მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » აუტანელი ტკივილი[4]
20:15
აუტანელი ტკივილი[4]
დილით ლიზის გავუარე და სასეირნოდ წავიყვანე.ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა მასთან ყოფნისას.უბედნიერეს ადამიანად მაქცია და ჩამითრია ამ გრძნობაში,რომელიც მინდოდა მუდამ ჩემში ყოფილიყო და ეარსება.დაწრმუნებული ვიყავი,რომ ლიზი ჩემი ცხოვრების გოგო იყო და ამაში მას ვერავინ შეეცილებოდა.არაფერს ვიშურებდი,ოღონდ ის კარგად ყოფილიყო და გული არ ტკენოდა.მისგანაც იმავე სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი.ყველგან ერთად დავდიოდით,ვაცილებდი და ყველაფრისგან ვიცავდი.ვერ ვიტანდი,როცა მას სხვა უყურებდა,მეგონა ჩემს საკუთრებას სხვა ეხებოდა და ეს ძალიან მაღიზიანებდა.ამას თავადაც მშვენივრად ხვდებოდა,ამიტომ თავს იკავებდა და ცდილობდა ეჭვიანობის საბაბი არ მოეცა.სანდრო გახარებული იყო იმით,რომ ჩვენი ურთიერთობა ასე აეწყო და მისი იმედები არ გამიცრუებია,სხვები კი მხოლოდ მსაყვედურობდნენ ლიზის გამო ჩვენ დაგვივიწყეო.მენატრებოდა ყოველ დღე ,,ბირჟაზე'' ჯდომა,ღლაბუცი და დროის ტარება,მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებდი ყველაფერს.მინდოდა რამესთვის მიმეღწია,რომ ლიზის ჩემით ეამაყა და მისთვის ბედნიერი მომავალი შემექმნა.ბევრს ვშრომობდი და ბოლოს შევძელი,რომ მუშაობა დამეწყო.დიდი არაფერი იყო,მიმტანად დავიწყე მუშაობა რესტორანში,თუმცა იმდენს ვახერხებდი,რომ საკუთარი თავი მერჩინა და ლიზისთვისაც სიურპრიზები არ მომეკლო......
-ლუკა სად ხარ?გირეკავ მთელი დღეა და გათიშული გაქვს.
-მაპატიე ბოთ,ვმუშაობდი და ხომ იცი აქ ტელეფონის ჩართვა მეკრძალება.არ მინდოდა გენერვიულა.
-კარგი არაუშავს.
-ლიზ ნუ მებუტები რა,ხვალ გცალია?დასვენება მაქვს და მინდა სადმე წავიდეთ.
-რა თქმა უნდა,მცალია.გამომიარე,მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ,დროებით....
საღამოს ძალიან დაღლილი მივედი სახლში,ეგრევე დავიძინე,დილით კი ლიზის გავუარე.მთელი ქალაქი მოვიარეთ,მოგვიანებით კი რესტორანში მივიყვანე.იქაურობა ძალიან მოეწონა და ყველაფრით კმაყოფილი იყო.ეტყობოდა ძალიან დაიღალა,ამიტომ სახლში მივაცილე,წასვლისას კი მთელი ძალით ჩავიხუტე.
-პატარა ხვალ სად გინდა წაგიყვანო?
-რა მნიშვნელობა აქვს,მთავარია შენთან ვარ.
-ყველაზე მეტად რა გინდა ლიზ?
-აუ მოტოციკლით სეირნობა სიხარულო,ძალიან მიყვარს.
-კარგი ახლა წადი და დაისვენე,დილით ადრე გამოგივლი.მიყვარხარ.
სახლში მისულს გიოს დავურეკე და ყველაფერი მოვაგვარე,დილით კი მოტოციკლით ლიზის მივაკითხე,ძრავის ხმამ მთელი სამეზობლო აახმაურა და ყველა მე მიყურებდა.შეჩვეულები იყვნენ,რომ ლიზის ყოველ დღე ვაკითხავდი და ასეთ ამბავს ვტეხდი.ლიზიმ აივნიდან მანიშნა მოვდივარო და 5 წუთში ჩემთან იყო.
-აუუუ ლუკააა,მიყვარხაარ.ვის წაართვი ეს სულელო?
-ნუ ხარ მაიმუნი და მომიჯექი უკან.
-ახლავეე...აუ რა მაგარია.
ემოციებს ვერ მალავდა პატარა ბავშვივით,რომელსაც ყველაფერი უხარია.ხელები მაგრად მომხვია და ბოლო ხმაზე ყვიროდა,თუ როგორ ვუყვარდი.მისი გაჩუმება არც მიცდია,მინდოდა ყველას გაეგო,რომ მე ვუყვარდი ანგელოზს,ხო ის მართლაც ანგელოზი იყო.ულამაზესი გოგო უმშვენიერესი სულით.ამაზე მეტს ალბათ არცერთი ბიჭი არ იოცნებებდა.მთელი დღის მანძილზე ლიზის ვასეირნებდი,საღამოს ისევ სანაპიროზე წავიყვანე.
-დავიღალე ლუკაა,დავჯდეთ რა სადმე.
-ქვიშის მეტს აქ რამეს ხედავ სულელო?
დამარტყა და თავის დასაძვრენად ხელები აიფარა.ასეთ საქციელზე გამეცინა და ხელებით ჩემკენ მივიზიდე.
-ჩემი ბოთე ხარ იცი?მინდა მხოლოდ ჩემი იყო პატარავ.
-რას გულისხმობ?
-არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო,მაგრამ........
-სუუ,მივხვდი......
-მერე?რას იტყვი?
-მეშინია ლუკა.
-მესმის ჩემო გოგო,მაგრამ ჩემთან ნურაფრის გეშინია.შემომხედე გთხოვ,ხომ მენდობი პატარა?
-ხო ლუკ.
კოცნით გავაჩუმე.საოცრად ტკბილი ტუჩები ჰქონდა,ეტყობოდა რომ ამას პირველად აკეთებდა,რადგან მთლიანად ცახცახებდა და მხოლოდ მე მომყვებოდა ბოლომდე.კიდევ უფრო დიდი სითბო ვიგრძენი მისდამი,ნელ-ნელა კისრამდე მივედი კოცნით.
-ლიზიკო ბოლოჯერ გეკითხები მზად ხარ?დარწმუნებული ხარ რომ გინდა?
-კი ლუკა,მინდა.
არაფერი მითქვამს და ყელში ვაკოცე,სარაფანის სახელოები ჩავუცურე და კაბა მთლიანად ჩაძვრა.ულამაზესი სხეულით იდგა ჩემ წინაშე და ბედნიერი ვიყავი,რომ ეს სხეული მე მეკუთვნოდა...იმ საღამოს ლიზი ჩემი გახდა.თავიდან იტირა კიდეც,მაგრამ არაფერს ნანობდა.მე მითუმეტეს,რადგან ვიცოდი ის ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყო.
-როგორ ხარ პატარავ?
-უბედნიერესი ვარ.
ცხვირზე ვუკბინე და მაგრად ჩავიხუტე.რამდენიმე საათში კი სახლში მივიყვანე და კოცნით დავემშვიდობე.
ამის შემდეგ ლიზისთვის ჩემთან დაწოლა არ დამიძალებია,ვგრძნობდი,რომ მას არ უნდოდა და მის გადაწყვეტილებას უდიდეს პატივს ვცემდი.ამ ურთიერთობაში კი უკვე ერთი წელი გავიდა.ერთი წელია ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა და ეს მისი დამსახურება იყო.დაბადების დღეზე ახალი მოტოციკლი ვაჩუქე და ტარებაც ვასწავლე.ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო.ცხოვრება უხაროდა და რა თქმა უნდა,მეც ანალოგიურს ვგრძნობდი..
ერთ დღეს სამსახურიდან მოვდიოდი,როცა პარკში ნაცნობი სახე შევნიშნე.მაშინვე დავურეკე
-სად ხარ პატარავ?
-სახლში ვარ ლუკა,ძალიან მეძინება და დილით მოგწერ კარგი?
-კარგი,დაისვენე.
ცოტა ხანს ჩუმად ვუყურებდი რას აკეთებდა.ეხუტებოდა და კოცნიდა იმ ბიჭს,რომელთანაც იდგა.თავი ძლივს შევიკავე,რომ არ მივვარდნოდი და სიფათი არ გამესწორებინა იმ ტიპისთვის,მაგრამ მინდოდა ჯერ ყველაფერი გამერკვია და მერე გამეკეთებინა ჩემი საქმე.იქაურობას მოვშორდი.მთელი ღამის მანძილზე ვერ დავიძინე.დილით კი ლიზის სმს მომივიდა
-როგორ ხარ ლუკ?
-კარგად,დღეს რა გეგმები გაქვს?
-არაფერი,ახლა გამეღვიძა.იცი დღეს არ მეცლება ალბათ,საქმე მაქვს და გვიან დაგირეკავ.
-კარგი,მიდი.
მაშინვე ავდექი და ლიზის ბინასთან მივედი,მაინტერესებდა სად წავიდოდა.კარგა ხანს ველოდე,მაგრამ ლიზი არ ჩანდა.მის ბინასთან ის ტიპი მოვიდა,რომელთანაც წინა დღეს ვნახე.ლიზიც მაშინვე ჩამოვიდა,აკოცა და ერთად წავიდნენ.ხელახლა დავურეკე
-მომენატრე ლიზ,სად ხარ?გამოგივლი რა.
-ვმეცადინეობ ლუკ,მერე მოგწერ.დროებით.
-უკან შემობრუნდი.
-რააა?
-უკან შემობრუნდი მეთქი დროზეე.
-ლუკააა...დაწყნარდი გთხოვ,აგიხსნი.
ვერ მოვითმინე და ხელი გავარტყი.ხმა არ ამოუღია არც მას და არც იმ ტიპს.ლიზი ტიროდა და პატიებას მთხოვდა.
-არასდროს გესმის?არასდროს არ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში,თორემ გეფიცები დავივიწყებ,რომ გოგო ხარ და იქვე გაგიგდებ სადაც გნახავ.რა იდიოტი ვიყავი.გამომიყენე?მიიღე რაც გინდოდა?ჰოდა შეირგე.არარაობა ხარ ლიზი.
-ბიჭო წესიერად ელაპარაკე ლიზის.
მთელი ძალით დავარტყი მაგ მასხარას
-ლუკა გაჩერდი,შემოგაკვდება,ნუ ურტყამ ლუკაააა.
-გამიშვი ხელი..ორივე ერთნაირები ხართ.
-ლუკა გთხოოოვვვ...
იქაურობას მოვშორდი და უმისამართოდ გავრბოდი იქ,სადაც ოდნავი შვება მაინც მეგულებოდა..............
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 740 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]