მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 31 » “ამოსუნთქვისას რომ გართმევს ფილტვებს”
13:07
“ამოსუნთქვისას რომ გართმევს ფილტვებს”
                                                                                           შენახარ ერთი ჩასუნთქვა ქარის,

ივლისის ერთი წამოსვლა წვიმა,
ოცნების ბაღში დადგმული სკამი
რომელზეც ჩემი აჩრდილი იჯდა..

შენახარ ჩუმი ნათქვამი სიტყვა,
(ამოსუნთქვისას რომ გართმევს ფილტვებს)
შენახარ ჩემი ოცნების წინდა,
რომელსაც უკვე ვერაფრით ვიცმევ.

საათის ბოლოს გაჩერდა წამი,
და წუთით მომცა ოცნების ნება,
შენახარ წუთის ყოველი წამი
საათიც ჰყვება შენს გულის რიტმას.

გული კი სწრაფად ძგერს და გარბიან
წამები, როგორც დროის რაშები,
მე კი თვალს ვხუჭავ და ალუბლისფერს
შენს ლამაზ ტუჩებს დავეწაფები.

კატეგორია: ♥ ლექსები ♥ | ნანახია: 729 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]