მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » აგვისტო » 30 » ანეგდოტები
14:09
ანეგდოტები

1.ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:

- ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?

- არა! – მოუჭრა მძღოლმა.

- არც მე ამიყვანს? – იკითხა მეორე სვანმა.

—————————————————————-

2.ატარა მიხო გაოცებული უყურებს ეზოში მისთვის გაბმულ საქანელაზე გიჟივით მოქანავე მიტუას.

- რასა შვრები, პაპა, არ გადმოვარდე!

- ექიმმა მითხრა, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეო!..

—————————————————————-

3.ღამის4 საათზე მიხოს კარზე ბრახუნია.მიხო ნამძინარევი ხმით ეკითხება:
–რომელი ხარ?
–ჟან კლოდ ვან დამი!
–ახლა გამოვალ და ოთხივეს დედებს გიტირებთო!–ყვირის მიხო.

—————————————————————-

4.ერთმა ჩემმა მეზობელმა, ვალიკო -მ ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

- რაზე გყავს გაზრდილიო?

—————————————————————-

5.ნარკომანები ბირჟაზე დგანან. გამოიარა ზანგმა.

- ეს ვინ არი, ტო? – იკითხა ერთმა.

- ეს სომალელი ლტოლვილია! – დაასკვნა მეორემ.

- ვა, სომალიც დავკარგეთ?! – გადაირია მესამე.

—————————————————————-

6.ჟორამ სმს მიიღო:
„ძვირფასო, ხმამაღლა წაიკითხე: სიკონა ლამილე ბოვანა ლიკილე უდმოდო ჟაკილე ფრასკალა ბიკილე."
ცოტა ხანში მეორე სმს მიიღო:
„ახლახანს შენ წარმოთქვი ინდური წყევლა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში დაგიცავს სექსუალური კონტაქტებისაგან. გკოცნი, შენი ჟენია."

—————————————————————-

7.ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
- თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.

- მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..

—————————————————————-

8.პატარა რაჭველს რუსული ენის მასწავლებელი ეკითხება:
- აბა, რაჟიკო, როგორ იქნება ქართულად ”ნაუკა”?

- ნაუკა არის პატარა ნავი! – გამარჯვებული სახით უპასუხა რაჟიკომ.

—————————————————————-

9.რაჭველი ექიმს საყვედურობს:
- ექიმო, თქვენ რომ ღამით ჭამა ამიკრძალეთ, მაგიტომ გავცივდი.

- მერე ეგ რა შუაშია?

- როგორ თუ რა შუაშია? მთელი ღამე ღია მაცივრის წინ ვიდექი და მოხარშულ დედალს ვუყურებდი!

—————————————————————-

10.შუაღამისას ჭიჭიკია მთვრალი მიდის შინ თავისი "ზაპოროჟეცით”. გააჩერა პატრულმა:

- სად მიდიხარ?

- სად მივდივარ და ლექციაზე! – გაიჭიმა ჭიჭიკია.

- ამ შუაღამისას ვინ კითხულობს ლექციას? – გაიკვირვა პატრულმა.

- სიდედრი მყავს შინ სტუმრად! – აუხსნა ჭიჭიკიამ.

—————————————————————-

11.დიდი ხნის უნახავმა თანასოფლელმა გურულებმა ერთმანეთი მოიკითხეს. ერთმა შესჩივლა მეორეს, – მესამედ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, იმდენი ფული დავხარჯე და ძლივს გადავრჩიო!

მეორემ უპასუხა: – შე კაი კაცო, შენც რას ჩააცივდი ამ კუჭს, ყველა ბრმა ნაწლავის ოპერაციას იკეთებს, შედარებით იაფიც ჯდება და კარგად არიანო.

—————————————————————-

12.სვანი ეუბნება შვილს: – ცხვირში ნუ იქექები, ტვინი გაგეჩხაპნება! crazy.gif

—————————————————————-

13.ურული ქუჩაში დგას უსაქმურად, ხედავს პოლიციელს თხა მოყავს, დაინტერესებული გურული მიმართავს: სად მიგყავს მაგი ძაღლი? პოლიციელი გამწყრალი ხმით მიმართავს : აგი ძაღლი კი არა, თხაა! მერე მე თხას ვეკითხები შენ კი არა.

—————————————————————-

14.–მამი,მამი,სკოლაში დიდთავას მეძახიან.

–მერე,სცემე,შვილო.

–ჰო,მაგრამ ვიწრო დერეფნებში დარბიან.

—————————————————————-

15.იჭიკია მრგვალ სახლს აშენებს. ბონდოია გაოცებულია:
- კი მარა, რათ გინდა ეს მრგვალი სახლი?
- ბიჯო, სიდედრმა მითხრა, სახლს რო ააშენებ, ერთი კუთხე მე მომეციო!…

კატეგორია: ♥ ანეკდოტები ♥ | ნანახია: 760 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]