მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 9 » აუტანელი ტკივილი[1]
19:49
აუტანელი ტკივილი[1]
.მე ლუკა ვარ.18 წლის.მყავს პატარა დაიკო,სალო.
________________________________________________________

-აააააააააააააააააააააა.
-ჰაჰა,ეგეც შენ.
-გოგო გამასწარი ახლა,დებილი ხარ?
-რა ხდება ბავშვებო?კიდევ ჩხუბობთ?(დედა)
-შენს ქალიშვილს უთხარი ჭკუა მოემატოს.დიდია უკვე რა.(მე)
-რა დააშავე სალომე ახლა მაინც?(დედა)
-არაფერი დეე,წყალი დავასხი და გავაღვიძე.ჰიჰ.(სალო)
-კარგი რა შვილო,ხომ იცი შენი ძმა ბრაზდება ასეთებზე და დაანებე თავი.
ჩემს დასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე,რადგან ისეთი სახე ჰქონდა,რომ ცოტაც და იტირებდა.13 წლის იყო და ისევ ისეთ ბავშვად რჩებოდა,როგორც 5 წლის ასაკში.სიგიჟემდე მიყვარდა ეს პატარა მაიმუნი.
-ლუკ,სადმე მიდიხარ?
-კი სალ,ბიჭებთან ჩავალ ქვევით.მერე სადმე წავალთ ალბათ.შენ არ მიდიხარ სკოლაში?რომელი საათია?
-კვირაა დღეს შე უტვინო.
-ხო კარგი არ მახსოვდა.მიდი ახლა გადი და ჩავიცმევ.დედას უთხარი საჭმელი არ მინდა.
-შენ მოგკლავენ მალე მაგის გამო რა.
-მიდი გოგო.
-ოო,მივდივარ.
წყალი გადავივლე,ჩავიცვი და ქვევით ჩავედი.როგორც ყოველთვის,ბიჭები ადგილზე იყვნენ.
-ზდაროვა სასტავს.
-როგორ ხარ ძმა?
-რავიცი გიო ვცოცხლობ რა.რა ხდება ახალი?
-სტადიონზე გავიდეთ რა ბიჭო,მეორე უბანს ვეთამაშებით და არ წამოხვალ შენ?
-კი ბრატ,მაგაზე უარს ვიტყვი?წავიდეთ.
რამდენიმე წუთში ყველა სტადიონზე იყო.მე არ ვთამაშობდი,უბრალოდ გულშემატკივრის როლს ვასრულებდი და ,,ვკაიფობდი'' მათზე.ჩვენებმა წააგეს ეს თამაში და ყველა საშინელ ხასიათზე დადგა.მე კი მათ სახეებზე ვღადაობდი და რამდენიმე დარტყმა ავიტანე კიდეც თავში მათგან.იქვე ბირჟაზე დავდექით და ვღლაბუცობდით.საშინლად მცხელოდა და მაისური გავიხადე.
-ვააა შეხედეთ სანდრო გაიჩითა ტო.(მე)
-როგორ ხართ ბიჭებო?(სანდრო)
-სად დაიკარგე შეჩემა?(გიო)
-ბიჭო გოგო მოყვება,აკონტროლე სიტყვები(მე)
-იზვინი ბრატ.სად იყავი სადნრიკ?(გიო)
-რავიცი ტო,გადავყევი ამ მუშაობას და ვერ ვახერხებ გამოსვლას რა.ხო მართლა,ეს ლიზია ჩემი დაიკო.(სანდრო)
-ღვიძლი დაა ტო?ამას გვიმალავდი?(გიო)
-ბიჭო რეებს ბაზრობ ხვდები?(მე)
-კარგი რა ლუკა,რა გამი*რაკე.ვიკითხე რა.(გიო)
-კარგი დაწყნარდით,არა გიო ღვიძლი და არ მყავს ხომ იცი არა?(სანდრო)
-კაი კაი ჩუმად ვარ ე.(გიო)
-მერე გამოგივლით რა.ახლა მეჩქარება.ლიზი უნდა მივაცილო ცეკვაზე,თან საქმე მაქვს.(სანდრო)
-მეც იქით მივდივარ ძმა და გავაცილებ არაა პრობლემა თუ გაწყობს(მე)
-აუ ძმა ხარ ლუკა(სანდრო)
-ბიჭებო მერე გამოვალ უბანში(მე)
რამდენიმე ნაბიჟით როცა მოვშორდით ბიჭებს,მხოლოდ მერე ამოვიღე ხმა.
-ლიზი ხომ?
-ხოო.
-რამდენი წლის ხარ ლიზი.
-17ის,თქვენ?
-18ის.თქვენობით არაა საჭირო.
-კარგი გავითვალისწინებ.
-სანდროს დიდი ხანია იცნობ?
-საკმაოდ.თითქმის 4 წელია.
-აქამდე სად იყავი ტო,რატომ არ ჩანდი?
-არ მივყვები ხოლმე სანდროს არსად და ჩემივე თხოვნით იშვიათად მახსენებს.
-ეგ მორცხვობაა?
-ალბათ.
-მიხარია შენი გაცნობა.
-მეც ლუკა.
ამის მერე ხმა არ ამოგვიღია.მხოლოდ დამშვიდობების დროს გამოველაპარაკე და ჩემი გზა გავაგრძელე.სახლში მისულს სალომე დამხვდა.რაღაცას მღეროდა თავისთვის.
-მოვედი სალ.
-ვხედავ რეგვენო.რა სახე გაქვს ლუკ?
-არაფერი სულელო,აუ ცივი დამისხი რა რამე.
-ისადაა....
-სალომე დამისხითქო და არა შემასხითქო,არ გაბედო კიდევ ერთხელ.
-კარგი ხო,არაფერს არ ვაპირებ....აჰა დალიე.
ხმა არ ამომიღია და არც სალოზე მიმიქცევია ყურადღება.დივანზე ვიჯექი და ფიქრებში წავედი.
-ლუკა ხომ კარგად ხარ?რა მოხდა?
-რატომ მეკითხები?
-დებილივით იცინი მარტო და მეკითხები რა მოხდაო?ეე შენ შეყვარებული ხარ?
-ყოველთვის როცა არ ვარ ხასიათზე,რატომ იმიზეზებ ამას გოგო?
-ნუ ხო რავიცი.ისე არ გირჩევ ვინმე შეიყვარო.
-რატომ?
-მეცოდება შენს ხელში.ჰაჰ.
სალო დივანზე წავაქციე და ,,ღუტუნი'' დავუწყე,სიცილისგან ლამის გაიგუდა.შემეცოდა და მალევე გავჩერდი.
-ვერ გიტან ლუკააა.
-მეც მიყვარხარ დაიკო.
მთელ დღეს სახლში ვიყავი.საღამოს კი ბიჭებთან ჩავედი..ასე გრძელდებოდა ყოველთვის და ყველაფერი ძალიან მოსაწყენი ხდებოდა.ყველაზე ცუდი კი ის იყო,რომ ლიზიზე ფიქრი არ მშორდებოდა და ეს გიომაც შენიშნა.
-რა გჭირს შენ ტო?რაღაც სხვანაირი ხარ ძმა.
-აუ არ ვიცი გიუშ,არა.
-იმ დღის მერე შეიცვალე და იქნებ გავიგო რატომ?
-კარგი რა,ვერ ხვდები ვითომ?
-ლიზიი....
-ხოო.
-აუუფ,ცუდად გაქვს საქმე ძმა.სანდროს დაიკო შენი დაც უნდა იყოს ბრატ.რამე არ მიქარო.
-რა ვქნა ტო.ვერ ვაკონტროლებ თავს.
-სერიოზულად ფიქრობ მასზე?
-ხო გიო ხო.
-კაროჩე ყველაფერს ჯობს სანდროს დაელაპარაკო.გაგიგებს,ხომ იცი მაგარი კაცია.
-ის გოგო ჩემი უნდა გახდეს გიო...ჩემი..................
-ალო,გისმენთ.
-სანდრო მე ვარ ძმა,ლუკა.
-რა ხდება ბრატ?მშვიდობაა?
-სადაც მე ვარ იქ რა უნდა ომს სანდრიკ?რაღაცის გარკვევა მინდა რა.
-კარგი არაა პრობლემა.საღამოს ამოვალ შენთან და ვილაპარაკოთ ძმა.
არ ვიცოდი სანდრო რას მეტყოდა და მთელი დღის მანძილზე ვერ ვისვენებდი.დრო სწრაფად გავიდა და სანდროც უკვე ჩემს სახლში იყო.
-მოდი ბრატ მოდი.რამეს დალევ?
-ცივი მომიტანე რამე ძმურად,გავიგუდე ტო.
-აჰა დალიე.რა ხდება შენკენ?
-რავიცი ბიჭო,ვმუშაობ და ვარ რა ასე.რა იყო,რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?
-შენი დახმარება და გაგება მჭირდება.
-ხომ იცი როცა დაგჭირდება აქ ვარ.
-ვიცი ბრატ,მაგრამ ძნელია რა გამიგო.შენს ადგილას არც ვიცი როგორ მოვიქცეოდი.
-რამე მიქარე ე?
-არა და სწორედ რომ არ მინდოდა მიქარვა,ამიტომ მინდა დაგელაპარაკო.
-კარგი გისმენ.
-ერთი გოგო მომწონს ძმა,სერიოზულ ურთიერთობაზე ვფიქრობ მასთან,მაგრამ ერთი პრობლემაა რა.
-მაინც რა?გათხოვილია?
-არა ტო,ძმაკაცის დაიკოა.ღვიძლი არაა,მაგრამ ტიპს დად მიაჩნია და მიტყდება რა.
-მოიცა მოიცა,მე ვიცნობ?
-გეტყვი,მაგრამ ჯერ მომისმინე და ნუ ავარდები ძმურად...ლიზიზე გელაპარაკები სანდრიკ.
-აუ ჩემი........რამე ხდება თქვენ შორის?
-არა არაფერი.იმ დღეს ვნახე პირველად და მას მერე არც მინახავს.კაროჩე მაგრად მომწონს და სანამ ჩემსას გავაკეთებდი მინდოდა ეს გცოდნოდა,თუ წინააღმდეგი ხარ ძმა რამეს მოვახერხებ.
-დაბადებიდან გიცნობ შეჩემა და ვიცი რა კაციც ხარ.
-რა გავაკეთო არ ვიცი რა.ისიც არ ვიცი შეყვარებული ჰყავს თუ არა.
-არა ლუკა არ ჰყავს.დაშორდნენ რა,ნაგლი როჟა იყო.თან ძალიან გიჟი გოგოა,სულ ამის გამო ვეჩხუბები,მაგრამ შეცვლას არ აპირებს.მაგარი პატიოსანი ბავშვია,მაგრამ ზედმეტად ქაჯია რა.იქ სულ სხვა ჩანდა თქვენ თვალში,თუმცა მე ხომ ვიცი როგორი ბავშვიცაა.კაროჩე ძმა შენ შენი გააკეთე,გენდობი და რამე რომ მიქარო ან ლიზი მოატყუო ჩათვალე არ მიცნობ.
-ხომ მიცნობ არა სანდრიკ?აუ ჯიგარი ხარ რა.სპასიბა ყველაფრისთვის.
ცოტა ხანში სანდრო გავაცილე..მეორე დღეს კი ლიზის სანახავად წავედი.სანდროსგან ყველაფერი გავიგე მის შესახებ,მისამართიც კი და რა თქმა უნდა,არც დავაყოვნე მისი ნახვა.ლიზის ბინის წინ დავჯექი და კარგა ხანს ველოდებოდი როდის გამოვიდოდა.რამდენიმე ხანში კი ისიც გამოჩნდა.
-ვააა,შენ ლიზი არ ხარ?
-დიახ მე ვარ.
-კარგია,რომ ისევ შევხვდით.
-ხო რა დამთხვევაა.კარგი უნდა წავიდე,მეჩქარება.
-მოიცა ლიზი,შეიძლება გავიგო სად მიდიხარ?
-ბილიარდის თამაში გიყვარს?
ამ კითხვამ ოდნავ გამაკვირვა,მაგრამ მაშინვე ვუპასუხე
-კი თან ძალიან კარგად ვიცი თამაში(არადა ცხოვრებაში ორჯერ მექნება ნათამაშები)
-უიი,მაშინ გავუგებთ ერთმანეთს,წამომყევი-ხელი ჩამავლო და სადღაც გამაქანა.
,,აიი სად დაგერხააა ლუკააა,რა იცი შენ ბილიარდის თამაში ბიჭო,მაგრამ არაუშავს,მთავარია ლიზისთან ერთად ვარ''-ამ ფიქრებიდან ლიზის ხმამ გამომიყვანა.
-აჰა მოვედით ლუკა,არ შემოხვალ?
-კი კი ახლავე.
საბილიარდოში შევედით და ერთ-ერთ მაგიდასთან მივედით.
-აბა ჩემპიონო ვითამაშოთ?(ლიზიმ კია(ბილიარდის სათამაშო ჯოხი ვისაც არ გაგახსენდათ) აიღო და გამომწვევად შემომხედა.)
-კარგი,მაგრამ როცა წააგებ,გთხოვ ნუ იტირებ კარგი?
-ჰაჰა,ზედმეტი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე ლუკა.
-სულაც არა,უბრალოდ ვიცი გოგონების ხასიათი და არ მინდა აცრემლებული გნახო.
-კარგიიი,რადგან ასეა ამას თამაშის მერე ვნახავთ.
-მიდი დაიწყე,გოგო ხარ და დაგითმობ(სინამდვილეში კი მინდოდა მის ხერხს დავკვირვებოდი და როგორმე თავი დამეღწია ამ სიტუაციიდან,თუმცა მისგან ვერაფერი ვისწავლე.საკმაოდ ოსტატურად ურტყამდა და რამდენიმე ბურთი ჩააგდო კიდეც.)
-მიდი მიდი,შენი ჯერია.
-ხოო,ახლავე.-დავარტყი და..........
-ჰაჰა,არცერთი ბურთი.გაიწიე,ჩემი დარტყმის დროა.
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვთამაშობდით და როგორც მოსალოდნელი იყო ლიზიმ მომიგო.საბილიარდოდან გაბრაზებული გამოვედი,ლიზი კი დამცინოდა
-კარგი რა ლუკა,ეს რა იყო?ჰაჰაჰაჰა
-ნუ დამცინი ლიზი.
-საბლატაო თუ არ გქონდა რა გინდოდა უფს.
-გოგო ხარ და დაგითმე რა.
-კი როგორ არა.გინდა სხვა რამეშიც შევეჯიბროთ?
-სულ შენ მოიგებ,რადგან გითმობ.
-ხო ნუ ახლა.ცურვა იცი?
-მიწვევ?
-ვცდილობ..
-ჰმ,მომწონს შენნაირი გოგოები.
-მეც მომწონს საკუთარი თავი.წავიდეთ?
-კარგი კარგი ლიზიკოო,დრო კიდევ გვაქვს და უარს ნამდვილად არ გეტყვი.მომე ხელი.
-ნელა ადამიანო,მეტკინა ხელი,თან დავიღალე.
-ძალიან?
-ხოო ძალიან(გაბუტული სახით მიპასუხა)
-მოდი და მე წაგიყვან.
ზურგზე შემახტა და მთელი გზა ასე ვატარე.ყველა ჩვენ გვიყურებდა,მაგრამ ეს არც ლიზის ადარდებდა და არც მე.ნახევარ საათში უკვე სპორტ დარბაზში ვიყავით.ლიზი გამოსაცვლელად გავიდა და მალევე დამიბრუნდა საცურაო კოსტუმში.მის ტანს რომ შევხედე,ლამის სუნთქვა შემეკრა,მაგრამ არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო და მზერა მოვაცილე.
-აბა რას აკეთებ?
-შენ გელოდებოდი.ლიზი იცოდე მოგიგებ და არ იწუწუნო რა.
-მიდი მიდი მოემზადე.
იქვე მდგარ ერთ-ერთ ბიჭს ვთხოვეთ ნიშანი მოეცა,რომ დაგვეწყო და ორივე ერთდროულად გადავხტით.თითქმის ერთნაირად მივედით და ლიზი წყლიდან ბუზღუნით ამოვიდა.
-მე მოვიგე და ვსო რა.
-ლიზიკო ლიზიკო..ნუ წუწუნებ.
-აუუ,მე მოვიგეეეე.
-ნუ წუწუნებთქო,თორემ ინანებ იცოდე.
-არაფერიც.მე მოგიგე და მორჩა.
-მოდი აქ..აჰა ესეც შენ(ხელები ჩავავლე და წყალში ჩავაგდე,მეც თან გავყევი)
-ლუკა მოგკლააავ.
რამდენჯერმე ჩავაყვინთინე და ისევ ამოვაწევინე თავი.წყლიდან უცებ ამოვედი,რომ მისი ხელები არ მომხვედროდა,მაგრამ როგორც კი თვითონაც ამოვიდა მუშტების რტყმა დამიწყო,მაგრამ იმდენად პატარა ხელები ჰქონდა,რომ შეუძლებელი იყო რამე მტკენოდა.მეცინებოდა მის საქციელზე და ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა.გამალებით მირტყამდა და ყვიროდა..ხელები დავუჭირე და ჩემკენ მივიზიდე
-გამიშვი ლუკა,მეტკინა ხელი.
ხელები მოვაშორე,მაგრამ ამჯერად წელზე მოვხვიე და იმდენად ახლოს მივიზიდე,რომ ხმას ვერ იღებდა,მის ხშირ სუნთქვას ვგრძნობდი,პატარა ბავშვს ჰგავდა და კიდევ უფრო საყვარელი იყო ასეთ მდგომარეობაში.
-არ გამიშვებ ლუკა?
-არასოდეს..................
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 698 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]