მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » აუტანელი ტკივილი[3]
20:06
აუტანელი ტკივილი[3]
ლიზი სახლში წავიყვანე და გიოსთან ავედი.კარზე მთელი ძალით ვაბრახუნებდი და ყვირილით მთელი ბინა ავიკელი.
-რა ხდება ძმა,გაგიჟდი?ხომ მშვიდობაა?
-ჩამოდი მალე ქვევით,უნდა გელაპარაკო.
-კარგი კარგი ახლავე,დამელოდე ეზოში.
........
-აბა რა ხდება გამაგებინე.
-ბიჭო მისმინე,ლიზის მინდა საღამოს სიყვარული ავუხსნა და რამე მირჩიე რა.გულის დანთება არ მითხრა ახლა,თორემ დაგბრიდავ.
-რატომ ნეტა?
-ძან ბანალურია ტო,რამე მირჩიე რა.
-სერენადა არ გაწყობს ხო?
-გიორგი კაცურად რამე სერიოზული მითხარი და განსხვავებული რა.
-წამოდი და რამეს მოვიფიქრებთ.ძმა ლიზის ყველაზე მეტად რა უყვარს?
-ბიჭო წინათ ვლაპარაკობდით ამაზე და მითხრა დათუნიები მიყვარსო ტო.
-მართლა ბავშვია რა.წამოდი ბრატ წამო,მზად ხარ?
-აუ ჩემი,ასეთი დაბნეული ჯერ არ ვყოფილვარ...ვსო წავიდეთ.
მთელი დღის მანძილზე არ გავჩერებულვართ,ყველა ადგილი შემოვიარეთ,სადაც საჭირო ნივთები გვეგულებოდა,ბოლოს კი ძლივს მივაგენით ადამიანს,ვისაც ჩვენი დახმარება ყველანაირად შეეძლო.მთელი საძმაკაცო ავაწრიალე და ყველა ჩემს საქმეზე ზრუნავდა.ძალიან დამეხმარნენ თანხითაც და საღამოსთვის უკვე ყველაფერი მზად იყო...ლიზის ბინასთან მივედით ბიჭები და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინეთ,შემდეგ კი უკვე ლიზის დავურეკე.
-გეძინა ლიზ?
-არააა,მთვარეს ვეცეკვებოდი დამპალო,რამ გადაგრია ასეთ დროს?
-ლიზი დამპირდი,რომ რასაც ახლა გეტყვი ყველაფერს გააკეთებ.
-მოიცა რას მიპირებ?
-მენდე გთხოვ.
-კარგი,გისმენ აბა.
-პირველ რიგში ადექი და ხუთ წუთში მზად იყავი,ტელეფონს ნუ გათიშავ.
-გიჟი ხარ რა.ახლავე,დამელოდე.
რამდენიმე წუთში ისევ გავიგონე მისი ხმა.
-მზად ვარ,ახლა რა ვქნა?
-ფრთხილად გააღე კარები და გარეთ ნელი ნაბიჯებით გამოდი.
-ვაიმეეე ლუკააააა.
-რა იყო სულელო?
-მთელი სადარბაზო ყვავილებითაა დაფარული.
-სუუ და გზას გამოყევი.
-აუუ,რა ლამაზიააა ლუუკ.
-კიბეებს ჩამოყევი და ეზოში გამოდი.
-ახლავე ახლავე.
ლიზის უკვე ვხედავდი როგორ გამოდიოდა,თუმცა ჩემი შემჩნევა შეუძლებელი იყო.ახლაც ვერ ვივიწყებ მის გახარებულ სახეს,როცა ცაზე გაკეთებული წარწერა დაინახა ,,ლიზი''...(ზედმეტი არაფერი დაგვიწერია,ისიც ძლივს მოვახერხეთ)..
-ლუკა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-გაჩუმდი და ხომ გთხოვე მომენდეთქო.ოდნავ მარცხნივ გამოიწიე,რას ხედავ?
-უამრავ დათუნიას,მაგრამ ეს ჩემთან რა კავშირშია?
-შენია ლიზ,ყველაფერი შენია.
მისმა კივილმა მთელი ბინა გააღვიძა,ყველგან შუქი აინთო,მაგრამ ამას ყურადღებას არც ვაქცევდი.ძმაკაცს ხელით ვანიშნე,რომ მოქმედების დრო იყო.მაშინვე ლიზისთან მივიდა და უზარმაზარი თეთრი ვარდის თაიგული გადასცა,თვითონ კი იქაურობას მოშორდა.ლიზიმ დაბნეულობისგან არც იცოდა რა ექნა,ტელეფონს ხელს არ უშვებდა და თვალებით მეძებდა.
-ახლა კი მარცხნივ მოტრიალდი და პირდაპირ იარე,სანამ არ გაგაჩერებ.
-ხო კარგი.....კიდევ ვიარო?
-ცოტაც და.......აი მორჩა გაჩერდი და შეგიძლია თვალები დახუჭო?
-ეს რა საჭიროა?
-ლიზიიიი.
-კარგი კარგი ვხუჭავ..აჰა..
მასთან მივედი და ჩუმად ჩავჩურჩულე ,,მიყვარხარ პატარავ''.გაეღიმა და როგორც კი თვალები გაახილა,თაიგული იქვე დადო,თან ისე,რომ არ გაფუჭებულიყო და ჩემ წინ ჩუმად დადგა.
-ლიზი ეს სიჩუმე მკლავს,თქვი რამე გთხოვ.
-გაიმეორე ცოტა ხნის წინ რა მითხარი.
-მიყვარხარ.
-კიდეეევ.
-მიყვარხარ,მიყვარხარ და მინდა მხოლოდ ჩემი იყო სულელო.
-რომ გითხრა შენზე ადრე შემიყვარდითქო რას იზამ?
-მოიცა,იმის თქმა გინდა,რომ?
-ჰო.მეც მიყვარხარ.
-ჩემი პატარა ხარ,ჩემი ცხოვრება-ჩავიხუტე და მთელ სახეს ვუკოცნიდი,სანამ არ გამაჩერა ვერ ვსუნთქავო.ხელში ავიყვანე და იქაურობას მოვაშორე.ყველა რაღაცას იძახდა,ათასი შეძახილი ისმოდა აღფრთოვანებული ადამიანებისა,მაგრამ არავინ არ არსებობდა იმ წუთას ჩემი და ლიზის გარდა.ისიც მომენდო,ხელები მაგრად მომხვია და ვგრძნობდი,რომ ლიზი ბოლომდე ჩემი იყო.მისი სუნთქვა სიცოცხლეს მმატებდა,ვიცოდი ჩემთან ბედნიერი იქნებოდა და ყველაფერს გავაკეთებდი,ოღონდ მას გული არ სტკენოდა...
-სად მივდივართ ლუკ,უკვე დიდი გზა გავიარეთ.
-უკვე მოვედით სულელო.
ლიზი ზღვაზე მივიყვანე,მინდოდა მთელი ღამე მასთან ვყოფილიყავი იმ ადგილას,რომელიც ძალიან მიყვარდა.
-იცი როგორ მიყვარს აქაურობა?
-მეც ლიზიკო,ამიტომაც მოგიყვანე აქ.
მთელი სანაპირო მასთან ერთად ხელჩაკიდებულმა შემოვიარე.ზოგჯერ ხელში აყვანილი მიმყავდა,ზოგჯერ კი ზურგზე შემახტებოდა და ასე დავატარებდი.ბოლოს ორივე ძალიან დავიღალეთ და იქვე დავწექით.
-აუუ ჩემი თმააა.ქვიშა მაქვს სულ თავში ლუკააა.
-ნუ ბუზღუნებ და დადე თავი.მე ძალიან დავიღალე.
ლიზი ნელ-ნელა იწეოდა ჩემამდე,მე კი ამაზე მეცინებოდა.
-რა გაცინებს საზიზღარო?
-მოდი გოგო ჩემთან,ჩამეხუტე სულელო.
მთელი ძალით მივიკარი გულში,თავი მკერდზე დამადო და პატარა ბავშვივით მომეკრო.სითბო და სიყვარული აკლდა,რომელსაც მე სიამოვნებით ვაჩუქებდი.სახე ავაწევინე და ნელა ვაკოცე.ნელ-ნელა მისი ტუჩებისკენ მივდიოდი,მაგრამ გამაჩერა და ამიხსნა,რომ ეს არ სურდა.კიდევ უფრო დავაფასე მისი ხასიათი და უფრო მეტად ჩავიკარი გულში..
-ლუკა არ წავიდეთ?შეხედე რომელი საათია,თითქმის თენდება.
-კარგი პატარავ წავიდეთ,მაპატიე ვისარგებლე იმით,რომ მარტო ცხოვრობ.(ლიზის მშობლები არ ჰყავდა და ამიტომ მარტო ცხოვრობდა).
მისი ეზო მოწესრიგებული დაგვხვდა,დათუნიები და ყვავილები კი ლიზის ბინის კართან იდო.
-ჰმ,კარგად უმოქმედიათ მიჭებს.
-ლუკ მადლობა უთხარი ჩემგან ყველას.ახლა კი სახლში წადი და თავს მიხედე,მიყვარხარ.
-მოიცა ასე მიშვებ?არ მაკოცებ?
-მთელი ძალით მაკოცა და სახლში შევიდა.
საშინლად დაღლილი ვიყავი და სახლში ძლივს შევჩანჩალდი.კარების ხმაზე სალოს გაეღვიძა და ფეხების ბაკუნით შემხვდა.
-სად იყავი ვაჟბატონო?
-შენს სარძლოსთან სულელო.ახლა არაფერი მკითხო და გამიშვი,მეძინება.
ოთახში შევვარდი და მთელი ძალით დავეხეთქე საწოლზე.................
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 681 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]