიიტანა.აღმოჩნდა,რომ მას შეყვარებული არ ჰყავდა.დიდი ხნის წინ დაშორებია,რადგან ვერ გაუგიათ ერთმანეთზე,თუმცა ვერ ვხვდები მისნაირ გოგოს როგორ არ უნდა გაუგო...ერთი სიტყვით,დარწმუნებული ვიყავი,რომ მარი ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა..............
_______________________________
დაახლოებით სამი წელი გავიდა მას შემდეგ.მე ვმუშაობ გაცილებით უკეთეს ადგილას.ხელფასიც საკმაოდ მქონდა და ცხოვრებას ნელ-ნელა ვიწყობდი.მარიმ სკოლა დაამთავრა საკმაოდ წარმატებით და ჩაირიცხა კიდეც.სალო კი ისევ ისეთი ქაჯია,როგორიც იყო.გამუდმებით ნერვებს მიშლის.მარიმ და სალომ ერთმანეთს ძალიან გაუგეს და ეს ორი პარაზიტი ახლა ერთად მიშლიდა ნერვებს.თუმცა მათ გარეშე ვეღარ ვძლებდი და ორივე ჩემი სიცოცხლე იყო.გიომ ცოლი მოიყვანა,ყველას გვიკვირდა ასეთმა გიჟმა როგორ მოაბა ოჯახს თავი.უბანში ისევ ყველაფერი ძველებურადაა.სანდრო ვნახე რამდენიმეჯერ და ნორმალურად არც დავლაპარაკებივარ.არ მინდოდა ლიზი ეხსენებინა და მასზე არც გამიგია არაფერი მთელი ამ ხნის მანძილზე,დიდად არც მაინტერესებდა.სამუდამოდ ამოვიგდე თავიდან ის წელი,რომელიც ლიზისთან ყოფნით გავფლანგე.თუმცა ჭკუის სასწავლებლად მშვენიერი იყო......
რამდენიმე დღე გავიდა..მარის ვურეკავ
-მააარ,სად ხართ ამდენ ხანს ღმერთო ჩემო,სული ამომძვრა.
-მოითმინე შე უაზრო,მაცადე რა.
-გოგო მოგივარდებით ახლა მანდ და განახებ როგორ მელაპარაკო შე სულელო ბავშვო.
-კარგი რა ლუკა,რატომ ვერ ითმენ?გინდა რომ მახინჯი ვიყო და ასე მოვიდე?
-შენ ყოველთვის ლამაზი ხარ გოგო.
-კარგი ხო,ვთიშავ უკვე..აიიი აი გავთიშეეე...მიყვარხააარ.
ვაიმე რა საძაგელი ბავშვია რა..სახლიდან გამოვედი და რამდენიმე წუთში უკვე მარის სახლთან ვიდექი მანქანით.როგორც იქნა,გამოჩნდა და ჩემი მოთმინებაც ბოლომდე ამოწურა.
-ხმა არ ამოიღო და აღარ მეწუწუნო ახლა.
-კარგი ჰო,უძლური ვარ მარ....წავიდეთ(მივმართე მძღოლს)
რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ მანქანა გავაჩერებინე და დედას გავუარე,რომელიც სალონში იყო.მინდოდა მისგან დალოცვა მიმეღო.დედამ დამლოცა,მთელი ძალით ჩამიხუტა და მაკოცა.სალონიდან გამოსვლისას ვიღაცას შევეჯახე და ბოდიშის მოხდას ვაპირებდი,როცა ლიზიმ სახე შემომანათა.გვერდი ავუარე,მაგრამ გამაჩერა.
-რა გინდა?
-მოიცადე ლუკა,შენთან ლაპარაკი მინდოდა.
-რაზე?
-მინდა ბოდიში მოგიხადო,მაპატიე ყველაფერი გთხოვ.
-მეკაიფები?
-სულაც არა,მე შენ ისევ მიყვარხარ,ძალიან ვნანობ იმას რაც გავაკეთე.მთელი ეს წლებია მიყვარხარ და არ დამვიწყნიხარ,ვიცი შენც გიყვარვარ ლუკ,გეხვეწები ამის დამალვას ნუ ეცდები.
-ლიზი ხედავ იმ მანქანას?
-ჰო ვხედავ,მაგრამ ეს რა კავშირშია ჩვენთან?
-იმ მანქანაში ჩემი საცოლე ზის,რომელიც ახლა ეკლესიაში მიმყავს და მთელ ცხოვრებას მას ვუკავშირებ.ჩემთვის ყოველთვის იმ გოგოდ დარჩები,რომელიც ვიხმარე და გადავაგდე,გადაგდებულ სათამაშოს კი უკან არასდროს ვიბრუნებ.რა იყო მიგაგდო შენმა სიცოცხლემ?ფეხები დამიკოცნე გოგო რა.გაფრთხილებ ლიზი,მარის ან ჩემს ოჯახს ოდესმე რომ მოეკარო ახლოს,დავივიწყებ,რომ გოგო ხარ და ცემაში ამოგხდი სულს.არ მინდა მარისნაირ წმინდა არსებას შენნაირი ნა*ოზვრები ეხებოდნენ ან მასთან ახლოს იყვნენ.ახლა კი კარგად იყავი საყვარელო.ვინმე სხვა იპოვე..აბა ჰე....
მანქანაში ჩავჯექი და გავაგრძელე გზა,რომელიც ახალ ეპოქას შექმნიდა ჩემს ცხოვრებაში,ეპოქას სადაც მხოლოდ ისინი არსებობდნენ,ვინც საკუთარ სიცოცხლეს მერჩივნა...მხოლოდ ერთხელ შემოვბრუნდი საშინელი წარსულისკენ და ის ისევ იქ იდგა,სადაც დავტოვე.მანქანას თვალს არ აცილებდა და ცრემლებს იწმენდდა,თუმცა უკვე არ მადარდებდა ადამიანი,რომელმაც მხოლოდ გამომიყენა...მარის ხელი მაგრად მოვკიდე,თავზე ვაკოცე და ეკლესიისკენ მიმავალი გზა ერთად გავიარეთ...........
ქორწილი (Wedding) (56 ფოტო)
ქორწილი (Wedding) (56 ფოტო)
ქორწილი (Wedding) (56 ფოტო)
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 719 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]